https://sputnik-georgia.com/20230922/magniumis-deficitis-metyveli-simptomebi-282544431.html
დაადგენთ ანალიზების გარეშეც: დასახელდა მაგნიუმის დეფიციტის მეტყველი სიმპტომები
დაადგენთ ანალიზების გარეშეც: დასახელდა მაგნიუმის დეფიციტის მეტყველი სიმპტომები
Sputnik საქართველო
თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. თუ ორგანიზმს მაგნიუმი აკლია, ეს გარკვეული სიმპტომებით შეიძლება დადგინდეს – სამედიცინო ანალიზების გარეშეც კი, აცხადებენ... 22.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-22T14:01+0400
2023-09-22T14:01+0400
2023-09-22T17:49+0400
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
ექიმის რჩევები
სასარგებლო რჩევები
ჯანსაღი კვება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/16/281558389_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_0f02ddd8c4cdc611b09a26d1ef647584.jpg
თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. თუ ორგანიზმს მაგნიუმი აკლია, ეს გარკვეული სიმპტომებით შეიძლება დადგინდეს – სამედიცინო ანალიზების გარეშეც კი, აცხადებენ ნუტრიციოლოგები. მათი თქმით, სასიცოცხლოდ აუცილებელი მიკროელემენტის დეფიციტი შეიძლება მარტივი დაკვირვებებით გამოავლინოთ. ანუ, თუ ორგანიზმს მაგნიუმი აკლია, ჩნდება შემდეგი სიმპტომები:გარდა ამისა, სპეციალისტების თქმით, მაგნიუმის დეფიციტის გამო ადამიანი იოლად ღიზიანდება წვრილმანებზეც კი, ეუფლება შფოთვა და პანიკური შეტევები, უჭირს დაძინება.როგორც ექიმები ამბობენ, მაგნიუმი ორგანიზმის ენერგიით უზრუნველყოფაზე აგებს პასუხს, ამიტომ მისი უკმარისობა აჩენს ბევრი ჭამის სურვილს, განსაკუთრებით, ტკბილეულისა.ამასთან მაგნიუმის დეფიციტის დროს, გარდა კუნთებისა, სპაზმები ემართება თავის ტვინის სისხლძარღვებსაც, ირღვევა ქსოვილებში საკვებისა და ჟანგბადის მიწოდება, რის გამოც იწყება კიდეც თავის ტკივილები.მაგნიუმის მნიშვნელობა ტვინის ჯანრთელობისთვისცოტა ხნის წინ ავსტრალიელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მაგნიუმის ყოველდღიური მიღება აუმჯობესებს ტვინის ჯანმრთელობას და დემენციის პროფილაქტიკის კარგი საშუალებაა. მათი თქმით, საუბარია არა მხოლოდ ვიტამინურ დანამატებზე, არამედ მაგნიუმით მდიდარ საკვებზეც.სპეციალისტების თქმით, მაგნიუმი ცნობილია ანთების საწინააღმდეგო და დამამშვიდებელი ეფექტით. მას ასევე იღებენ კუნთების ძალის გასაზრდელად, ინფექციებისგან იმუნიტეტის დაცვის გასაძლიერებლად და ნაწლავებისა და შარდსასქესო სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის.გამომდინარე იქიდან, რომ მაგნიუმი გავლენას ახდენს ნერვული სისტემის აგზნებადობაზე და თავის ტვინის ქერქთან „მუშაობს“, მეცნიერებმა გადაწყვიტეს შეემოწმებინათ, თუ როგორ აისახება ის ცენტრალური ნერვული სისტემისა და მთლიანად ტვინის მუშაობაზე.მასშტაბურ კვლევაში 40-დან 73 წლამდე ასაკის 6000 ადამიანი მონაწილეობდა. კვლევის მომენტისთვის არცერთ მათგანს არ ჰქონდა დემენციის დიაგნოზი. მეცნიერებმა მონაწილეები ორად დაყვეს: ერთი ჯგუფის თითოეულ წევრს ყოველდღიურად 550 მილიგრამ მაგნიუმს აძლევდნენ, ხოლო მეორე ჯგუფში — 350 მილიგრამს.როგორც საბოლოო ანალიზმა აჩვენა, პირველი ჯგუფის წევრებს, 55 წელზე უფროსი ასაკისებსაც კი, თავის ტვინი საგრძნობლად გაუახალგაზრდავდათ. მათი თავის ტვინის ასაკი ბიოლოგიურ ასაკს, სულ ცოტა, ერთი წლით ჩამორჩებოდა.მეცნიერების თქმით, ჯგუფის წევრებს ასევე შეუმცირდათ მეხსიერებისა და კოგნიტიური ფუნქციების პრობლემები.სწავლულების განმარტებით, მაგნიუმის მაღალ დონეს თავის ტვინში დამჟანგავი სტრესებისა და სისტემური ანთებების დაქვეითება შეუძლია, გარდა ამისა, ის აუმჯობესებს სინაპტიკურ მოქნილობას — მეხსიერებასა და სწავლებასთან დაკავშირებულ უმთავრეს მექანიზმს.როგორც მკვლევარები ამბობენ, მაგნიუმის მაღალი დონე ქალებში უფრო კარგ ეფექტს იძლევა, ვიდრე მამაკაცებში, განსაკუთრებით, პოსტმენოპაუზურ პერიოდში.საინტერესოა მაგნიუმთან დაკავშირებული სხვა კვლევების შედეგებიც. რამდენიმე ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ალცჰაიმერით დაავადებულებს სისხლში მაგნიუმის დონე ბევრად დაბალი აქვთ, ვიდრე ჯანმრთელებს.საიდან შეიძლება მაგნიუმის მიღებაბიოლოგიურად აქტიური დანამატების (ვიტამინების) გარდა, მაგნიუმს შეიცავს ისეთი პროდუქტები, როგორებიცაა:გარდა ამისა, მაგნიუმი შედის ზოგი სახეობის თესლეულში. ესენია: სელის თესლი, კანაფის თესლი, გოგრის თესლი, სეზამის თესლი, ჩიას თესლი და სხვ.წყარო: Springer Link
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/16/281558389_384:0:2688:1728_1920x0_80_0_0_f0e785411ebdaed24ba472b3971e539a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიო მეცნიერული კვლევები, ექიმის რჩევები, სასარგებლო რჩევები , ჯანსაღი კვება
მსოფლიო მეცნიერული კვლევები, ექიმის რჩევები, სასარგებლო რჩევები , ჯანსაღი კვება
თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. თუ ორგანიზმს მაგნიუმი აკლია, ეს გარკვეული სიმპტომებით შეიძლება დადგინდეს – სამედიცინო ანალიზების გარეშეც კი, აცხადებენ ნუტრიციოლოგები.
მათი თქმით, სასიცოცხლოდ აუცილებელი მიკროელემენტის დეფიციტი შეიძლება მარტივი დაკვირვებებით გამოავლინოთ. ანუ, თუ ორგანიზმს მაგნიუმი აკლია, ჩნდება შემდეგი სიმპტომები:
მოუსვენარი ფეხების სინდრომი — ეს არის მდგომარეობა, რომელიც ფეხების მუდმივი მოძრაობის დაუოკებელი სურვილით გამოიხატება. ამის მიზეზია ფეხებში გაჩენილი უსიამოვნო შეგრძნება, რომელიც უმეტესად საღამოობით ან ღამღამობით ჩნდება, ჯდომის ან წოლის დროს. მოძრაობა დისკომფორტს მხოლოდ დროებით ამსუბუქებს და შესაძლოა ადამიანს კარგად გამოძინების საშუალებასაც არ აძლევდეს.
კუნთების კრუნჩხვები, ტიკები, ტრემორი;
თმის ცვენა, ფრჩხილების მტვრევა;
თავის ტკივილი და გულის ტკივილი;
ქრონიკული დაღლილობა (ადამიანი ახლად გაღვიძებულზეც კი ვერ გრძნობს, რომ ორგანიზმმა დაისვენა).
გარდა ამისა, სპეციალისტების თქმით, მაგნიუმის დეფიციტის გამო ადამიანი იოლად ღიზიანდება წვრილმანებზეც კი, ეუფლება შფოთვა და პანიკური შეტევები, უჭირს დაძინება.
როგორც ექიმები ამბობენ, მაგნიუმი ორგანიზმის ენერგიით უზრუნველყოფაზე აგებს პასუხს, ამიტომ მისი უკმარისობა აჩენს ბევრი ჭამის სურვილს, განსაკუთრებით, ტკბილეულისა.
ამასთან მაგნიუმის დეფიციტის დროს, გარდა კუნთებისა, სპაზმები ემართება თავის ტვინის სისხლძარღვებსაც, ირღვევა ქსოვილებში საკვებისა და ჟანგბადის მიწოდება, რის გამოც იწყება კიდეც თავის ტკივილები.
მაგნიუმის მნიშვნელობა ტვინის ჯანრთელობისთვის
ცოტა ხნის წინ ავსტრალიელმა მეცნიერებმა
დაადგინეს, რომ მაგნიუმის ყოველდღიური მიღება აუმჯობესებს ტვინის ჯანმრთელობას და დემენციის პროფილაქტიკის კარგი საშუალებაა. მათი თქმით, საუბარია არა მხოლოდ ვიტამინურ დანამატებზე, არამედ მაგნიუმით მდიდარ საკვებზეც.
სპეციალისტების თქმით, მაგნიუმი ცნობილია ანთების საწინააღმდეგო და დამამშვიდებელი ეფექტით. მას ასევე იღებენ კუნთების ძალის გასაზრდელად, ინფექციებისგან იმუნიტეტის დაცვის გასაძლიერებლად და ნაწლავებისა და შარდსასქესო სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის.
გამომდინარე იქიდან, რომ მაგნიუმი გავლენას ახდენს ნერვული სისტემის აგზნებადობაზე და თავის ტვინის ქერქთან „მუშაობს“, მეცნიერებმა გადაწყვიტეს შეემოწმებინათ, თუ როგორ აისახება ის ცენტრალური ნერვული სისტემისა და მთლიანად ტვინის მუშაობაზე.
მასშტაბურ კვლევაში 40-დან 73 წლამდე ასაკის 6000 ადამიანი მონაწილეობდა. კვლევის მომენტისთვის არცერთ მათგანს არ ჰქონდა დემენციის დიაგნოზი. მეცნიერებმა მონაწილეები ორად დაყვეს: ერთი ჯგუფის თითოეულ წევრს ყოველდღიურად 550 მილიგრამ მაგნიუმს აძლევდნენ, ხოლო მეორე ჯგუფში — 350 მილიგრამს.
როგორც საბოლოო ანალიზმა აჩვენა, პირველი ჯგუფის წევრებს, 55 წელზე უფროსი ასაკისებსაც კი, თავის ტვინი საგრძნობლად გაუახალგაზრდავდათ. მათი თავის ტვინის ასაკი ბიოლოგიურ ასაკს, სულ ცოტა, ერთი წლით ჩამორჩებოდა.
მეცნიერების თქმით, ჯგუფის წევრებს ასევე შეუმცირდათ მეხსიერებისა და კოგნიტიური ფუნქციების პრობლემები.
სწავლულების განმარტებით, მაგნიუმის მაღალ დონეს თავის ტვინში დამჟანგავი სტრესებისა და სისტემური ანთებების დაქვეითება შეუძლია, გარდა ამისა, ის აუმჯობესებს სინაპტიკურ მოქნილობას — მეხსიერებასა და სწავლებასთან დაკავშირებულ უმთავრეს მექანიზმს.
როგორც მკვლევარები ამბობენ, მაგნიუმის მაღალი დონე ქალებში უფრო კარგ ეფექტს იძლევა, ვიდრე მამაკაცებში, განსაკუთრებით, პოსტმენოპაუზურ პერიოდში.
საინტერესოა მაგნიუმთან დაკავშირებული სხვა კვლევების შედეგებიც. რამდენიმე ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ალცჰაიმერით დაავადებულებს სისხლში მაგნიუმის დონე ბევრად დაბალი აქვთ, ვიდრე ჯანმრთელებს.
საიდან შეიძლება მაგნიუმის მიღება
ბიოლოგიურად აქტიური დანამატების (ვიტამინების) გარდა, მაგნიუმს შეიცავს ისეთი პროდუქტები, როგორებიცაა:
გარდა ამისა, მაგნიუმი შედის ზოგი სახეობის თესლეულში. ესენია: სელის თესლი, კანაფის თესლი, გოგრის თესლი, სეზამის თესლი, ჩიას თესლი და სხვ.