https://sputnik-georgia.com/20230921/fasiniani-gadadgomas-arapirebs-282480392.html
სომხური მედია: ფაშინიანი გადადგომას არ აპირებს
სომხური მედია: ფაშინიანი გადადგომას არ აპირებს
Sputnik საქართველო
თბილისი, 21 სექტემბერი − Sputnik. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი არცერთ შემთხვევაში არ აპირებს თანამდებობიდან გადადგომას, რის შესახებაც მან... 21.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-21T11:33+0400
2023-09-21T11:33+0400
2023-09-21T15:57+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
კავკასია
სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი
პოლიტიკა
ვითარება ყარაბაღში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/12/274047284_0:166:1600:1067_1920x0_80_0_0_ba83003ced388aaaaf571a780303bde2.jpg
თბილისი, 21 სექტემბერი − Sputnik. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი არცერთ შემთხვევაში არ აპირებს თანამდებობიდან გადადგომას, რის შესახებაც მან ახლობლების გარემოცვაში განაცხადა, წერს გაზეთი გრაპარაკი.„გრაპარაკის“ ინფორმაციით, სწორედ პრემიერის ამ განცხადების შემდეგ გადავიდნენ ძალოვნები მოედანზე შეკრებილი ადამიანების მიმართ უფრო მკაცრი ზომების გამოყენებაზე.ერევანში მასობრივი საპროტესტო აქციები 19 სექტემბერს დაიწყო, მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა ყარაბაღში „ლოკალური ხასიათის ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების თაობაზე განაცხადა. სომხეთის მოქალაქეებმა პრემიერ-მინისტრი ღალატში დაადანაშაულეს და მისი გადადგომა მოითხოვეს.გუშინ ბაქო და სტეპანაკერტი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, რაშიც, გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის სამშვიდობო ძალებმა შეასრულეს შუამავლის როლი. შეთანხმების პირობებს შორის არის სომხური დაჯგუფებების განიარაღება და მძიმე ტექნიკის გაყვანა.ამ წუთებში ყარაბაღის წარმომადგენლები ევლახში ხვდებიან აზერბაიჯანის დელეგაციას, რომელსაც, სავარაუდოდ, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევიც დაესწრება.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/12/274047284_130:169:1327:1067_1920x0_80_0_0_b2c68ea6159832b6a5de7c6b46022f4e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, კავკასია, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი, პოლიტიკა, ვითარება ყარაბაღში
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, კავკასია, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი, პოლიტიკა, ვითარება ყარაბაღში
თბილისი, 21 სექტემბერი − Sputnik. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი არცერთ შემთხვევაში არ აპირებს თანამდებობიდან გადადგომას, რის შესახებაც მან ახლობლების გარემოცვაში განაცხადა, წერს გაზეთი
გრაპარაკი.
„როდესაც ათასობით მოქალაქე რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქციას აწყობდა და ფაშინიანის გადადგომას მოითხოვდა, ნიკოლ ფაშინიანმა პარტია „სამოქალაქო ხელშეკრულების" წარმომადგენელთა ვიწრო წრე შეკრიბა <... > მან ირიბად მიანიშნა თავის გუნდს, რომ ხელისუფლებას არავითარ შემთხვევაში არ დათმობს და ნებისმიერ ფასად შეინარჩუნებს მას", − წერს გამოცემა.
„გრაპარაკის“ ინფორმაციით, სწორედ პრემიერის ამ განცხადების შემდეგ გადავიდნენ ძალოვნები მოედანზე შეკრებილი ადამიანების მიმართ უფრო მკაცრი ზომების გამოყენებაზე.
ერევანში მასობრივი საპროტესტო აქციები 19 სექტემბერს დაიწყო, მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა ყარაბაღში „ლოკალური ხასიათის ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების თაობაზე განაცხადა. სომხეთის მოქალაქეებმა პრემიერ-მინისტრი ღალატში დაადანაშაულეს და მისი გადადგომა მოითხოვეს.
გუშინ ბაქო და სტეპანაკერტი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, რაშიც, გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის სამშვიდობო ძალებმა შეასრულეს შუამავლის როლი. შეთანხმების პირობებს შორის არის სომხური დაჯგუფებების განიარაღება და მძიმე ტექნიკის გაყვანა.
ამ წუთებში ყარაბაღის წარმომადგენლები ევლახში ხვდებიან აზერბაიჯანის დელეგაციას, რომელსაც, სავარაუდოდ, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევიც დაესწრება.