https://sputnik-georgia.com/20230920/sakeisro-kveta-kompensacia-282448569.html
საკეისრო კვეთით მიღებული ფსიქოტრავმა: მამაკაცმა სამშობიაროსგან კოლოსალური თანხა მოითხოვა
საკეისრო კვეთით მიღებული ფსიქოტრავმა: მამაკაცმა სამშობიაროსგან კოლოსალური თანხა მოითხოვა
Sputnik საქართველო
თბილისი, 20 სექტემბერი − Sputnik. ახალგაზრდა მამაკაცი სამშობიაროს უჩივის და კოლოსალურ თანხას ითხოვს იმ ფსიქოლოგიური ტრავმის ასანაზღაურებლად, რომელიც მას... 20.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-20T13:14+0400
2023-09-20T13:14+0400
2023-09-20T17:46+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
ავსტრალია
საზოგადოება
შემთხვევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/14/282448399_0:154:3092:1893_1920x0_80_0_0_b5e53960e05970b93689d0d161420193.jpg
თბილისი, 20 სექტემბერი − Sputnik. ახალგაზრდა მამაკაცი სამშობიაროს უჩივის და კოლოსალურ თანხას ითხოვს იმ ფსიქოლოგიური ტრავმის ასანაზღაურებლად, რომელიც მას მეუღლის მშობიარობაზე დასწრების შედეგად მიადგა, იუწყება Fox News.გავრცელებული ინფორმაციით, მელბურნელი (ავსტრალია) ანილ კოპულა ექიმებს იმაში ადანაშაულებს, რომ ეს მათ „წაახალისეს“ მომავალი მამა, დასწრებოდა ცოლის საკეისრო კვეთას, ოღონდ არ გააფრთხილეს, რომ ამ დროს მას „სისხლისა და შინაგანი ორგანოების ნახვა მოუწევდა“.კოპულას თქმით, სწორედ ამ სურათმა გამოიწვია მასში ფსიქიკური დაავადება, რასაც საბოლოოდ ოჯახის დანგრევა მოჰყვა. მიყენებული ზარალის საკომპენსაციოდ მამაკაცმა საავადმყოფოსგან 1 მილიარდი ავსტრალიური დოლარი (დაახლოებით 643 მილიონი აშშ დოლარი) მოითხოვა, მაგრამ სასამართლომ მისი სარჩელი არ დააკმაყოფილა.როგორც ირკვევა კოპულას მეუღლემ მელბურნის სამეფო საავადმყოფოში ჯერ კიდევ 2018 წელს იმშობიარა, თუმცა მამაკაცმა სასამართლოში სარჩელი მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგღა შეიტანა.სასამართლომ მას სამედიცინო ექსპერტიზა დაუნიშნა, თუმცა სამედიცინო კომისიამ დაასკვნა, რომ კოპულას „ფსიქიკური აშლილობის ხარისხი არ აკმაყოფილებს ზღვრულ დონეს“. შესაბამისად, სასამართლომ მისი სარჩელი არ დააკმაყოფილა.ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, საკეისრო კვეთას, რა დროსაც ბავშვი ქირურგიული ჩარევის გზით − საშვილოსნოს წინა კედელზე გაკეთებული ჭრილობიდან იბადება, სულ უფრო მეტი ქალი მიმართავს. ჯანმოს 2021 წლის მონაცემებით, საკეისრო კვეთით მსოფლიოში ყველა ახალშობილის 20% დაიბადა. ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 2030 წლისთვის 30%-მდე გაიზრდება.წყარო: Fox News
ავსტრალია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/14/282448399_181:0:2912:2048_1920x0_80_0_0_9ec6bd479f85e05da3143b76e854ed90.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, ავსტრალია , საზოგადოება, შემთხვევები
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, ავსტრალია , საზოგადოება, შემთხვევები
თბილისი, 20 სექტემბერი − Sputnik. ახალგაზრდა მამაკაცი სამშობიაროს უჩივის და კოლოსალურ თანხას ითხოვს იმ ფსიქოლოგიური ტრავმის ასანაზღაურებლად, რომელიც მას მეუღლის მშობიარობაზე დასწრების შედეგად მიადგა, იუწყება Fox News.
გავრცელებული ინფორმაციით, მელბურნელი (ავსტრალია) ანილ კოპულა ექიმებს იმაში ადანაშაულებს, რომ ეს მათ „წაახალისეს“ მომავალი მამა, დასწრებოდა ცოლის საკეისრო კვეთას, ოღონდ არ გააფრთხილეს, რომ ამ დროს მას „სისხლისა და შინაგანი ორგანოების ნახვა მოუწევდა“.
კოპულას თქმით, სწორედ ამ სურათმა გამოიწვია მასში ფსიქიკური დაავადება, რასაც საბოლოოდ ოჯახის დანგრევა მოჰყვა. მიყენებული ზარალის საკომპენსაციოდ მამაკაცმა საავადმყოფოსგან 1 მილიარდი ავსტრალიური დოლარი (დაახლოებით 643 მილიონი აშშ დოლარი) მოითხოვა, მაგრამ სასამართლომ მისი სარჩელი არ დააკმაყოფილა.
როგორც ირკვევა კოპულას მეუღლემ მელბურნის სამეფო საავადმყოფოში ჯერ კიდევ 2018 წელს იმშობიარა, თუმცა მამაკაცმა სასამართლოში სარჩელი მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგღა შეიტანა.
სასამართლომ მას სამედიცინო ექსპერტიზა დაუნიშნა, თუმცა სამედიცინო კომისიამ დაასკვნა, რომ კოპულას „ფსიქიკური აშლილობის ხარისხი არ აკმაყოფილებს ზღვრულ დონეს“. შესაბამისად, სასამართლომ მისი სარჩელი არ დააკმაყოფილა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, საკეისრო კვეთას, რა დროსაც ბავშვი ქირურგიული ჩარევის გზით − საშვილოსნოს წინა კედელზე გაკეთებული ჭრილობიდან იბადება, სულ უფრო მეტი ქალი მიმართავს. ჯანმოს 2021 წლის მონაცემებით, საკეისრო კვეთით მსოფლიოში ყველა ახალშობილის 20% დაიბადა. ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 2030 წლისთვის 30%-მდე გაიზრდება.