https://sputnik-georgia.com/20230920/tbilissi-avarias-msxverpli-moyva-282473839.html
თბილისში ავარიას მსხვერპლი მოყვა
თბილისში ავარიას მსხვერპლი მოყვა
Sputnik საქართველო
აღნიშნულია, რომ მამაკაცს ქვეითთა გადასასვლელით არ უსარგებლია. 20.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-20T23:11+0400
2023-09-20T23:11+0400
2023-09-20T23:11+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/11/275884399_0:159:3078:1890_1920x0_80_0_0_05981f6774fec84f15ecce341c0cbf6e.jpg
თბილისი, 20 სექტემბერი – Sputnik. თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შუახნის მამაკაცი დაიღუპა, იუწყება „პირველი არხი“.როგორც ტელეარხი შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, ავტომობილი მამაკაცს შეეჯახა, როდესაც ის გზაზე გადადიოდა. აღნიშნულია, რომ მამაკაცს ქვეითთა გადასასვლელით არ უსარგებლია.ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო პოლიცია, სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები.შსს-ს ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 276-ე მუხლით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 4-დან 7 წლამდე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/11/275884399_174:0:2905:2048_1920x0_80_0_0_576465614cec6ff6c6f5a7831a04e1c7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, თბილისი დღეს
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, თბილისი დღეს
თბილისში ავარიას მსხვერპლი მოყვა
აღნიშნულია, რომ მამაკაცს ქვეითთა გადასასვლელით არ უსარგებლია.
თბილისი, 20 სექტემბერი – Sputnik. თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შუახნის მამაკაცი დაიღუპა, იუწყება „პირველი არხი“.
როგორც ტელეარხი შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, ავტომობილი მამაკაცს შეეჯახა, როდესაც ის გზაზე გადადიოდა. აღნიშნულია, რომ მამაკაცს ქვეითთა გადასასვლელით არ უსარგებლია.
ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო პოლიცია, სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები.
შსს-ს ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 276-ე მუხლით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 4-დან 7 წლამდე.