https://sputnik-georgia.com/20230921/------282531884.html
ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე დოლარები გაყიდა
ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე დოლარები გაყიდა
Sputnik საქართველო
მიმდინარე კვირის დასაწყისიდან ლარი 1,6%-ით გაუფასურდა. 21.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-21T19:37+0400
2023-09-21T19:37+0400
2023-09-21T21:08+0400
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0d/250027242_0:130:3181:1919_1920x0_80_0_0_41a536e5024a31ed168cda3629145d90.jpg
თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ხუთშაბათს სავალუტო აუქციონი ჩაატარა, რომლის შედეგადაც ლარის საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა დოლარის მიმართ 2,6884 GEL/$1 შეადგინა. რეგულატორმა აუქციონზე გასაყიდად 50 მლნ აშშ დოლარი გაიტანა, თუმცა მხოლოდ 37,15 მლნ დოლარი გაიყიდა.ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონი ოთხშაბათს, 20 სექტემბერსაც ჩაატარა და 20 მლნ დოლარი გაყიდა, ლარის საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა კი 2,6841 GEL/$1 შეადგინა.სამი ვიცე-პრეზიდენტისა და პრეზიდენტის მრჩევლის მიერ თანამდებობის დატოვების გამო ეროვნული ბანკის ირგვლივ აგორებულმა სკანდალმა, რომელსაც საფუძვლად დაედო აშშ-ის სანქციების ქვეშ მოხვედრილი ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ანგარიშების გაყინვის გადაწყვეტილების გაუქმება, საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვია. მოსახლეობა ლარის გაუფასურებას და მთლიანად ქვეყნის საბანკო სისტემის ჩამოშლას შიშობს. ოპოზიციის ნაწილმა დევალვაციის საშიშროებაზე დაიწყო საუბარი, როგორც ეს იყო 1990-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ეროვნული ვალუტა კუპონი იყო.მიმდინარე კვირის დასაწყისიდან ლარი 1,6%-ით გაუფასურდა. ეროვნულმა ბანკმა ორშაბათს ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,6333 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა, სამშაბათს – 2,6360 GEL/$1, ოთხშაბათს – 2,6412 GEL/$1, ხუთშაბათს – 2,6750 GEL/$1 ნიშნულზე.დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით განისაზღვრება. 2021 წლის 1 თებერვლიდან ქართული სავალუტო ბაზარი მთლიანად Bmatch Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობაზე გადავიდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0d/250027242_224:0:2955:2048_1920x0_80_0_0_f8613f962d98ba1356a094c071170302.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე დოლარები გაყიდა
19:37 21.09.2023 (განახლებულია: 21:08 21.09.2023) მიმდინარე კვირის დასაწყისიდან ლარი 1,6%-ით გაუფასურდა.
თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ხუთშაბათს სავალუტო აუქციონი ჩაატარა, რომლის შედეგადაც ლარის საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა დოლარის მიმართ 2,6884 GEL/$1 შეადგინა. რეგულატორმა აუქციონზე გასაყიდად 50 მლნ აშშ დოლარი გაიტანა, თუმცა მხოლოდ 37,15 მლნ დოლარი გაიყიდა.
ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონი ოთხშაბათს, 20 სექტემბერსაც ჩაატარა და 20 მლნ დოლარი გაყიდა, ლარის საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა კი 2,6841 GEL/$1 შეადგინა.
სამი ვიცე-პრეზიდენტისა და პრეზიდენტის მრჩევლის მიერ თანამდებობის დატოვების გამო ეროვნული ბანკის ირგვლივ აგორებულმა სკანდალმა, რომელსაც საფუძვლად დაედო აშშ-ის სანქციების ქვეშ მოხვედრილი ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ანგარიშების გაყინვის გადაწყვეტილების გაუქმება, საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვია. მოსახლეობა ლარის გაუფასურებას და მთლიანად ქვეყნის საბანკო სისტემის ჩამოშლას შიშობს. ოპოზიციის ნაწილმა დევალვაციის საშიშროებაზე დაიწყო საუბარი, როგორც ეს იყო 1990-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ეროვნული ვალუტა კუპონი იყო.
მიმდინარე კვირის დასაწყისიდან ლარი 1,6%-ით გაუფასურდა. ეროვნულმა ბანკმა ორშაბათს ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,6333 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა, სამშაბათს – 2,6360 GEL/$1, ოთხშაბათს – 2,6412 GEL/$1, ხუთშაბათს – 2,6750 GEL/$1 ნიშნულზე.
დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით განისაზღვრება. 2021 წლის 1 თებერვლიდან ქართული სავალუტო ბაზარი მთლიანად Bmatch Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობაზე გადავიდა.