ქართულორნამენტებიანი სამკაულები და ნაკეთობა, რომელსაც ვერ შეელევი

© courtesy of Tata Gogrichianiტატა გოგრიჭიანი
ტატა გოგრიჭიანი - Sputnik საქართველო, 1920, 21.09.2023
გამოწერა
ტატა გოგრიჭიანის აზრით, ყველაზე ლამაზი სამკაული მისი ორი ქალიშვილია.
ტიხრული მინანქრის საოცარი საავტორო სამკაულების დამზადება 18 წლიდან დაიწყო. ამ სფეროში მუშაობა იმდენად რთულია, რომ ადრე აქ მხოლოდ მამაკაცები საქმიანობდნენ. თუმცა ტატა გოგრიჭიანისთვის ეს სირთულე საინტერესო შემოქმედებითი პროცესის თანმდევი აღმოჩნდა, ამდენად საქმიანობის დროს რაიმე შიში ან ეჭვი არასოდეს გასჩენია. ყოფილა შემთხვევა, რომ ერთ ღამეში 30 ნივთი გაუკეთებია.
© courtesy of Tata Gogrichianiტატა გოგრიჭიანის შემოქმედება
ტატა გოგრიჭიანის შემოქმედება - Sputnik საქართველო, 1920, 21.09.2023
ტატა გოგრიჭიანის შემოქმედება
- ქალბატონო ტატა, ვიცი, რომ თავიდან პროფესიად ფსიქოლოგობა აირჩიეთ...
- როცა უმაღლესში ჩაბარების დრო მოვიდა, ბევრი არ მიფიქრია სად ჩამებარებინა. თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ფსიქოლოგობა, სამწუხაროდ, არ გამომივიდა. ორი წელი ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრ „ნდობის“ ცხელ ხაზზე ვიმუშავე. ესაა ერთადერთი შემთხვევა, როცა ჩემი პროფესიით ვიყავი დასაქმებული.
© courtesy of Tata Gogrichianiტატა გოგრიჭიანის შემოქმედება
ტატა გოგრიჭიანის შემოქმედება - Sputnik საქართველო, 1920, 21.09.2023
ტატა გოგრიჭიანის შემოქმედება
- ტიხრული მინანქრის სფეროში როდის გადაინაცვლეთ?
- ბისერებით რაღაცების კეთება და ქარგვა ბავშვობიდან მიყვარდა, ხატვასაც ვცდილობდი. ერთხელ დედამ მირჩია, რომ მივსულიყავი მის თანამშრომელთან ლიკო ჩიხლაძესთან, რომელიც ტიხრულ მინანქარზე მუშაობს. მაშინ ტიხრული მინანქარი არც კი ვიცოდი რა იყო. როცა მითხრა, დამაინტერესა, ლიკოსთან მალევე მივედი და შევისწავლე. ჩემი სამკაულებისთვის ძალიან მიყვარს კვარცის სახეობები, პირველ რიგში, ამეთვისტო, რომელსაც ხშირად ვიყენებ, ასევე ძალიან მიყვარს აქატი, ავანტურინი, მთის ბროლი.
© courtesy of Tata Gogrichianiტატა გოგრიჭიანის შემოქმედება
ტატა გოგრიჭიანის შემოქმედება - Sputnik საქართველო, 1920, 21.09.2023
ტატა გოგრიჭიანის შემოქმედება
- ძირითადად რა მოთხოვნებს გიყენებენ დამკვეთები?
- ისინი ხან წარწერებს მთხოვენ, ხან უბრალოდ აბსტრაქციას, ზოგჯერ კონკრეტულად ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნის გამოსახვას. მახსოვს სურდათ, რომ გამომესახა სვანური კოშკები, დასარტყამი ინსტრუმენტები და ა.შ. ხშირად, როცა სამუშაოდ ვჯდები, გონებაში რა აზრიც მიჩნდება, თავისით იხატება, ანუ მას ხელიც „მიჰყვება“ და ჩანაფიქრიც გამოდის. თუმცა ისეც ხდება, ზოგჯერ ერთს ჩაიფიქრებ და რეალურად სულ სხვა რამეს იღებ. დამკვეთების უმეტესობა მაინც ჩემ გემოვნებას ენდობა, რაც ძალიან მახარებს.
© courtesy of Tata Gogrichianiტატა გოგრიჭიანის შემოქმედება
ტატა გოგრიჭიანის შემოქმედება - Sputnik საქართველო, 1920, 21.09.2023
ტატა გოგრიჭიანის შემოქმედება
- უცხოელებს როგორი სამკაულები მოსწონთ?
- თქვენ წარმოიდგინეთ, უცხოელებს ქართულორნამენტებიანი სამკაულები მოსწონთ. მათ „არტ-გენის“ ფესტივალისთვის ვამზადებ ხოლმე, რადგან იქ უფრო არის მასზე მოთხოვნა. ადრე მამაკაცებისთვის ხშირად ვამზადებდი პერანგის საკინძეებს, ჯვრებს, სამაჯურებს, მედალიონებს.
© courtesy of Tata Gogrichianiტატა გოგრიჭიანის შემოქმედება
ტატა გოგრიჭიანის შემოქმედება - Sputnik საქართველო, 1920, 21.09.2023
ტატა გოგრიჭიანის შემოქმედება
- რთულ საქმეს შეეჭიდეთ და რა გიადვილებთ მუშაობას?
- რთულია, რადგან ბევრ დროს, ენერგიას და ნერვებს მოითხოვს. ყოფილა შემთხვევა, როცა მთელი ღამე ერთი ნივთის გაკეთებაში გავათენე. რამე ახალზე რომ ვმუშაობ, აზრს ჯერ ჩემს შვილებს ვეკითხები. ბედნიერებასაც მანიჭებს ის, რომ პატარებს ჩემი ყველა ნაკეთობა მოსწონთ.
© courtesy of Tata Gogrichianiტატა გოგრიჭიანი შვილებთან ერთად
ტატა გოგრიჭიანი შვილებთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 21.09.2023
ტატა გოგრიჭიანი შვილებთან ერთად
- რომელიმე სამკაულის ისტორიას ხომ ვერ გაიხსენებთ?
- ერთხელ განსხვავებული სტილის საყურე დავამზადე. მალე დედამ გარკვეული თანხა მომიტანა და მითხრა, რომ ეს საყურე მისმა ახლობელმა შეიძინა. გამიხარდა, მაგრამ ცოტა გულიც დამწყდა. თან გავიფიქრე, არა უშავს, ასეთს ისევ გავაკეთებ–მეთქი. მეორე დღეს დედა მოვიდა და გამომიტყდა, რომ ის ნამუშევარი ჩემთვის შეიძინა, რათა აღარ გამეყიდა. ამ ამბის მერე იმ საყურეს ცხოვრებაში არასდროს გავყიდი...
ნინო მამულაშვილი
ყველა ახალი ამბავი
0