ვინ და რამდენ ინვესტიციას ახორციელებს საქართველოში?

გამოწერა
საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წლის მეორე კვარტალში, წინასწარი მონაცემებით, 505,7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის შესაბამისი პერიოდის დაზუსტებულ მონაცემებზე 29,9%-ით მეტია
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" ინფორმაციით, 2023 წლის მეორე კვარტალში საქართველოში ინვესტიციებისთვის ყველაზე პოპულარული სექტორები იყო ფინანსური და სადაზღვევო საქმიანობა, ენერგეტიკა, გადამამუშავებელი მრეწველობა, ვაჭრობა და უძრავი ქონება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის ზრდა იმაზე მეტყველებს, რომ ინვესტორები ენდობიან ქვეყანაში შექმნილ სტაბილურ, მდგრად და პროგნოზირებად გარემოს, რომელიც ქვეყანაშიმთავრობის სწორი პოლიტიკის წყალობით შეიქმნა.
ყველა ახალი ამბავი
0