23 სექტემბერი: უმნიშვნელოვანესი ასტროლოგიური დღე - ბუნიობა და ზოდიაქოს ნიშნები

© AFP 2024 / Caitlin O'Hara/Getty Imagesდაისი
დაისი - Sputnik საქართველო, 1920, 22.09.2023
გამოწერა
ასეთ მნიშვნელოვან ასტროლოგიურ დღეს, როგორიც შემოდგომის ბუნიობაა, საჭიროა ყურადღებით იყოთ და ხელიდან არ გაუშვათ ცხოვრების სასიკეთოდ შეცვლის მომენტი.
ასტროლოგები 23 სექტემბერს ყოველი ცოცხალი არსების განახლების დღეს უწოდებენ. ექსპერტების თქმით, ეს დღე საკმაოდ ხელსაყრელი იქნება ადამიანებისთვის. მთელი სამყარო ჰარმონიასა და ბალანსს მოისურვებს.

შემოდგომის ბუნიობა 23 სექტემბერს ასტრონომიული შემოდგომის დასაწყისია. ამ დღეს დღე-ღამის ნათელი და ბნელი დრო ერთმანეთს გაუტოლდება, ანუ დღისა და ღამის დრო გათანაბრდება, 23 სექტემბრის შემდეგ კი დღე კლებას დაიწყებს. შემდეგი დღეღამტოლობა, გაზაფხულის ბუნიობა უკვე 2024 წლის მარტში დადგება.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში შემოდგომის ბუნიობა დგება, ამ დღეს სამხრეთ ნახევარსფეროში გაზაფხულის ბუნიობას აღნიშნავენ.
ბუნიობა იმოქმედებს არა მხოლოდ ადამიანებზე, არამედ ბუნების ძალებზეც – იწყება ზამთრის პერიოდი და ბევრი მცენარე თუ ცხოველი ზამთრის ძილს მიეცემა.
მზის ამოსვლა დედამიწაზე ღია კოსმოსში - Sputnik საქართველო, 1920, 04.01.2019
პლანეტების ზემოქმედება ადამიანების ცხოვრებასა და ბედზე – ის, რაც უნდა ვიცოდეთ
ამ დღეს მზე სასწორის ნიშანში გადაინაცვლებს. როგორც ცნობილია, სასწორი ჰარმონიის, მუდმივობის, პრინციპების ერთგულებისა და თავშეკავებულობის ნიშანია.
ეს ენერგეტიკულად ძლიერი დღე შესანიშნავია იმისთვის, რომ მოვიწესრიგოთ ცხოვრება, მივხედოთ თვითგანვითარებას, ვიფიქროთ მომავალზე.
უძველეს დროში დღეღამტოლობას ზეიმობდნენ, ღმერთებს მადლობას სწირავდნენ კარგი მოსავლისთვის. არსებობდა ბაზრობისა და ლხინის ტრადიცია – მოწეული მოსავლის გაცვლა–გაყიდვა და მასობრივი ლხინი, ასევე სხვა ჩვეულებები.
თუ გინდათ, სურვილები აგისრულდეთ: ფერი-თილისმა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>
თანამედროვე სამყაროში ბუნიობას მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში აღნიშნავენ – ჩინეთში, კორეაში, იაპონიაში, ამერიკის ინდიელების ზოგიერთ ტომში.
მიიჩნევენ, რომ ამ დღეს კარგია სურვილის ჩათქმა – ბუნიობის ენერგია ამ სურვილის სწრაფად ასრულებაში დაგვეხმარება. ასევე შეიძლება სამომავლო გეგმების დაწყობა.
როგორი იქნება ბუნიობის დღე ზოდიაქოს ნიშნებისთვის:
მზე - Sputnik საქართველო, 1920, 26.02.2023
თქვენი მფარველი პლანეტა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და მისი გავლენა თქვენზე
ცეცხლის ნიშნები: ვერძი, ლომი, მშვილდოსანი
ცეცხლის სტიქიის ნიშნების წარმომადგენლებს მოგიწევთ პირადი ხასიათის პოტენციური სირთულეების გადაჭრა. ძირითადი აქცენტი რომანტიკულ ურთიერთობებზე გადავა. ასტროლოგები გირჩევენ, მოემზადოთ სხვაგან შესაძლო გადასვლისთვის, კომპრომისების მოძიებისთვის, მოულოდნელი შეხვედრებისა და ოჯახის გაფართოებისთვისაც კი.
მიწის ნიშნები: კურო, ქალწული, თხის რქა
შემოდგომის დღეღამტოლობა დიდი ხნის ოცნებას აგიხდენთ. თქვენი მისწრაფება სიმშვიდისა და სიმყუდროვის მიღწევა იქნება. გელოდებათ ენერგიის მოზღვავება და სირთულეების გადაწყვეტა, რომლებიც დიდი ხანია გაწუხებთ. ასტროლოგები გირჩევენ, გათავისუფლდეთ ძველი და უსარგებლო ნივთებისგან და ადგილი ახლისთვის მოამზადოთ.
დაცული ხართ თუ არა მაგიური ზეგავლენისგან ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>
ჰაერის ნიშნები: ტყუპი, სასწორი, მერწყული
გაქვთ მიზნების მიღწევის პოტენციალი და ამით შეგიძლიათ იამაყოთ კიდეც. მთავარია, შთაგონების მომენტი არ გაუშვათ ხელიდან, გამოიყენეთ ეს მომენტები შემოქმედებითი იდეების რეალიზაციისთვის. გამოიჩინეთ იუმორის გრძნობა და საზოგადოებას თქვენი დადებითი მხარე უჩვენეთ.
შეყვარებული ჭიამაიები - Sputnik საქართველო, 1920, 16.11.2022
ნივთები, რომლებიც წარმატებას იზიდავს: რა დატვირთვა აქვს წითელ კარს, ჭიამაიასა თუ სპილოს
წყლის ნიშნები: კირჩხიბი, მორიელი, თევზები
დიდი ალბათობაა იმისა, რომ ამ დღის სახლში გატარება მოგიწიოთ – შესაძლოა, თავი შეუძლოდ იგრძნოთ, დაღლილობა მოგეძალოთ. რეკომენდებულია დაისვენოთ მყუდრო გარემოში. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სწრაფად არ ღირს – აჯობებს ჯერ შეისვენოთ. არ გარისკოთ, მაგრამ ენდეთ ინტუიციას.
ყველა ახალი ამბავი
0