https://sputnik-georgia.com/20230922/mecnierebma-froidis-teoria-mcdarad-ariares-negaturi-azrebis-datrgunva-282542719.html
ფროიდი შეცდა: ბრიტანელმა მეცნიერებმა უარყოფითი აზრების დათრგუნვა სასარგებლოდ მიიჩნიეს
ფროიდი შეცდა: ბრიტანელმა მეცნიერებმა უარყოფითი აზრების დათრგუნვა სასარგებლოდ მიიჩნიეს
Sputnik საქართველო
თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. გავრცელებული მოსაზრება, რომ ნეგატიური ფიქრების დათრგუნვა შესაძლოა მავნე და საშიშიც კი იყოს ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის... 22.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-22T12:00+0400
2023-09-22T12:00+0400
2023-09-22T17:01+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
ფსიქოლოგია
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/05/278298491_0:401:2049:1553_1920x0_80_0_0_60568cde64659f3b551311cbc30bfe78.jpg
თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. გავრცელებული მოსაზრება, რომ ნეგატიური ფიქრების დათრგუნვა შესაძლოა მავნე და საშიშიც კი იყოს ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის, მცდარია, ასკვნიან კემბრიჯის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) მეცნიერები.უკვე დიდი ხანია, რაც ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ უარყოფითი აზრებისა და ემოციების ჩახშობის მცდელობას სასიკეთო შედეგი არ მოაქვს. მათი თქმით, ასეთ შემთხვევაში უსიამოვნო გრძნობები მხოლოდ დაგროვდება და ადრე თუ გვიან ემოციურ აფეთქებას გამოიწვევს. „დათრგუნვის" კონცეფციის ფუძემდებელი ზიგმუნდ ფროიდია.ბრიტანელი მეცნიერები კი სრულიად საპირისპირო დასკვნამდე მივიდნენ. ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ნეგატიური ფიქრების დათრგუნვა, პირიქით, აუმჯობესებს ფსიქიკურ მდგომარეობას. ამასთან ადამიანს მძიმე აზრების ჩახშობის სწავლაც კი შეუძლია.კემბრიჯელმა მეცნიერებმა საკუთარი თეორიის შემოწმება კორონავირუსის პანდემიის დროს გადაწყვიტეს, როდესაც მსოფლიოში ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიზისი თანდათან ძლიერდებოდა. მკვლევარებმა გადაწყვიტეს შეემოწმებინათ, შეეძლოთ თუ არა დახმარებოდნენ ადამიანებს უკეთესად გაუმკლავებოდნენ შექმნილ ვითარებას.სპეციალისტებმა 120 ადამიანი შეარჩიეს 16 ქვეყნიდან. თითოეულ მათგანს დაავალეს ჩამოეყალიბებინათ სცენარი, რომელიც მომდევნო ორი წლის განმავლობაში შეიძლებოდა განვითარებულიყო: 20 ნეგატური, 20 პოზიტიური და 36 ნეიტრალური. ამასთან თითოეულ სცენარს თავისი ტრიგერი (გამშვები კოდური სიტყვა) და საკვანძო დეტალი უნდა ჰქონოდა.მაგალითად:კვლევის მონაწილეები თითოეულ მოვლენას რამდენიმე პუნქტით აფასებდნენ: სიმკვეთრე, მომხდარის ალბათობა და თარიღი, შფოთვის ან სიხარულის დონე მოვლენასთან დაკავშირებით, მოვლენაზე ფიქრის სიხშირე. მათ ასევე შეავსეს კითხვარები, რომლითაც თავიანთი ფსიქიკური ჯანმრთელობა შეაფასეს.ამის შემდეგ თითოეულ მონაწილეს 20-წუთიანი ტრენინგი ჩაუტარდა Zoom-ით, რა დროსაც ფიქრების ჩახშობის განსაკუთრებული ფორმა — „წარმოიდგინე/არ წარმოიდგინო“ დაამუშავებინეს. სწავლება სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მონაწილეები ყოველი ცდისას ოთხი წამის განმავლობაში ეჯახებოდნენ მომავალი მოვლენის ტრიგერს და ცდილობდნენ, ეს მოვლენა მაქსიმალურად ნათლად წარმოედგინათ, შემდეგ კი ეს ფიქრები ჩაეხშოთ. სამი დღის განმავლობაში თითოეულმა მონაწილემ 36-ჯერ გაიმეორა ფიქრების დათრგუნვის ცდა.სამი დღის შემდეგ ექსპერიმენტის მონაწილეებს სთხოვეს, შეფასება მიეცათ თითოეული მოვლენისთვის შფოთვის დონისა და ემოციური ინტენსივობის მიხედვით. გარდა ამისა, მათ კვლავ შეავსებინეს კითხვარი, რათა დეპრესიისა და შფოთვის დონე შემოწმებინათ.ექსპერიმენტიდან სამი თვის შემდეგ მონაწილეებს კვლავ შეაფასებინეს საკუთარი მდგომარეობა. როგორც აღმოჩნდა, დათრგუნული მოვლენები მათ კიდევ უფრო ნაკლებად მკვეთრად და ნაკლებად საშიშად ეჩვენებოდათ. ამასთანავე სულ უფრო ნაკლებად ფიქრობდნენ ასეთ მოვლენებზე.მეცნიერთა დასკვნით, ნეგატიური ფიქრების დათრგუნვამ არა მარტო ფსიქოლოგიური პრობლემების, არამედ პოსტტრავმული სტრესული აშლილობის მქონე მონაწილეთა ფსიქიკური მდგომარეობაც გააუმჯობესა. ეს დასკვნა კი პირდაპირ ეწინააღმდეგება საყოველთაოდ მიღებულ ვერსიას, რომ ნეგატიური ფიქრების დათრგუნვა მძიმე შედეგებს იწვევს.თუმცა ბრიტანელი სწავლულები აცხადებენ, რომ მათი კვლევის შედეგების დასადასტურებლად დამატებითი კვლევების ჩატარებაა საჭირო.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/05/278298491_0:209:2049:1745_1920x0_80_0_0_18d055fdaee715f73f988b3a2c57992c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიო მეცნიერული კვლევები, ფსიქოლოგია , მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები
მსოფლიო მეცნიერული კვლევები, ფსიქოლოგია , მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები
თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. გავრცელებული მოსაზრება, რომ ნეგატიური ფიქრების დათრგუნვა შესაძლოა მავნე და საშიშიც კი იყოს ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის, მცდარია, ასკვნიან კემბრიჯის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) მეცნიერები.
უკვე დიდი ხანია, რაც ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ უარყოფითი აზრებისა და ემოციების ჩახშობის მცდელობას სასიკეთო შედეგი არ მოაქვს. მათი თქმით, ასეთ შემთხვევაში უსიამოვნო გრძნობები მხოლოდ დაგროვდება და ადრე თუ გვიან ემოციურ აფეთქებას გამოიწვევს. „დათრგუნვის" კონცეფციის ფუძემდებელი ზიგმუნდ ფროიდია.
ბრიტანელი მეცნიერები კი სრულიად საპირისპირო დასკვნამდე მივიდნენ. ჟურნალ
Science Advances-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ნეგატიური ფიქრების დათრგუნვა, პირიქით, აუმჯობესებს ფსიქიკურ მდგომარეობას. ამასთან ადამიანს მძიმე აზრების ჩახშობის სწავლაც კი შეუძლია.
კემბრიჯელმა მეცნიერებმა საკუთარი თეორიის შემოწმება კორონავირუსის პანდემიის დროს გადაწყვიტეს, როდესაც მსოფლიოში ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიზისი თანდათან ძლიერდებოდა. მკვლევარებმა გადაწყვიტეს შეემოწმებინათ, შეეძლოთ თუ არა დახმარებოდნენ ადამიანებს უკეთესად გაუმკლავებოდნენ შექმნილ ვითარებას.
სპეციალისტებმა 120 ადამიანი შეარჩიეს 16 ქვეყნიდან. თითოეულ მათგანს დაავალეს ჩამოეყალიბებინათ სცენარი, რომელიც მომდევნო ორი წლის განმავლობაში შეიძლებოდა განვითარებულიყო: 20 ნეგატური, 20 პოზიტიური და 36 ნეიტრალური. ამასთან თითოეულ სცენარს თავისი ტრიგერი (გამშვები კოდური სიტყვა) და საკვანძო დეტალი უნდა ჰქონოდა.
უარყოფითი სცენარი — მშობლებთან ვიზიტი საავადმყოფოში COVID-19-ის გამო, ტრიგერი „საავადმყოფო“, დეტალი — „სუნთქვა“;
ნეიტრალური სცენარი — ოპტიკის სალონში ვიზიტი, ტრიგერი — „ოპტიკა“, დეტალი — „კემბრიჯი“;
დადებითი სცენარი — დის ქორწილზე დასწრება, ტრიგერი — „ქორწილი“, დეტალი — „კაბა“.
კვლევის მონაწილეები თითოეულ მოვლენას რამდენიმე პუნქტით აფასებდნენ: სიმკვეთრე, მომხდარის ალბათობა და თარიღი, შფოთვის ან სიხარულის დონე მოვლენასთან დაკავშირებით, მოვლენაზე ფიქრის სიხშირე. მათ ასევე შეავსეს კითხვარები, რომლითაც თავიანთი ფსიქიკური ჯანმრთელობა შეაფასეს.
ამის შემდეგ თითოეულ მონაწილეს 20-წუთიანი ტრენინგი ჩაუტარდა Zoom-ით, რა დროსაც ფიქრების ჩახშობის განსაკუთრებული ფორმა — „წარმოიდგინე/არ წარმოიდგინო“ დაამუშავებინეს. სწავლება სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მონაწილეები ყოველი ცდისას ოთხი წამის განმავლობაში ეჯახებოდნენ მომავალი მოვლენის ტრიგერს და ცდილობდნენ, ეს მოვლენა მაქსიმალურად ნათლად წარმოედგინათ, შემდეგ კი ეს ფიქრები ჩაეხშოთ. სამი დღის განმავლობაში თითოეულმა მონაწილემ 36-ჯერ გაიმეორა ფიქრების დათრგუნვის ცდა.
სამი დღის შემდეგ ექსპერიმენტის მონაწილეებს სთხოვეს, შეფასება მიეცათ თითოეული მოვლენისთვის შფოთვის დონისა და ემოციური ინტენსივობის მიხედვით. გარდა ამისა, მათ კვლავ შეავსებინეს კითხვარი, რათა დეპრესიისა და შფოთვის დონე შემოწმებინათ.
„სავსებით აშკარა იყო, რომ მოვლენები, რომელთა ჩახშობასაც სწავლობდნენ მონაწილეები, ნაკლებად მკვეთრი და ემოციურად ნაკლებად შემაშფოთებელი იყო სხვა მოვლენებთან შედარებით, და რომ საერთო ჯამში მონაწილეების ფსიქიკური ჯანმრთელობა გაუმჯობესდა. მაგრამ ჩვენ ყველაზე დიდი ეფექტი იმ მონაწილეებში ვიხილეთ, რომელთაც საშიში აზრების დათრგუნვის პრაქტიკა გაიარეს და არა ნეიტრალური აზრების დათრგუნვისა“, — განაცხადეს მეცნიერებმა.
ექსპერიმენტიდან სამი თვის შემდეგ მონაწილეებს კვლავ შეაფასებინეს საკუთარი მდგომარეობა. როგორც აღმოჩნდა, დათრგუნული მოვლენები მათ კიდევ უფრო ნაკლებად მკვეთრად და ნაკლებად საშიშად ეჩვენებოდათ. ამასთანავე სულ უფრო ნაკლებად ფიქრობდნენ ასეთ მოვლენებზე.
მეცნიერთა დასკვნით, ნეგატიური ფიქრების დათრგუნვამ არა მარტო ფსიქოლოგიური პრობლემების, არამედ პოსტტრავმული სტრესული აშლილობის მქონე მონაწილეთა ფსიქიკური მდგომარეობაც გააუმჯობესა. ეს დასკვნა კი პირდაპირ ეწინააღმდეგება საყოველთაოდ მიღებულ ვერსიას, რომ ნეგატიური ფიქრების დათრგუნვა მძიმე შედეგებს იწვევს.
თუმცა ბრიტანელი სწავლულები აცხადებენ, რომ მათი კვლევის შედეგების დასადასტურებლად დამატებითი კვლევების ჩატარებაა საჭირო.