https://sputnik-georgia.com/20230922/axali-saxis-kontrabanda-isviati-cxovelebistavis-qalebi-282540022.html
ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი: მსოფლიოში ახალი სახის კონტრაბანდა ძლიერდება
ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი: მსოფლიოში ახალი სახის კონტრაბანდა ძლიერდება
Sputnik საქართველო
თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. საფრანგეთის საბაჟო სამსახურმა იშვიათი ცხოველების თავის ქალების დიდი პარტია ამოიღო, რომლებსაც სხვადასხვა ქვეყნებში... 22.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-22T10:38+0400
2023-09-22T10:38+0400
2023-09-22T16:41+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
საფრანგეთი
შემთხვევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23854/23/238542303_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_89eb83a819baa1a73106afd5b9046304.jpg
თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. საფრანგეთის საბაჟო სამსახურმა იშვიათი ცხოველების თავის ქალების დიდი პარტია ამოიღო, რომლებსაც სხვადასხვა ქვეყნებში კანონმდებლობა იცავს, იუწყება France 24.გავრცელებული ინფორმაციით, მებაჟეებმა მხოლოდ შვიდ თვეში შარლ დე გოლის აეროპორტში 400-მდე თავის ქალა აღმოაჩინეს, რაც, ექსპერტების აზრით, იმაზე მიუთითებს, რომ ამ „საქონლით“ არალეგალური ვაჭრობა თანდათან იზრდება.როგორც სააგენტო წერს, საუბარია ძირითადად პრიმატების თავის ქალებზე, რომლებიც კამერუნიდან იგზავნებოდა ამანათებით, ადრესატებად კი აშშ-ში მცხოვრები კოლექციონერები იყვნენ მითითებული. ამასთან არცერთ საფოსტო გზავნილს არ ახლდა არანაირი დოკუმენტაცია, რომელიც „საქონლის“ დანიშნულებას ან კანონიერებას დაადასტურებდა.გარდა ამისა, ფრანგმა მებაჟეებმა გამოავლინეს ასობით ამანათი, რომლებიც სხვა ცხოველების თავის ქალებსა და ძვლებს შეიცავდა.მან ჟურნალისტებს დაცული ცხოველების ასობით თავის ქალა, ყბები და რქები წარუდგინა და აღნიშნა, რომ ამ „ბინძურ ბიზნესს" ყოველწლიურად 8-20 მილიარდი ევრო მოაქვს კონტრაბანდისტებისთვის.აღინიშნება, რომ საფრანგეთის საბაჟო სამსახურის თანამშრომლებმა იშვიათი ცხოველების თავის ქალებით უკანონო ვაჭრობის ფაქტი პირველად 2022 წლის მაისში გამოავლინეს, როდესაც აფრიკიდან გაგზავნილ ამანათებს ამოწმებდნენ.როგორც კონტრაბანდის სფეროს სპეციალისტი ამბობს, პატარა პრიმატების ძვლები 30-დან 50-მდე ევრო ღირს, უფრო დიდისა — 400-დან 500 ევრომდე, შიმპანზის თავის ქალის ფასი კი შავ ბაზარზე 1000 ევროა.წყარო: France 24
საფრანგეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23854/23/238542303_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_d3543839a4a0b54087c22aa25bc5895c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, საფრანგეთი , შემთხვევები
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, საფრანგეთი , შემთხვევები
თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. საფრანგეთის საბაჟო სამსახურმა იშვიათი ცხოველების თავის ქალების დიდი პარტია ამოიღო, რომლებსაც სხვადასხვა ქვეყნებში კანონმდებლობა იცავს, იუწყება France 24.
გავრცელებული ინფორმაციით, მებაჟეებმა მხოლოდ შვიდ თვეში შარლ დე გოლის აეროპორტში 400-მდე თავის ქალა აღმოაჩინეს, რაც, ექსპერტების აზრით, იმაზე მიუთითებს, რომ ამ „საქონლით“ არალეგალური ვაჭრობა თანდათან იზრდება.
როგორც სააგენტო წერს, საუბარია ძირითადად პრიმატების თავის ქალებზე, რომლებიც კამერუნიდან იგზავნებოდა ამანათებით, ადრესატებად კი აშშ-ში მცხოვრები კოლექციონერები იყვნენ მითითებული. ამასთან არცერთ საფოსტო გზავნილს არ ახლდა არანაირი დოკუმენტაცია, რომელიც „საქონლის“ დანიშნულებას ან კანონიერებას დაადასტურებდა.
გარდა ამისა, ფრანგმა მებაჟეებმა გამოავლინეს ასობით ამანათი, რომლებიც სხვა ცხოველების თავის ქალებსა და ძვლებს შეიცავდა.
„დაცული ცხოველების თავის ქალების ან ძვლების კონტრაბანდა არალეგალური ვაჭრობის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სახეობაა ნარკოტიკებით, იარაღითა და ადამიანებით ვაჭრობის შემდეგ“, — განაცხადა შარლ დე გოლის აეროპორტის საბაჟო განყოფილების უფროსმა ჟილბერ ბელტრანმა.
მან ჟურნალისტებს დაცული ცხოველების ასობით თავის ქალა, ყბები და რქები წარუდგინა და აღნიშნა, რომ ამ „ბინძურ ბიზნესს" ყოველწლიურად 8-20 მილიარდი ევრო მოაქვს კონტრაბანდისტებისთვის.
აღინიშნება, რომ საფრანგეთის საბაჟო სამსახურის თანამშრომლებმა იშვიათი ცხოველების თავის ქალებით უკანონო ვაჭრობის ფაქტი პირველად 2022 წლის მაისში გამოავლინეს, როდესაც აფრიკიდან გაგზავნილ ამანათებს ამოწმებდნენ.
როგორც კონტრაბანდის სფეროს სპეციალისტი ამბობს, პატარა პრიმატების ძვლები 30-დან 50-მდე ევრო ღირს, უფრო დიდისა — 400-დან 500 ევრომდე, შიმპანზის თავის ქალის ფასი კი შავ ბაზარზე 1000 ევროა.