https://sputnik-georgia.com/20230922/polonetma-rusetidan-sasuqis-importi-gazarda-282540422.html
პოლონეთმა რუსეთიდან სასუქის იმპორტი გაზარდა
პოლონეთმა რუსეთიდან სასუქის იმპორტი გაზარდა
Sputnik საქართველო
თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. პოლონეთმა მიმდინარე წლის ივლისში რუსული სასუქების შეძენა 3,3-ჯერ გაზარდა, წერს „რია ნოვოსტი“ პოლონეთის სტატისტიკის სააგენტოზე... 22.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-22T11:24+0400
2023-09-22T11:24+0400
2023-09-22T16:54+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
სტატისტიკა
პოლონეთი
რუსეთი
ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/05/281955239_0:193:2955:1855_1920x0_80_0_0_12e0a2c00b0b941d44d7c66795b2f294.jpg
თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. პოლონეთმა მიმდინარე წლის ივლისში რუსული სასუქების შეძენა 3,3-ჯერ გაზარდა, წერს „რია ნოვოსტი“ პოლონეთის სტატისტიკის სააგენტოზე დაყრდნობით.მონაცემების თანახმად, თუ გასული წლის ივლისში პოლონელმა ბიზნესმენებმა რუსეთისგან მხოლოდ 6,2 მილიონი დოლარის ღირებულების სასუქი შეიძინეს, წელს ამ მაჩვენებელმა 20,2 მილიონი დოლარი შეადგინა. შედეგად, რუსულმა კომპანიებმა პოლონეთში ამ პროდუქციის მიმწოდებლებს შორის მეორე ადგილი დაიკავეს, ხოლო 2022 წლის იმავე პერიოდში ისინი მხოლოდ მეექვსე ადგილზე იყვნენ.ივლისში პოლონეთში სასუქების იმპორტში ლიდერი გერმანია აღმოჩნდა, რომელმაც ქვეყანას 22,6 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი მიაწოდა. მესამე ადგილზეა ლიეტუვა — 13,5 მილიონი დოლარის სასუქით, მეოთხეზე ფინეთი — 8,3 მლნ დოლარით, ხოლო მეხუთეზე ნიდერლანდი — 8,1 მლნ დოლარის სასუქით.პოლონეთმა რუსული სასუქების შესყიდვის მკვეთრი შემცირება გასული წლის აპრილში დაიწყო. შედეგად, მხოლოდ ერთ თვეში რუსული სასუქების იმპორტი 21-ჯერ შემცირდა. 2022 წლის წლის ბოლოს პოლონეთმა რუსეთისგან 225,1 მილიონი დოლარის სასუქი შეიძინა, რაც ბევრად ჩამორჩება 2021 წლის მაჩვენებელს — 360 მილიონ დოლარს.რაც შეეხება მიმდინარე წელს, ირკვევა, რომ შვიდ თვეში პოლონეთმა რუსეთიდან 97,6 მილიონი დოლარის სასუქი შეიტანა ქვეყანაში, რაც 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე ერთი მეოთხედით ნაკლებია.
პოლონეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/05/281955239_113:0:2842:2047_1920x0_80_0_0_216d2a45f0ae33ddbbdbcc6856ffc156.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, სტატისტიკა, პოლონეთი , რუსეთი, ეკონომიკა
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, სტატისტიკა, პოლონეთი , რუსეთი, ეკონომიკა
თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. პოლონეთმა მიმდინარე წლის ივლისში რუსული სასუქების შეძენა 3,3-ჯერ გაზარდა,
წერს „რია ნოვოსტი“ პოლონეთის სტატისტიკის სააგენტოზე დაყრდნობით.
მონაცემების თანახმად, თუ გასული წლის ივლისში პოლონელმა ბიზნესმენებმა რუსეთისგან მხოლოდ 6,2 მილიონი დოლარის ღირებულების სასუქი შეიძინეს, წელს ამ მაჩვენებელმა 20,2 მილიონი დოლარი შეადგინა. შედეგად, რუსულმა კომპანიებმა პოლონეთში ამ პროდუქციის მიმწოდებლებს შორის მეორე ადგილი დაიკავეს, ხოლო 2022 წლის იმავე პერიოდში ისინი მხოლოდ მეექვსე ადგილზე იყვნენ.
ივლისში პოლონეთში სასუქების იმპორტში ლიდერი გერმანია აღმოჩნდა, რომელმაც ქვეყანას 22,6 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი მიაწოდა. მესამე ადგილზეა ლიეტუვა — 13,5 მილიონი დოლარის სასუქით, მეოთხეზე ფინეთი — 8,3 მლნ დოლარით, ხოლო მეხუთეზე ნიდერლანდი — 8,1 მლნ დოლარის სასუქით.
პოლონეთმა რუსული სასუქების შესყიდვის მკვეთრი შემცირება გასული წლის აპრილში დაიწყო. შედეგად, მხოლოდ ერთ თვეში რუსული სასუქების იმპორტი 21-ჯერ შემცირდა. 2022 წლის წლის ბოლოს პოლონეთმა რუსეთისგან 225,1 მილიონი დოლარის სასუქი შეიძინა, რაც ბევრად ჩამორჩება 2021 წლის მაჩვენებელს — 360 მილიონ დოლარს.
რაც შეეხება მიმდინარე წელს, ირკვევა, რომ შვიდ თვეში პოლონეთმა რუსეთიდან 97,6 მილიონი დოლარის სასუქი შეიტანა ქვეყანაში, რაც 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე ერთი მეოთხედით ნაკლებია.