GWP: თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყლის მიწოდება შეუწყდება

© photo: Sputnik / Stringerსამზარეულოს ონკანი
სამზარეულოს ონკანი - Sputnik საქართველო, 1920, 22.09.2023
გამოწერა
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას კომპანია აბონენტებს წინასწარ SMS-შეტყობინების სახით უგზავნის.
თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. თბილისში, ვაკის რაიონის მოსახლეობას 22 სექტემბრის 23:00 საათიდან 23 სექტემბრის 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება, ნათქვამია კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" (GWP) მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კომპანიის ინფორმაციით, GWP 22 სექტემბერს ვაკეში, აბაშიძის ქუჩის N71-ის მიმდებარედ წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოებს ჩაატარებს. გადაერთების სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც წყალმომარაგება შეეზღუდება:
ვაკის რაიონში: კავსაძის, ელიავას, მუხაძის, მიშველაძისა და ბერძენიშვილის ქუჩებს. ჭავჭავაძის გამზირის, მოსაშვილის, ფალიაშვილისა და აბაშიძის ქუჩების ნაწილს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0