https://sputnik-georgia.com/20230921/---------282481156.html
„ზეწოლის კლასიკური მაგალითი" - ნათია თურნავა პრეზიდენტ ზურაბიშვილის მოწოდებაზე
„ზეწოლის კლასიკური მაგალითი" - ნათია თურნავა პრეზიდენტ ზურაბიშვილის მოწოდებაზე
Sputnik საქართველო
ნათია თურნავა აცხადებს, რომ ყველა გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებს. 21.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-21T12:00+0400
2023-09-21T12:00+0400
2023-09-21T16:20+0400
საქართველო
პოლიტიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი
ოთარ ფარცხალაძე
ქართული ოცნება
საქართველოს პრეზიდენტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/16/278856239_0:262:1156:912_1920x0_80_0_0_568adec904a22a04a0a3eae4ab0d2c74.jpg
თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მოწოდება გადადგომის შესახებ არის ზეწოლის კლასიკური მაგალითი და ეროვნული ბანკის მუშაობაში ჩარევის მცდელობა, განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ. ზურაბიშვილმა თურნავას გადადგომისკენ მოუწოდა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების გამო, რომელმაც გააუქმა ქვეყნის ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ანგარიშების გაყინვის გადაწყვეტილება, რომელიც აშშ-ის სანქციების სიაში მოხვდა. შედეგად, ოთხშაბათს თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო რეგულატორის სამმა ვიცე-პრეზიდენტმა, აგრეთვე პრეზიდენტის მრჩეველმა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, ფარცხალაძე რუს-ქართველი ოლიგარქია, რომელიც რუსეთის „დამღუპველ გავლენას" ავრცელებდა საქართველოზე. როგორც მან აღნიშნა, იგი ყველა გადაწყვეტილებას თავად, სხვისი ზეწოლის გარეშე, დამოუკიდებლად იღებს. მანამდე პრეზიდენტმა პირდაპირ დაადანაშაულა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეროვნული ბანკის მისამართით მუქარაში. ზურაბიშვილის თქმით, მისთვის კიდევ უფრო მიუღებელი იყო, რომ თურნავა „ქართული ოცნების" თავმჯდომარის ამ მუქარას დაემორჩილა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფარცხალაძეს აქტივებზე და ფინანსურ ოპერაციებზე ხელმისაწვდომობა აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების გამო 18 სექტემბერს შეუზღუდა. ეროვნულ ბანკში აღნიშნული გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ საქართველოს ფინანსური სექტორი საერთაშორისო მოთხოვნების სრულ შესაბამისობაში მუშაობს. მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში" რეგულატორს უდანაშაულობის პრეზუმფცია შეახსენეს და მოუწოდეს, დაელოდონ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოძიებას. კობახიძე: ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გადადგომისკენ მოწოდება ზეწოლაა პრეზიდენტის მხრიდან>>>ეროვნულმა ბანკმა უკვე 19 სექტემბერს შეცვალა საერთაშორისო სანქციების რეჟიმის რეალიზაციის წესი იმ შემთხვევებისთვის, როდესაც საუბარია საქართველოს მოქალაქეებზე. სანქციები გამოყენებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ქართულმა სასამართლომ უკვე გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი. ამით ეროვნულმა ბანკმა შეცვალა ერთი დღით ადრე მიღებული თავისივე გადაწყვეტილება საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ანგარიშების გაყინვის შესახებ სანქციების სიაში მოხვედრის გამო. კობახიძის თქმით, რეგულატორის გადაწყვეტილებაზე არანაირი ზეწოლა არ ყოფილა, მხოლოდ სამართლებრივად შეფასდა ეროვნული ბანკის პირველი გადაწყვეტილება, რომელიც ამ სამართლებრივი კუთხით გაიაზრეს. მანამდე კობახიძემ განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის თავდაპირველი გადაწყვეტილება ფარცხალაძესთან დაკავშირებით ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ადამიანის უფლებების ევროპულ კონვენციას, სადაც ნათქვამია უდანაშაულობის პრეზუმფციის შესახებ, რადგან იყო დანიშნული სამართლებრივი სასჯელი კონკრეტული პირის მიმართ, თუმცა მისთვის შესაბამისი განაჩენი არ გამოუტანიათ. სანქციები ფარცხალაძის წინააღმდეგ 2023 წლის 14 სექტემბერს შეერთებულმა შტატებმა გააფართოვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია, რომელშიც მოხვდა 150-ზე მეტი კომპანია და კერძო პირი, მათ შორის – ფარცხალაძე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ფარცხალაძე ქართველი-რუსი ოლიგარქია, რომელიც საქმიანობდა ან საქმიანობს რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სანქციები დაწესებულია ფარცხალაძისა და რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) ოფიცრის ალექსანდრ ონიშჩენკოს წინააღმდეგ, რომელთანაც იგი თანამშრომლობდა საქართველოზე რუსეთის „მავნე გავლენის" გავრცელებისთვის. აღნიშნულია, რომ ФСБ-მ ფარცხალაძე გამოიყენა "საქართველოს საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ" და მან "პირადი სარგებელი მოიპოვა ФСБ-ში მისი კავშირებიდან". ფარცხალაძე აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ისინი უსაფუძვლოა, და ის აპირებს გამოიყენოს ყველა სამართლებრივი საშუალება, რათა აშშ-ის მიერ დაწესებული ამ სანქციების უსაფუძვლობა დაამტკიცოს. ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მთავარი პროკურორი 2013 წლის 7 ნოემბერს გახდა და ამ თანამდებობას რეკორდულად მოკლე დროის განმავლობაში იკავებდა. მან თანამდებობა დატოვა იმავე წლის 30 დეკემბერს – მისი ბიოგრაფიის ახალი დეტალების გარშემო აგორებული სკანდალის ფონზე. აღმოჩნდა, რომ ფარცხალაძე ახალგაზრდობის პერიოდში გერმანიაში ნასამართლევია. ფარცხალაძე ბოლო პერიოდში რუსეთში ცხოვრობს, სადაც ბიზნესით არის დაკავებული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/16/278856239_0:237:1283:1199_1920x0_80_0_0_0f925743be4c16c8d8d667c80164e771.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი , ოთარ ფარცხალაძე, ქართული ოცნება , საქართველოს პრეზიდენტი, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი , ოთარ ფარცხალაძე, ქართული ოცნება , საქართველოს პრეზიდენტი, ახალი ამბები
„ზეწოლის კლასიკური მაგალითი" - ნათია თურნავა პრეზიდენტ ზურაბიშვილის მოწოდებაზე
12:00 21.09.2023 (განახლებულია: 16:20 21.09.2023) ნათია თურნავა აცხადებს, რომ ყველა გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებს.
თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მოწოდება გადადგომის შესახებ არის ზეწოლის კლასიკური მაგალითი და ეროვნული ბანკის მუშაობაში ჩარევის მცდელობა, განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ.
ზურაბიშვილმა თურნავას გადადგომისკენ მოუწოდა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების გამო, რომელმაც გააუქმა ქვეყნის ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ანგარიშების გაყინვის გადაწყვეტილება, რომელიც აშშ-ის სანქციების სიაში მოხვდა. შედეგად, ოთხშაბათს თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო რეგულატორის სამმა ვიცე-პრეზიდენტმა, აგრეთვე პრეზიდენტის მრჩეველმა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, ფარცხალაძე რუს-ქართველი ოლიგარქია, რომელიც რუსეთის „დამღუპველ გავლენას" ავრცელებდა საქართველოზე.
„ზეწოლაა, როდესაც მუშაობაში გარედან ერევიან... ზეწოლაა, როდესაც მე მომმართავენ, რომ გადავდგე. რის გამო უნდა გადავდგე, საქართველოს კონსტიტუციის შესატყვისი გადაწყვეტილება რომ მივიღე და ჩვენი მოქალაქეები ამიერიდან უფრო მეტად იქნებიან დაცული, თუნდაც საერთაშორისო სანქციების რეჟიმის ზემოქმედების დროს, ამის გამო?! ეს კლასიკური ზეწოლაა", – განაცხადა თურნავამ.
როგორც მან აღნიშნა, იგი ყველა გადაწყვეტილებას თავად, სხვისი ზეწოლის გარეშე, დამოუკიდებლად იღებს.
მანამდე პრეზიდენტმა პირდაპირ დაადანაშაულა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეროვნული ბანკის მისამართით მუქარაში. ზურაბიშვილის თქმით, მისთვის კიდევ უფრო მიუღებელი იყო, რომ თურნავა „ქართული ოცნების" თავმჯდომარის ამ მუქარას დაემორჩილა.
„მინდა ვთქვა, რომ ჩემზე ზეგავლენის მოხდენა მარტივი არაა... რა თქმა უნდა, ჩემთვის ირაკლი კობახიძის განცხადება ძალიან საყურადღებო იყო, რადგანაც იგი პროფესიონალი იურისტია, მაგრამ ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება ჩემით მივიღე და თუ ჩვენი მოსაზრებები ერთმანეთს დაემთხვა, ალბათ იმიტომ, რომ ერთი და იგივე კონსტიტუცია გვაქვს", – განაცხადა თურნავამ.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფარცხალაძეს აქტივებზე და ფინანსურ ოპერაციებზე ხელმისაწვდომობა აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების გამო 18 სექტემბერს შეუზღუდა. ეროვნულ ბანკში აღნიშნული გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ საქართველოს ფინანსური სექტორი საერთაშორისო მოთხოვნების სრულ შესაბამისობაში მუშაობს. მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში" რეგულატორს უდანაშაულობის პრეზუმფცია შეახსენეს და მოუწოდეს, დაელოდონ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოძიებას.
ეროვნულმა ბანკმა უკვე 19 სექტემბერს შეცვალა საერთაშორისო სანქციების რეჟიმის რეალიზაციის წესი იმ შემთხვევებისთვის, როდესაც საუბარია საქართველოს მოქალაქეებზე. სანქციები გამოყენებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ქართულმა სასამართლომ უკვე გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი. ამით ეროვნულმა ბანკმა შეცვალა ერთი დღით ადრე მიღებული თავისივე გადაწყვეტილება საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ანგარიშების გაყინვის შესახებ სანქციების სიაში მოხვედრის გამო.
კობახიძის თქმით, რეგულატორის გადაწყვეტილებაზე არანაირი ზეწოლა არ ყოფილა, მხოლოდ სამართლებრივად შეფასდა ეროვნული ბანკის პირველი გადაწყვეტილება, რომელიც ამ სამართლებრივი კუთხით გაიაზრეს.
მანამდე კობახიძემ განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის თავდაპირველი გადაწყვეტილება ფარცხალაძესთან დაკავშირებით ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ადამიანის უფლებების ევროპულ კონვენციას, სადაც ნათქვამია უდანაშაულობის პრეზუმფციის შესახებ, რადგან იყო დანიშნული სამართლებრივი სასჯელი კონკრეტული პირის მიმართ, თუმცა მისთვის შესაბამისი განაჩენი არ გამოუტანიათ.
სანქციები ფარცხალაძის წინააღმდეგ
2023 წლის 14 სექტემბერს შეერთებულმა შტატებმა გააფართოვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია, რომელშიც მოხვდა 150-ზე მეტი კომპანია და კერძო პირი, მათ შორის – ფარცხალაძე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ფარცხალაძე ქართველი-რუსი ოლიგარქია, რომელიც საქმიანობდა ან საქმიანობს რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სანქციები დაწესებულია ფარცხალაძისა და რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) ოფიცრის ალექსანდრ ონიშჩენკოს წინააღმდეგ, რომელთანაც იგი თანამშრომლობდა საქართველოზე რუსეთის „მავნე გავლენის" გავრცელებისთვის.
აღნიშნულია, რომ ФСБ-მ ფარცხალაძე გამოიყენა "საქართველოს საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ" და მან "პირადი სარგებელი მოიპოვა ФСБ-ში მისი კავშირებიდან".
ფარცხალაძე აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ისინი უსაფუძვლოა, და ის აპირებს გამოიყენოს ყველა სამართლებრივი საშუალება, რათა აშშ-ის მიერ დაწესებული ამ სანქციების უსაფუძვლობა დაამტკიცოს.
ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მთავარი პროკურორი 2013 წლის 7 ნოემბერს გახდა და ამ თანამდებობას რეკორდულად მოკლე დროის განმავლობაში იკავებდა. მან თანამდებობა დატოვა იმავე წლის 30 დეკემბერს – მისი ბიოგრაფიის ახალი დეტალების გარშემო აგორებული სკანდალის ფონზე. აღმოჩნდა, რომ ფარცხალაძე ახალგაზრდობის პერიოდში გერმანიაში ნასამართლევია.
ფარცხალაძე ბოლო პერიოდში რუსეთში ცხოვრობს, სადაც ბიზნესით არის დაკავებული.