https://sputnik-georgia.com/20230923/--------282786863.html
მონეტარული პოლიტიკის ძირითადი განაკვეთი საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში
მონეტარული პოლიტიკის ძირითადი განაკვეთი საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში
Sputnik საქართველო
13 სექტემბერს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის 10,25%-დან 10%-მდე შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. 23.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-23T15:07+0400
2023-09-23T15:07+0400
2023-09-29T15:09+0400
საქართველო
ინფოგრაფიკა
მულტიმედია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/1d/282782392_0:0:3640:2048_1920x0_80_0_0_eff0b19377173b053dc1cde503dc0941.png
13 სექტემბერს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის 10,25%-დან 10%-მდე შემცირების გადაწყვეტილება მიიღო.საქართველოს ეროვნული ბანკი დიდი ხანი მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ატარებდა. რეფინანსირების განაკვეთი, 13 თვის შემდეგ პირველად, მიმდინარე წლის მაისში შემცირდა და 10,5%-ს გაუტოლდა. 2022 წლის მარტიდან მარეგულირებელი რეფინანსირების განაკვეთს 11%-ზე ინარჩუნებდა.12 სექტემბერს კი სომხეთის ცენტრალურმა ბანკმა კვლავ შეამცირა რეფინანსირების განაკვეთი 0,5%-ით 9,75%-მდე. ცენტრალურმა ბანკმა საკვანძო განაკვეთი მესამედ შეამცირა (ივნისისა და აგვისტოს შემდეგ), რადგანაც რესპუბლიკაში ინფლაცია იკლებს: იგი ბოლო სამი თვის მანძილზე უარყოფითი რჩება, მას შემდეგ, რაც 2022 წლის მეორე ნახევარში 9%-ს გადააჭარბა.ამასთან, 20 სექტემბერს აზერბაიჯანის ცენტრალურმა ბანკმა გადაწყვიტა განაკვეთი უცვლელად - 9%-ზე დაეტოვებინა. ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება მაკროეკონომიკური ანალიზის, განახლებული პროგნოზების, შიდა და გარე ინფლაციური ფაქტორების რისკების ბალანსის ცვლილების გათვალისწინებით იქნა მიღებული.თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა 21 სექტემბერს რეფინანსირების განაკვეთი 25%-დან 30%-მდე გაზარდა. ბანკმა ჯერ კიდევ ივნისში განაცხადა, რომ ეტაპობრივად გააგრძელებს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას, ვიდრე მაღალი ინფლაციის პროგნოზი არ შეიცვლება. რეგულატორმა მაშინ რეფინანსირების განაკვეთი 8%-დან 15%-მდე გაზარდა, თუმცა ანალიტიკოსები მის 21%-იან ნიშნულამდე გაზრდას ელოდნენ.რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა 15 სექტემბერს საკვანძო განაკვეთი წლიური 12%-დან 13%-მდე გაზარდა და რომ შეაფასებდა შემდგომი ზრდის მიზანშეწონილობას მომავალ უახლოეს სხდომებზე. რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის საშუალო საკვანძო განაკვეთი 18 სექტემბრიდან 2023 წლის ბოლომდე, მარეგულირებელის პროგნოზით 13,0-13,6% დიაპაზონში იქნება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/1d/282782392_564:0:3295:2048_1920x0_80_0_0_185406e7b1fd3af4675c1f6985a3a677.pngSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ინფოგრაფიკა, მულტიმედია, инфографика
საქართველო, ინფოგრაფიკა, მულტიმედია, инфографика
13 სექტემბერს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის 10,25%-დან 10%-მდე შემცირების გადაწყვეტილება მიიღო.
საქართველოს ეროვნული ბანკი დიდი ხანი მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ატარებდა. რეფინანსირების განაკვეთი, 13 თვის შემდეგ პირველად, მიმდინარე წლის მაისში შემცირდა და 10,5%-ს გაუტოლდა. 2022 წლის მარტიდან მარეგულირებელი რეფინანსირების განაკვეთს 11%-ზე ინარჩუნებდა.
12 სექტემბერს კი სომხეთის ცენტრალურმა ბანკმა კვლავ შეამცირა რეფინანსირების განაკვეთი 0,5%-ით 9,75%-მდე. ცენტრალურმა ბანკმა საკვანძო განაკვეთი მესამედ შეამცირა (ივნისისა და აგვისტოს შემდეგ), რადგანაც რესპუბლიკაში ინფლაცია იკლებს: იგი ბოლო სამი თვის მანძილზე უარყოფითი რჩება, მას შემდეგ, რაც 2022 წლის მეორე ნახევარში 9%-ს გადააჭარბა.
ამასთან, 20 სექტემბერს აზერბაიჯანის ცენტრალურმა ბანკმა გადაწყვიტა განაკვეთი უცვლელად - 9%-ზე დაეტოვებინა. ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება მაკროეკონომიკური ანალიზის, განახლებული პროგნოზების, შიდა და გარე ინფლაციური ფაქტორების რისკების ბალანსის ცვლილების გათვალისწინებით იქნა მიღებული.
თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა 21 სექტემბერს რეფინანსირების განაკვეთი 25%-დან 30%-მდე გაზარდა. ბანკმა ჯერ კიდევ ივნისში განაცხადა, რომ ეტაპობრივად გააგრძელებს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას, ვიდრე მაღალი ინფლაციის პროგნოზი არ შეიცვლება. რეგულატორმა მაშინ რეფინანსირების განაკვეთი 8%-დან 15%-მდე გაზარდა, თუმცა ანალიტიკოსები მის 21%-იან ნიშნულამდე გაზრდას ელოდნენ.
რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა 15 სექტემბერს საკვანძო განაკვეთი წლიური 12%-დან 13%-მდე გაზარდა და რომ შეაფასებდა შემდგომი ზრდის მიზანშეწონილობას მომავალ უახლოეს სხდომებზე. რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის საშუალო საკვანძო განაკვეთი 18 სექტემბრიდან 2023 წლის ბოლომდე, მარეგულირებელის პროგნოზით 13,0-13,6% დიაპაზონში იქნება.