https://sputnik-georgia.com/20230921/ruseti-nato-samxedro-wvrtnebi-282478531.html
მოსკოვში მიაჩნიათ, რომ ნატო წვრთნებზე რუსეთის საწინააღმდეგო ქმედებებს ამუშავებს
მოსკოვში მიაჩნიათ, რომ ნატო წვრთნებზე რუსეთის საწინააღმდეგო ქმედებებს ამუშავებს
Sputnik საქართველო
თბილისი, 21 სექტემბერი − Sputnik. ნატო არ მალავს, რომ წვრთნებზე რუსეთის მხრიდან თავდასხმის საწინააღმდეგო ქმედებებს ამუშავებს, განუცხადეს „რია ნოვოსტის“ რუსეთის... 21.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-21T10:37+0400
2023-09-21T10:37+0400
2023-09-21T15:50+0400
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
რუსეთი
ნატო
სამხედრო წვრთნები
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/04/264980765_0:0:3305:1859_1920x0_80_0_0_79ae5cd3a18e113969ed27304b077179.jpg
თბილისი, 21 სექტემბერი − Sputnik. ნატო არ მალავს, რომ წვრთნებზე რუსეთის მხრიდან თავდასხმის საწინააღმდეგო ქმედებებს ამუშავებს, განუცხადეს „რია ნოვოსტის“ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.როგორც საგარეო უწყებაში ამბობენ, ბოლო ათწლეულების განმავლობაში ნატო მუდმივად ზრდის წვრთნების მასშტაბებს, რომლებიც სულ უფრო „პროვოკაციული და აგრესიული ხასიათის“ ხდება, ამასთან, მიზანმიმართულად ტარდება ძირითადად რუსეთის საზღვრებთან ახლოს. გარდა ამისა, უწყებაში ხაზს უსვამენ, რომ სწავლებებზე ყოველწლიურად იზრდება პირადი შემადგენლობისა და სამხედრო ტექნიკის რაოდენობა. რუს დიპლომატებს მიაჩნიათ, რომ ამ გზით გეგმიურად მუშავდება ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-5 მუხლით გათვალისწინებული მოქმედებები კოლექტიური თავდაცვის შესახებ.მათი თქმით, საუბარია ნატოს ძალების გამოყენების „რეალისტურ სცენარებზე".როგორც უწყებაში აღნიშნეს, რუსეთი რეგულარულად სთავაზობდა ალიანსს სხვადასხვა ინიციატივებს დეესკალაციის შესახებ, მოუწოდებდა, უარი ეთქვა პროვოკაციულ ნაბიჯებზე, ხოლო საკუთარი წვრთნები ნებაყოფლობით გადაჰქონდა ქვეყნის სიღრმეში.მანამდე კრემლში განაცხადეს, რომ ალიანსის შემდგომი გაფართოება ევროპას მეტ უსაფრთხოებას არ მოუტანს. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებდა, მზად იყო თანასწორობაზე დაფუძნებული დიალოგისთვის, იმ პირობით, თუ „დასავლეთი უარს იტყოდა კონტინენტის მილიტარიზაციის კურსზე“.არსებული ინფორმაციით, ნატოს სწავლება Steadfast Defender, რომელიც, სავარაუდოდ, 2024 წლის გაზაფხულზე დაიწყება, რამდენიმე ევროპული ქვეყნის ტერიტორიას მოიცავს და მასში 40 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/04/264980765_250:0:2981:2048_1920x0_80_0_0_934f295c0402cdb72182ade893953662.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, რუსეთი, ნატო , სამხედრო წვრთნები, პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, რუსეთი, ნატო , სამხედრო წვრთნები, პოლიტიკა
თბილისი, 21 სექტემბერი − Sputnik. ნატო არ მალავს, რომ წვრთნებზე რუსეთის მხრიდან თავდასხმის საწინააღმდეგო ქმედებებს ამუშავებს, განუცხადეს „რია ნოვოსტის“ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
როგორც საგარეო უწყებაში ამბობენ, ბოლო ათწლეულების განმავლობაში ნატო მუდმივად ზრდის წვრთნების მასშტაბებს, რომლებიც სულ უფრო „პროვოკაციული და აგრესიული ხასიათის“ ხდება, ამასთან, მიზანმიმართულად ტარდება ძირითადად რუსეთის საზღვრებთან ახლოს. გარდა ამისა, უწყებაში ხაზს უსვამენ, რომ სწავლებებზე ყოველწლიურად იზრდება პირადი შემადგენლობისა და სამხედრო ტექნიკის რაოდენობა. რუს დიპლომატებს მიაჩნიათ, რომ ამ გზით გეგმიურად მუშავდება ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-5 მუხლით გათვალისწინებული მოქმედებები კოლექტიური თავდაცვის შესახებ.
„ამავდროულად, თუ ადრე ალიანსის მსგავსი მანევრების ლეგენდებში საუბარი იყო აღმოსავლეთში რომელიღაც „წარმოსახვით“ მოწინააღმდეგეზე, ახლა ნატოელები არ მალავენ: ისინი სწორედ რუსეთის მხრიდან თავდასხმის საწინააღმდეგო მოქმედებებს ამუშავებენ“, − აღნიშნეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
მათი თქმით, საუბარია ნატოს ძალების გამოყენების „რეალისტურ სცენარებზე".
როგორც უწყებაში აღნიშნეს, რუსეთი რეგულარულად სთავაზობდა ალიანსს სხვადასხვა ინიციატივებს დეესკალაციის შესახებ, მოუწოდებდა, უარი ეთქვა პროვოკაციულ ნაბიჯებზე, ხოლო საკუთარი წვრთნები ნებაყოფლობით გადაჰქონდა ქვეყნის სიღრმეში.
„პასუხად ნატოელებმა, აცხადებდნენ რა, რომ ჩვენს ქვეყანასთან კონფრონტაციას არ ეძებენ, სინამდვილეში ძალის დემონსტრირება განაგრძეს ჩვენს ზღურბლთან“, − მიაჩნიათ რუს დიპლომატებს.
მანამდე კრემლში განაცხადეს, რომ ალიანსის შემდგომი გაფართოება ევროპას მეტ უსაფრთხოებას არ მოუტანს. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებდა, მზად იყო თანასწორობაზე დაფუძნებული დიალოგისთვის, იმ პირობით, თუ „დასავლეთი უარს იტყოდა კონტინენტის მილიტარიზაციის კურსზე“.
არსებული ინფორმაციით, ნატოს სწავლება Steadfast Defender, რომელიც, სავარაუდოდ, 2024 წლის გაზაფხულზე დაიწყება, რამდენიმე ევროპული ქვეყნის ტერიტორიას მოიცავს და მასში 40 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას.