მთიანი ყარაბაღი: აზერბაიჯანის „საშინაო საქმე“ ყველას შეეხო

© photo: Sputnik / Murad Orudzhev / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 22.09.2023
გამოწერა
მთიანი ყარაბაღის ხანგრძლივი შეიარაღებული კონფლიქტი დასასრულს უახლოვდება. აზერბაიჯანულმა მხარემ და ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებმა, რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის მეთაურობის შუამავლობით, შეთანხმებას მიაღწიეს საბრძოლო მოქმედებების სრულად შეწყვეტის შესახებ 20 სექტემბრის 13 საათიდან.
დღეს აზერბაიჯანმა სუვერენიტეტი აღადგინა და რეგიონის მშვიდობიანი რეინტეგრაციისკენ არის მიმართული.
გასული დღე-ღამის ცხელი მოვლენების ობიექტურად შეფასებისას, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინმა ოთხშაბათს განაცხადა: „ბაქო მოქმედებს საკუთარ ტერიტორიაზე. სიტუაცია მთიან ყარაბაღში — ეს აზერბაიჯანის საშინაო საქმეა".
მართლაც, 2022 წლის შემოდგომაზე პრაღაში გამართულ სამიტზე ერევანმა და ბაქომ გაეროს წესდებისა და დსთ-ის 1991 წლის ალმა-ატის დეკლარაციის ერთგულება დაადასტურეს. ანუ მხარეებმა აღიარეს ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების საზღვრებში, როდესაც მთიანი ყარაბაღი შედიოდა აზერბაიჯანის სსრ-ის შემადგენლობაში.
2023 წლის გაზაფხულზე ბრიუსელში ევროკავშირის ეგიდით გამართულ სამიტზე კი მხარეებმა თავიანთი პოზიცია კვადრატული კილომეტრის სიზუსტით დაადასტურეს.
ამასთან, რუსული სამშვიდობო კონტინგენტი აგრძელებს ამოცანების შესრულებას მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე. თანამშრომლობს ბაქოსთან, ერევანთან და სტეპანაკერტთან უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დაცვის მიზნით. ყარაბაღის სამი რაიონიდან დაახლოებით 5 ათასი ადამიანია ევაკუირებული სამშვიდობოების მიერ. ყველა მათგანი უზრუნველყოფილია სამედიცინო დახმარებით, ცხელი საკვებითა და დასასვენებელი ადგილით.
თუმცა, სიტუაცია რთულია.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 20 სექტემბერს, ჯანიატაგის ტერიტორიაზე, სამშვიდობოების სადამკვირვებლო პოსტიდან დაბრუნებისას, მშვიდობისმყოფელების ავტომობილი დაცხრილეს. მანქანაში მყოფი რუსი სამხედროები დაიღუპნენ.
შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს გამოძიება რუსეთის და აზერბაიჯანის საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენლების მიერ. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარში ბოდიში მოიხადა და ღრმა სამძიმარი გამოხატა მთიან ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების ტრაგიკული დაღუპვის გამო.
ყოველ სამშვიდობო მისიას სამხრეთ კავკასიაში დღემდე დენთის სუნი აქვს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მე-15 ბრიგადის 800-მდე სამხედრო მოსამსახურე 2020 წლის ნოემბრიდან ღირსეულად მსახურობს მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე — აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის სამმხრივი შეთანხმების შესაბამისად.

საერთაშორისო რეზონანსი

აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის მშვიდობიანი რეინტეგრაციისთვის ემზადება არაღიარებული რესპუბლიკის შეიარაღებული დაჯგუფებების გაყვანის შემდეგ.
ევლახში დღეს ყარაბაღის, სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლების მოლაპარაკებები გაიმართა. განხილული იყო მოსახლეობის უფლებები და ვალდებულებები, რომლებიც დაფუძნებულია აზერბაიჯანის კონსტიტუციასა და კანონებზე. აღსანიშნავია, რომ ყარაბაღის მოსახლეობას აქვს არჩევანი, აზერბაიჯანის მოქალაქეობას არავის აიძულებენ.
ერევანი 19 და 20 სექტემბერს საკმაოდ თავშეკავებულად რეაგირებდა აზერბაიჯანის „ლოკალური ხასიათის ანტიტერორისტულ ღონისძიებებზე" და ყარაბაღის სომხების მხარდასაჭერად არ გამოვიდა.
მთიან ყარაბაღში განვითარებულმა მოვლენებმა არანაირი გავლენა არ მოახდინა სომეხი სამშვიდობოებისა და აშშ-ის ერთობლივ სამხედრო მანევრებზე Eagle Partner 2023.
საზოგადოებრივ პროტესტს სომხეთის დედაქალაქში — რუსეთის მთავრობის შენობასთან და საელჩოსთან — სერიოზული შედეგები არ მოჰყოლია. ბოლო წლებში პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით გამართული მიტინგები სომხეთის დემოკრატიის გამყარების ნიშანი და ნორმის ერთგვარი ვარიანტი გახდა.
მოსკოვს აქვს ნათელი და პირდაპირი პასუხები მთიანი ყარაბაღის შესახებ მარტივ და რთულ კითხვებზე. რუსეთის მასტაბილირებელი როლი რეგიონში შენარჩუნებულია. ესკალაციის ახალ ეტაპზე, 19 სექტემბერს, მოსკოვმა მოუწოდა კონფლიქტის მხარეებს, დაუყოვნებლივ შეეწყვიტათ საბრძოლო მოქმედებები და რაც მთავარია, მან ყველაფერი გააკეთა ამ მიზნის მისაღწევად.
აღსანიშნავია, რომ შექმნილ სიტუაციაში ნებისმიერი ანალოგია და შედარება 2022 წლის დონბასთან, უადგილოა. რუსეთმა მწვავე სიტუაციაში აღიარა დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა, შემდეგ კი იარაღის ძალით დაიცვა მშვიდობიანი მოსახლეობა.
სომხეთ არასდროს უღიარებია მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა და არ გამოუცხადებია თავისი ტერიტორიის ნაწილად (ამ მიზეზით არ შეიძლებოდა საუბარი ყოფილიყო მის CSTO-ში ჩართვაზე).
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 2022 წლის შემოდგომაზე ოფიციალურად დაადასტურა, რომ მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილია. დანარჩენი ბაქოსა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის დროის საქმე გახდა.
დასავლეთის ქვეყნებში ყარაბაღის სომხების მიმართ თანაგრძნობა გამოხატეს და არაფერი „გადაქსარჩენი" არ შესთავაზეს. კონფლიქტის გადასაჭრელად არაფერი გაკეთებულა.
გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა 2020 წლის შეთანხმებების შესრულებისკენ მოუწოდა. გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო პროცესის დაბრუნება ახლა ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მთიან ყარაბაღში არსებული სიტუაციის შესახებ 21 სექტემბერს გაიმართება. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 20 სექტემბრის ღამეს აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან სატელეფონო საუბარში საკმაოდ არაშორსმხედველურად განაცხადა, რომ კონფლიქტს სამხედრო გადაწყვეტა არ აქვს.
ერთი სიტყვით, „აზერბაიჯანის შიდა საქმე" ყველასშეეხო, მაგრამსხვადასხვანაირად.
სამხრეთ კავკასიის პრობლემები ევროპის ქვეყნებს ყველაზე ნაკლებად აწუხებთ. მაგალითად, ბერძენი პოლიტიკოსები უფრო მეტადეგეოსის ზღვისა და კვიპროსის სიტუაციის გამწვავებით არიან შეშფოთებულები „ერდოღანისამბიციებისგამო".
ნებისმიერ რთულ სიტუაციაში დასავლეთი საკუთარი თავის, უფროსწორად, „საკუთარი ტყავის“ ერთგულია.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0