უფრო მეტი შედეგების მიღწევა ხალხისთვის - პრემიერის გამოსვლა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე

  - Sputnik საქართველო, 1920, 23.09.2023
გამოწერა
ჩვენი კოლექტიური პასუხისმგებლობაა ერთმანეთი გავაძლიეროთ და ხანგრძლივი მემკვიდრეობა დავუტოვოთ მომავალ თაობებს, განაცხადა პრემიერმა
თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. ჩვენ მზად ვართ მივაღწიოთ კიდევ უფრო დიდ შედეგებს ქართველი ხალხისთვის და შევიტანოთ მნიშვნელოვანი წვლილი მსოფლიო საზოგადოებაში, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 78-ე გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ.
„მზად ვართ, გავაძლიეროთ საერთაშორისო პარტნიორობა და თანამშრომლობა უფრო მშვიდობიანი, მდგრადი მომავლის უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მან აღნიშნა, რომ „ჩვენი საერთო თვისება - ადამიანურობა - გვაკავშირებს ერთმანეთთან და ჩვენივე კოლექტიური პასუხისმგებლობაა ერთმანეთი გავაძლიეროთ და ხანგრძლივი მემკვიდრეობა დავუტოვოთ მომავალ თაობებს“.
სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით. პრემიერმა ასევე ისაუბრა ეკონომიკურ და დემოკრატიულ რეფორმებზე, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს მოსახლეობისთვის ხელშესახები შედეგების მისაღწევად.
ყველა ახალი ამბავი
0