https://sputnik-georgia.com/20230922/------282550541.html
ბორჯომში ტურიზმის კუთხით მნიშვნელოვანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა
ბორჯომში ტურიზმის კუთხით მნიშვნელოვანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა
Sputnik საქართველო
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მთის ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა. 22.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-22T16:00+0400
2023-09-22T16:00+0400
2023-09-22T19:52+0400
საქართველო
საქართველოს რეგიონები
ტურიზმი საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/16/282547560_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_b08a7e47bcd9a5b1b571d1e65c222278.jpg
თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ მოლითამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა, ნათქვამია მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.აღნიშნული საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია პირველად განხორციელდა. განახლებული გზა ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტების კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს. პროექტის ფარგლებში გზის 2,2 კმ-იან მონაკვეთზე ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგო და გზის მიმდებარედ ბეტონის საყრდენი კედლები მოეწყო. „სოფელ ტაბაწყურს უდიდესი ტურისტული პოტენციალი გააჩნია, აქ არის ულამაზესი ტბა, რომელსაც ძალიან ბევრი ვიზიტორი სტუმრობს. განახლებული საგზაო ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას“, – განაცხადა ბორჯომის მერმა ოთარ არბოლიშვილმა.ტაბაწყურთან მისასვლელი, ახალქალაქი–ბორჯომის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია 2020 წელს დაიწყო და პირველ ეტაპზე სოფელ ბალანთისა და ჭიხარულის გზის რეაბილიტაცია განხორციელდა. რეგიონში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი მომავალ წელსაც განხორციელდება და ჯამში 12 კმ-მდე გზის მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება.გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მთის ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/16/282547560_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_725a2a506c630fd7c6a60a622b6b0b4b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს რეგიონები, ტურიზმი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს რეგიონები, ტურიზმი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
ბორჯომში ტურიზმის კუთხით მნიშვნელოვანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა
16:00 22.09.2023 (განახლებულია: 19:52 22.09.2023) გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მთის ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.
თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ მოლითამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა, ნათქვამია მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აღნიშნული საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია პირველად განხორციელდა. განახლებული გზა ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტების კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს. პროექტის ფარგლებში გზის 2,2 კმ-იან მონაკვეთზე ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგო და გზის მიმდებარედ ბეტონის საყრდენი კედლები მოეწყო.
„სოფელ ტაბაწყურს უდიდესი ტურისტული პოტენციალი გააჩნია, აქ არის ულამაზესი ტბა, რომელსაც ძალიან ბევრი ვიზიტორი სტუმრობს. განახლებული საგზაო ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას“, – განაცხადა ბორჯომის მერმა ოთარ არბოლიშვილმა.
ტაბაწყურთან მისასვლელი, ახალქალაქი–ბორჯომის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია 2020 წელს დაიწყო და პირველ ეტაპზე სოფელ ბალანთისა და ჭიხარულის გზის რეაბილიტაცია განხორციელდა. რეგიონში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი მომავალ წელსაც განხორციელდება და ჯამში 12 კმ-მდე გზის მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მთის ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.