https://sputnik-georgia.com/20230922/kalazem-tbilservis-jgufis-tanamsromlebi-daajildova-282564940.html
დედაქალაქის მერმა „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები დააჯილდოვა
დედაქალაქის მერმა „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები დააჯილდოვა
Sputnik საქართველო
სიგელებით დაჯილდოვდნენ დასუფთავების დეპარტამენტის, გარე განათების, სანიაღვრე ქსელების, საგზაო მონიშვნებისა და სხვა სამსახურების თანამშრომლები. 22.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-22T19:24+0400
2023-09-22T19:24+0400
2023-09-22T22:21+0400
თბილისის მერია
თბილისი დღეს
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/18/277000820_0:232:1103:853_1920x0_80_0_0_fee6b9805d4a518c5291b34f576924e4.jpg
თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. „თბილსერვის ჯგუფის“ პროფესიულ დღესთან დაკავშირებით დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ კომპანიის თანამშრომლებს მადლობის სიგელები გადასცა, იუწყება თბილისის მერია.სიგელები გადაეცა დასუფთავების დეპარტამენტის, გარე განათების, სანიაღვრე ქსელების, საგზაო მონიშვნებისა და სხვა სამსახურების 101 თანამშრომელს.დაჯილდოების ცერემონიაზე კახა კალაძემ თანამშრომლებს სიტყვით მიმართა და ხაზი გაუსვა მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესების, მათ შორის, შესაბამისი ტექნიკით უზრუნველყოფის საკითხს.თბილისის მერის თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში დედაქალაქს სხვადასხვა ტიპისა და წარმოების 104 ახალი სპეცმანქანა შეემატა, აქედან 23 ერთეული მიმდინარე წელს იქნა შემოყვანილი.მერიის ცნობით, დღესვე კალაძემ ახალი ტექნიკა დაათვალიერა.დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობდნენ თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია და „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია.„თბილსერვის ჯგუფი“ 2007 წლის 20 სექტემბერს თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაარსდა.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებებია: დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურება; დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის მოსაკრებლის ამოღების ორგანიზება; საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება, ტრანსპორტირება და გადამუშავება; სადრენაჟე ქსელების, სანიაღვრე კოლექტორების, ნაგებობების და სხვ. საკონტროლო ჭების ექსპლუატაციის გაწევა; მიწისქვეშა გადასასვლელების მოვლა-პატრონობა და ექსპლუატაცია; გარე განათების ობიექტების მოვლა-პატრონობა და გაფართოების სამუშაოების შესრულება და სხვ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/18/277000820_88:220:932:853_1920x0_80_0_0_f2b4979027dc187b66b88460b42404bc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისის მერია, თბილისი დღეს, ახალი ამბები, საქართველო
თბილისის მერია, თბილისი დღეს, ახალი ამბები, საქართველო
დედაქალაქის მერმა „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები დააჯილდოვა
19:24 22.09.2023 (განახლებულია: 22:21 22.09.2023) სიგელებით დაჯილდოვდნენ დასუფთავების დეპარტამენტის, გარე განათების, სანიაღვრე ქსელების, საგზაო მონიშვნებისა და სხვა სამსახურების თანამშრომლები.
თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. „თბილსერვის ჯგუფის“ პროფესიულ დღესთან დაკავშირებით დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ კომპანიის თანამშრომლებს მადლობის სიგელები გადასცა, იუწყება თბილისის მერია.
სიგელები გადაეცა დასუფთავების დეპარტამენტის, გარე განათების, სანიაღვრე ქსელების, საგზაო მონიშვნებისა და სხვა სამსახურების 101 თანამშრომელს.
დაჯილდოების ცერემონიაზე კახა კალაძემ თანამშრომლებს სიტყვით მიმართა და ხაზი გაუსვა მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესების, მათ შორის, შესაბამისი ტექნიკით უზრუნველყოფის საკითხს.
„მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ თქვენგანს იმისთვის, რასაც აკეთებთ დედაქალაქისთვის... ჩვენი ქალაქი რომ ასეთი სუფთა, მოწესრიგებული და განათებულია, თქვენი დამსახურებაა. ჩვენი მხრივ, ვცდილობთ ხელი შეგიწყოთ, შეგიმსუბუქოთ მუშაობა ტექნიკით, აღჭურვილობით“, – აღნიშნა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში დედაქალაქს სხვადასხვა ტიპისა და წარმოების 104 ახალი სპეცმანქანა შეემატა, აქედან 23 ერთეული მიმდინარე წელს იქნა შემოყვანილი.
მერიის ცნობით, დღესვე კალაძემ ახალი ტექნიკა დაათვალიერა.
დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობდნენ თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია და „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია.
„თბილსერვის ჯგუფი“ 2007 წლის 20 სექტემბერს თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაარსდა.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებებია: დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურება; დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის მოსაკრებლის ამოღების ორგანიზება; საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება, ტრანსპორტირება და გადამუშავება; სადრენაჟე ქსელების, სანიაღვრე კოლექტორების, ნაგებობების და სხვ. საკონტროლო ჭების ექსპლუატაციის გაწევა; მიწისქვეშა გადასასვლელების მოვლა-პატრონობა და ექსპლუატაცია; გარე განათების ობიექტების მოვლა-პატრონობა და გაფართოების სამუშაოების შესრულება და სხვ.