საქართველოს ხელისუფლება კანდიდატის სტატუსის მისაღებად ყველაფერს გააკეთებს - დეპუტატი

© photo: Sputnik / Stringerთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 20.09.2023
გამოწერა
НовостиTelegram
საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსზე გადაწყვეტილებას 2023 წლის დეკემბერში ელოდება.
თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ყველაფერს აკეთებს, რომ სამართლიანი გადაწყვეტილების პირობებში ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს, განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.

„ჩვენ, როგორც პასუხისმგებლობით სავსე მმართველი ძალა, ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანამ სამართლიანი გადაწყვეტილების პირობებში მიიღოს კანდიდატის სტატუსი", – განაცხადა ღუდუშაურმა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, თუ ქვეყანამ რაიმე ხელშესახებ პროგრესს მიაღწია ევროპასთან ინტეგრაციის კუთხით, სწორედ ხელისუფლებაში "ქართული ოცნების" ყოფნის პირობებში მიიღო ეს ყველაფერი.
ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
საქართველო კანდიდატის სტატუსზე უარს ვერ შეეგუება - პრემიერი>>
ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, შვიდი კი ნაწილობრივ. საერთოდ ვერ მიაღწია პროგრესს „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით.
როგორც „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ადრე განაცხადა, საქართველომ ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის პირობების შესასრულებლად და ელოდება კონკრეტიკას სამ რეკომენდაციაზე – დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ.
ყველა ახალი ამბავი
0