https://sputnik-georgia.com/20230921/tmis-cvenis-sami-kvebiti-mizezi-282500415.html
თმის ცვენის სამი კვებითი მიზეზი: ბრიტანელი ექიმების რჩევა
თმის ცვენის სამი კვებითი მიზეზი: ბრიტანელი ექიმების რჩევა
Sputnik საქართველო
თბილისი, 21 სექტემბერი − Sputnik. თმის ცვენა, როგორც წესი, არ არის ხოლმე შეშფოთების მიზეზი, თუმცა გარკვეულ შემთხვევებში ეს შესაძლოა გარკვეული დაავადების... 21.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-21T17:00+0400
2023-09-21T17:00+0400
2023-09-21T19:43+0400
სასარგებლო რჩევები
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/15/282500244_0:63:1200:738_1920x0_80_0_0_5227ddae836bdea5ed4939cff0fad0bc.jpg
თბილისი, 21 სექტემბერი − Sputnik. თმის ცვენა, როგორც წესი, არ არის ხოლმე შეშფოთების მიზეზი, თუმცა გარკვეულ შემთხვევებში ეს შესაძლოა გარკვეული დაავადების ნიშანიც იყოს, იუწყება გამოცემა Daily Express ბრიტანეთის ჯანმრთელობის ეროვნულ სამსახურზე (NHS) დაყრდნობით.სპეციალისტების თქმით, თმის ცვენა შეიძლება იყოს დაბერების პროცესის ბუნებრივი ნაწილი — ამაში სანერვიულო არაფერია. თუმცა ის ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს ადამიანის სხვადასხვა მდგომარეობით: სტრესით, წონის კლებით ან, თუნდაც, რკინის დეფიციტით.ამასთან, ექიმების განმარტებით, არსებობს მთელი რიგი კვებითი ჩვევები, რომლებიც თმის ცვენას აძლიერებს.ესენია:გარდა ამისა, ირკვევა, რომ თმების ცვენა შეიძლება დაიწყოს მაშინაც, როდესაც ადამიანი ხშირად იკლებს და იმატებს წონაში.არ გამოტოვოთ: თმის ცვენის მკურნალობა ავოკადოს ზეთით - ბრიტანელი მეცნიერების მეთოდი >>ამასთან ერთად გამოცემა წერს, რომ დიდ ბრიტანეთში არსებობს მამაკაცებში გამელოტების საწინააღმდეგო ეფექტური მეთოდები, რაც „ფინასტერიდითა“ და „მინოქსიდილით“ მკურნალობას გულისხმობს. აღინიშნება, რომ „მინოქსიდილი“ ასევე გამოიყენება ქალებში სიმელოტის სამკურნალოდ, ხოლო „ფინასტერიდის“ მიღება მათთვის დაუშვებელია.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/15/282500244_67:0:1134:800_1920x0_80_0_0_26a4db87014a9131498e655b97dabced.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები
თბილისი, 21 სექტემბერი − Sputnik. თმის ცვენა, როგორც წესი, არ არის ხოლმე შეშფოთების მიზეზი, თუმცა გარკვეულ შემთხვევებში ეს შესაძლოა გარკვეული დაავადების ნიშანიც იყოს, იუწყება გამოცემა
Daily Express ბრიტანეთის ჯანმრთელობის ეროვნულ სამსახურზე (NHS) დაყრდნობით.
სპეციალისტების თქმით, თმის ცვენა შეიძლება იყოს დაბერების პროცესის ბუნებრივი ნაწილი — ამაში სანერვიულო არაფერია. თუმცა ის ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს ადამიანის სხვადასხვა მდგომარეობით: სტრესით, წონის კლებით ან, თუნდაც, რკინის დეფიციტით.
ამასთან, ექიმების განმარტებით, არსებობს მთელი რიგი კვებითი ჩვევები, რომლებიც თმის ცვენას აძლიერებს.
ცილის შემცველი პროდუქტების სიმცირე რაციონში (ოსპი, ისპანახი, ლობიო, ტოფუ...)
ვიტამინ A-ს ჭარბი რაოდენობა (რომლის ნორმალური დონე ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის)
კალციუმის დეფიციტი (რაც ასევე მოქმედებს ფრჩხილების მდგომარეობაზე).
გარდა ამისა, ირკვევა, რომ თმების ცვენა შეიძლება დაიწყოს მაშინაც, როდესაც ადამიანი ხშირად იკლებს და იმატებს წონაში.
ამასთან ერთად გამოცემა წერს, რომ დიდ ბრიტანეთში არსებობს მამაკაცებში გამელოტების საწინააღმდეგო ეფექტური მეთოდები, რაც „ფინასტერიდითა“ და „მინოქსიდილით“ მკურნალობას გულისხმობს. აღინიშნება, რომ „მინოქსიდილი“ ასევე გამოიყენება ქალებში სიმელოტის სამკურნალოდ, ხოლო „ფინასტერიდის“ მიღება მათთვის დაუშვებელია.