GWP: თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყლის მიწოდება შეუწყდება
13:25 21.09.2023 (განახლებულია: 16:46 25.10.2023)
© Georgian Water and Power - GWP LTD

© Georgian Water and Power - GWP LTD
გამოწერა
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას კომპანია აბონენტებს წინასწარ SMS-შეტყობინების სახით უგზავნის.
თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. თბილისში, დიდუბის რაიონის მოსახლეობას 22 სექტემბრის 11:00 საათიდან 23 სექტემბრის 15:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება, ნათქვამია კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" (GWP) მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კომპანიის ინფორმაციით, GWP 22 სექტემბერს წერეთლის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში წყალმომარაგების ახალ ქსელზე აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს. ამასთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც წყალმომარაგება შეეზღუდება:
დიდუბის რაიონში: წერეთლის გამზირს, მირცხულავას, წყალტუბოს, სამტრედიის, სტანისლავსკის, ბაქრაძის, გოგოლაურის, ვანის, კედიას, კერესელიძის, გვეტაძის, ფიფიების, ევდოშვილის, ყიფიანის, ფოთის, გორის, ბათუმის, ბაგრატიონის, ქუთაისის, მეტრეველის, ქურდიანის, ცაბაძის, კოსმონავტების, სანაპიროს, აგლაძის, დგებუაძის, ხოშარაულის, გუდაუთის, გაფრინდაულის, იშხნელების, მაიაკოვსკის, ერისთავის, ზუგდიდის, სოხუმის, იამანიძის და მექანიზაციის ქუჩებს. თევდორე მღვდლის ქუჩის N13-57 და N16-48, რობაქიძის ქუჩის N7, მარშალ გელოვანის ქუჩის N35,52.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.