https://sputnik-georgia.com/20230920/saqartvelos-erovnuli-banki-auqcionze-dolarebis-gayidvas-agrzelebs-282472412.html
საქართველოს ეროვნული ბანკი აუქციონზე დოლარების გაყიდვას აგრძელებს
საქართველოს ეროვნული ბანკი აუქციონზე დოლარების გაყიდვას აგრძელებს
Sputnik საქართველო
თბილისი, 20 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ოთხშაბათს სავალუტო აუქციონი გამართა, რომლის შედეგების მიხედვით ლარის საშუალო შეწონილმა კურსმა... 20.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-20T21:54+0400
2023-09-20T21:54+0400
2023-09-20T22:50+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
ლარის კურსი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23406/76/234067671_1:0:1500:843_1920x0_80_0_0_27efbe1b3a5acf667eea8a61a497dff3.jpg
თბილისი, 20 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ოთხშაბათს სავალუტო აუქციონი გამართა, რომლის შედეგების მიხედვით ლარის საშუალო შეწონილმა კურსმა დოლარის მიმართ 2,6841 GEL/$1 შეადგინა.მარეგულირებელმა აუქციონზე 20 მლნ დოლარი გაყიდა, ნათქვამია ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე.ეროვნულმა ბანკმა წინა სავალუტო აუქციონი 2023 წლის 2 ივნისს გამართა, როდესაც ლარის კურსი დოლარის მიმართ 2,6396 GEL/$1 იყო.მაშინ მარეგულირებელმა გასაყიდად გაიტანა 40 მლნ დოლარი, მაგრამ მხოლოდ 17,1 მლნ გაიყიდა.მაშინ ლარის კურსმა დოლარის მიმართ ვარდნა 10 მაისიდან დაიწყო, როდესაც ის 2,483 GEL/$ შეადგენდა. დღეისათვის კი უკვე ლარის კურსი 2,6412 GEL/$ ნიშნულზეა დადგენილი. ამგვარად ვარდნამ 6,4% შეადგინა.ეროვნული ბანკის მიერ 21 სექტემბერს დადგენილი ლარის ოფიციალური კურსი დოლარის მიმართ 2,6750 GEL/$1 იქნება.დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით განისაზღვრება. 2021 წლის 1 თებერვლიდან ქართული სავალუტო ბაზარი მთლიანად Bmatch Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობაზე გადავიდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23406/76/234067671_188:0:1312:843_1920x0_80_0_0_7659c0bffb2bc922795d1192951f6eed.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ლარის კურსი დღეს
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ლარის კურსი დღეს
თბილისი, 20 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ოთხშაბათს სავალუტო აუქციონი გამართა, რომლის შედეგების მიხედვით ლარის საშუალო შეწონილმა კურსმა დოლარის მიმართ 2,6841 GEL/$1 შეადგინა.
მარეგულირებელმა აუქციონზე 20 მლნ დოლარი გაყიდა, ნათქვამია ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე.
ეროვნულმა ბანკმა წინა სავალუტო აუქციონი 2023 წლის 2 ივნისს გამართა, როდესაც ლარის კურსი დოლარის მიმართ 2,6396 GEL/$1 იყო.
მაშინ მარეგულირებელმა გასაყიდად გაიტანა 40 მლნ დოლარი, მაგრამ მხოლოდ 17,1 მლნ გაიყიდა.
მაშინ ლარის კურსმა დოლარის მიმართ ვარდნა 10 მაისიდან დაიწყო, როდესაც ის 2,483 GEL/$ შეადგენდა. დღეისათვის კი უკვე ლარის კურსი 2,6412 GEL/$ ნიშნულზეა დადგენილი. ამგვარად ვარდნამ 6,4% შეადგინა.
ეროვნული ბანკის მიერ 21 სექტემბერს დადგენილი ლარის ოფიციალური კურსი დოლარის მიმართ 2,6750 GEL/$1 იქნება.
დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით განისაზღვრება. 2021 წლის 1 თებერვლიდან ქართული სავალუტო ბაზარი მთლიანად Bmatch Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობაზე გადავიდა.