https://sputnik-georgia.com/20230921/-------282530515.html
ილია მეორემ მორწმუნეებს ღვთისმშობლის შობის დღესასწაული მიულოცა
ილია მეორემ მორწმუნეებს ღვთისმშობლის შობის დღესასწაული მიულოცა
Sputnik საქართველო
მართლმადიდებლურ ეკლესიაში ღვთისმშობლის შობის დღიდან იწყება თორმეტთაგანი უძრავი საუფლო დღესასწაულების წლიური ციკლი. 21.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-21T19:15+0400
2023-09-21T19:15+0400
2023-09-21T21:06+0400
საქართველო
საქართველოს საპატრიარქო
რელიგია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/14/263748752_0:440:1685:1388_1920x0_80_0_0_d4fc449f39d8796245c1ae31f39dc135.jpg
თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მოსახლეობას ღვთისმშობლის შობის დღესასწაული მიულოცა.თავის მიმართვაში პატრიარქმა ამ დღესასწაულს უწოდა სიხარულის, იმედისა და ღმერთთან დარღვეული მშვიდობის აღდგენის დასაწყისის დღე.სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვას ესწრებოდნენ ბერი ანდრიას ფონდის შვილობილები, რომლებიც, პატრიაქრქის თქმით, მართალია, ამ სენით არიან დაავადებული, მაგრამ იმედით უყურებენ მომავალს, რადგან მზრუნველთა ღვაწლით ღვთის სასოება აქვთ და იციან, რომ დაავადებულ ყმაწვილთა დიდმა ნაწილმა დაამარცხა სიმსივნე და გამოჯანმრთელდა.შობა ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამისა ერთ-ერთია მართლმადიდებლური საეკლესიო კალენდრის 12 მთავარ დღესასწაულს შორის.ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობა, როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის დღესასწაული, ჯერ კიდევ მეექვსე საუკუნეში დადგინდა.ბიზანტიაში ღვთისმშობლის შობის დღე ოფიციალურ დღესასწაულად, ყველაზე მეტად გავრცელებული ვერსიით, იმპერატორ მავრიკიუსის მმართველობის პერიოდში, VI–VII საუკუნეების მიჯნაზე დადგინდა. თუმცა პირველად იგი ნახსენებია V საუკუნის ძეგლებში.მართლმადიდებლურ ეკლესიაში ღვთისმშობლის შობის დღიდან იწყება თორმეტთაგანი უძრავი საუფლო დღესასწაულების წლიური ციკლი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/14/263748752_226:467:1455:1388_1920x0_80_0_0_33a76e9b2307ddcf577060de77e33dc6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს საპატრიარქო, რელიგია, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს საპატრიარქო, რელიგია, საზოგადოება, ახალი ამბები
ილია მეორემ მორწმუნეებს ღვთისმშობლის შობის დღესასწაული მიულოცა
19:15 21.09.2023 (განახლებულია: 21:06 21.09.2023) მართლმადიდებლურ ეკლესიაში ღვთისმშობლის შობის დღიდან იწყება თორმეტთაგანი უძრავი საუფლო დღესასწაულების წლიური ციკლი.
თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მოსახლეობას ღვთისმშობლის შობის დღესასწაული მიულოცა.
თავის მიმართვაში პატრიარქმა ამ დღესასწაულს უწოდა სიხარულის, იმედისა და ღმერთთან დარღვეული მშვიდობის აღდგენის დასაწყისის დღე.
„შევთხოვ უფალს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, დალოცოს ჩვენი ქვეყანა და თითოეული თქვენგანი. განსაკუთრებით კი ყველა ის მოზარდი, ვინც ონკოლოგიურ დაავადებას ებრძვის, რადგან, როგორც ცნობილია, სექტემბერი ბავშვთა კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო თვეა“, – ნათქვამია მილოცვის ტექტსში.
სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვას ესწრებოდნენ ბერი ანდრიას ფონდის შვილობილები, რომლებიც, პატრიაქრქის თქმით, მართალია, ამ სენით არიან დაავადებული, მაგრამ იმედით უყურებენ მომავალს, რადგან მზრუნველთა ღვაწლით ღვთის სასოება აქვთ და იციან, რომ დაავადებულ ყმაწვილთა დიდმა ნაწილმა დაამარცხა სიმსივნე და გამოჯანმრთელდა.
შობა ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამისა ერთ-ერთია მართლმადიდებლური საეკლესიო კალენდრის 12 მთავარ დღესასწაულს შორის.
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობა, როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის დღესასწაული, ჯერ კიდევ მეექვსე საუკუნეში დადგინდა.
ბიზანტიაში ღვთისმშობლის შობის დღე ოფიციალურ დღესასწაულად, ყველაზე მეტად გავრცელებული ვერსიით, იმპერატორ მავრიკიუსის მმართველობის პერიოდში, VI–VII საუკუნეების მიჯნაზე დადგინდა. თუმცა პირველად იგი ნახსენებია V საუკუნის ძეგლებში.
მართლმადიდებლურ ეკლესიაში ღვთისმშობლის შობის დღიდან იწყება თორმეტთაგანი უძრავი საუფლო დღესასწაულების წლიური ციკლი.