https://sputnik-georgia.com/20230920/ruset-ukrainis-konfliqti-282455252.html
მოსაზრება: ზელენსკის აღარავინ ჰყავს ისეთი, ვისაც დაეყრდნობა
მოსაზრება: ზელენსკის აღარავინ ჰყავს ისეთი, ვისაც დაეყრდნობა
Sputnik საქართველო
რენატ აბდულინი 20.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-20T14:18+0400
2023-09-20T14:18+0400
2023-09-20T18:34+0400
ანალიტიკა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/0c/276662492_0:159:3078:1890_1920x0_80_0_0_b4386cefe1d12842907ce6849c4b4325.jpg
რენატ აბდულინიდაპირისპირება კიევსა და მის დასავლელ მოკავშირეებს შორის იზრდება. ევროკომისიის გადაწყვეტილებამ, მოეხსნა უკრაინის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტზე ემბარგო, ევროკავშირის ზოგი წევრის წინააღმდეგობა გამოიწვია. უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დემარშს პასუხს გასცემს. მაგრამ ეს კიევის ერთადერთი საგარეო პოლიტიკური პრობლემა არ არის, წერს „რია ნოვოსტის" მიმომხილველი.განხეთქილების მარცვლეული2023 წლის მაისში ევროკომისიამ უკრაინიდან ოთხი კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტი აკრძალა ბულგარეთში, უნგრეთში, პოლონეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში. ეს ფერმერთა პროტესტთან იყო დაკავშირებული. იაფი უკრაინული მარცვლეული საფრთხეს უქმნიდა ადგილობრივ წარმოებას.ემბარგო არაერთხელ გახანგრძლივდა, ახლა კი მოიხსნა. ევროკომისია ირწმუნება, რომ „კოორდინაციული პლატფორმისა და დროებითი ზომების წყალობით უკრაინის მეზობელ ხუთ სახელმწიფოში ბაზრის დეფორმაცია გაქრა". ამას ყველა არ დაეთანხმა.ბულგარეთი ერთადერთი იყო, რომელმაც გადაწყვიტა, რომ იმპორტის განახლება უკვე აღარ დააზარალებს ფერმერებს. პოლონეთმა, როგორც ამბობდა კიდეც, ემბარგო ცალმხრივად შეინარჩუნა, მიუხედავად ევროკომისიის დადგენილებისა. იგივე გააკეთეს უნგრეთმა და სლოვაკეთმა. რუმინეთმა შუალედური პოზიცია დაიკავა: პრემიერ-მინისტრმა მარჩელ ჩოლაკუმ 18 სექტემბერს განაცხადა, რომ მზად არის, აკრძალვა 30 დღით გაახანგრძლივოს. მაგრამ, მისი თქმით, უკრაინიდან იმპორტის მოთხოვნა ჯერ არ შესულა.ცივილიზებული პასუხი?„ჩვენ არ ვაპირებთ ბერლინის ან ბრიუსელის მოსმენას" − ასე გამოეხმაურა პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი ევროკომისიის განკარგულებას.ზელენსკი მიესალმა კომისიის გადაწყვეტილებას და მადლობა გადაუხადა მის თავმჯდომარეს ურსულა ფონ დერ ლაიენს „სიტყვის ერთგულებისა და თავისუფალი ბაზრის წესების დაცვისათვის".„ეს არის ევროკავშირთან უკრაინის ნამდვილი ერთიანობის მაგალითი. ევროპა ყოველთვის იმარჯვებს, როდესაც წესები მუშაობს და ხელშეკრულებები სრულდება", − განაცხადა მან.მაგრამ იქვე დასძინა, რომ ასევე მნიშვნელოვანია მეზობელი ქვეყნების პირდაპირი მხარდაჭერა. და გააფრთხილა ისინი, რომ „თუ ევროკავშირის კანონს დაარღვევენ, უკრაინა ცივილიზებულად უპასუხებს".უკრაინის სავაჭრო წარმომადგენელმა ტარას კაჩკამ Politico-სთან ინტერვიუში განმარტა, თუ რა იგულისხმება „ცივილიზებულ პასუხში". კიევი აპირებს უჩივლოს პოლონეთს, უნგრეთსა და სლოვაკეთს. „მნიშვნელოვანია დავამტკიცოთ, რომ მათი ქმედებები იურიდიულად არამართლზომიერია", − განაცხადა კაჩკამ.კიევი ურთიერთობის გარკვევას ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (WTO) მეშვეობით აპირებს და არა ევროკავშირთან სავაჭრო შეთანხმების ფარგლებში. სიტუაციას ამძიმებს ის ფაქტი, რომ სლოვაკეთმა, მაგალითად, უბრალოდ გაახანგრძლივა ევროკომისიის მიერ ოთხი სახეობის მარცვლეულის აკრძალვა, ხოლო პოლონეთმა სიაში ფქვილი და პირუტყვის საკვები დაამატა. უნგრეთი, სავაჭრო წარმომადგენლის თქმით, კიდევ ორ ათეულ პროდუქტს კრძალავს, კერძოდ, ხორცს.ეს შეზღუდვები ძირითადად სიმბოლური ხასიათისაა − უკრაინას არ გააქვს იქ ექსპორტზე ძროხისა და ღორის ხორცი. მაგრამ ვარშავის დემარში ძლიერ დარტყმას აყენებს უკრაინას. თუ ისინი არ გადაიფიქრებენ, „საპასუხო ზომები იქნება მიღებული" − სავარაუდოდ, „პოლონეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტის აკრძალვა".ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციისადმი მიმართვის პერსპექტივა ჯერჯერობით ბუნდოვანია. რეგლამენტის თანახმად, სასამართლო პროცესი რამდენიმე ეტაპად იყოფა: კონსულტაციები, ექსპერტების შეფასებები, მოსმენები და ა.შ. ზუსტი ვადები მითითებული არ არის. გარდა ამისა, გათვალისწინებულია ვერდიქტის გასაჩივრების შესაძლებლობა ნებისმიერი მხარისათვის. ანუ, ეს ძალიან ხანგრძლივი ისტორიაა.ლივერის ძეხვიდან სუსტ ინტელექტამდეკიევის რეჟიმი მხოლოდ ევროპელ მოკავშირეებს არ უპირისპირდება. ცოტა ხნის წინ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა მოახერხა და ინდოეთსა და ჩინეთს ეუხეშა. კერძოდ, მან განაცხადა, რომ ამ ქვეყნებს „სუსტი ინტელექტუალური პოტენციალი" აქვთ, რადგან „საკუთარი ნაბიჯების შედეგებს არ აანალიზებენ". ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მაო ნინმა აღნიშნა, რომ პეკინი ყოველთვის პასუხისმგებლიან პოზიციას იკავებდა უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით და პოდოლიაკისგან ახსნა-განმარტება მოითხოვა.პასუხი უკიდურესად ბუნდოვანი გამოდგა: სხვათა შორის, მისგან სხვა ავტორიტეტულ საერთაშორისო სტრუქტურებსაც მოხვდათ. პოდოლიაკმა გაეროს „ფულის გამომუშავების ოფისი" უწოდა, „წითელ ჯვარსა“ და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს − „ფიქტიური ორგანიზაციები, რომლებიც გონებას გადასაყრელი შეფასებებით ანაგვიანებენ".ამ თავისებურ დიპლომატიურ სტილისტიკას თავად ზელენსკიმ ჩაუყარა საფუძველი. ზაფხულში ის ზუსტად ასე ეკამათა ბენ უოლესს (ბრიტანეთის მაშინდელი თავდაცვის მინისტრი), რომელმაც კიევი „უმადურობაში“ დაადანაშაულა.ამერიკული წყაროები ამბობდნენ, რომ უკრაინის მხრიდან დახმარების მუდმივი მოთხოვნები და არასკმარისი მადლიერება აღიზიანებდა ჯო ბაიდენს.აქ უნდა გავიხსენოთ, როგორ უწოდა შარშან გერმანიაში უკრაინის ყოფილმა ელჩმა ანდრეი მელნიკმა კანცლერ ოლაფ შოლცს „განაწყენებული ლივერის ძეხვი“.საკუთარი პრობლემები უკრაინის პრობლემატიკა სულ უფრო ტოქსიკური ხდება უცხოელი მოთამაშეებისთვის. მაგალითად, ვარშავა და ბუდაპეშტი დიდი ხანია, რაც ბრიუსელთან ვერ რიგდებიან და ცდილობენ მათთვის განკუთვნილი სახსრების განბლოკვას მიაღწიონ. კიევი ამ შემთხვევაში ზეწოლის ინსტრუმენტის როლში გამოდის.ამას ემატება სხვა ფაქტორებიც. უნგრელებს კიევთან პრეტენზიები კარპატებში ეთნიკური უმცირესობის უფლებების შელახვის გამო დაუგროვდათ, პოლონელებს კი უკრაინელი ლტოლვილების მიმართ გაუჩნდათ კითხვები. ამასთან, პოლონეთის მმართველი პარტია ცდილობს სწრაფად აღკვეთოს უსიამოვნებები, მათ შორის, ადგილობრივ ფერმერებთან, რადგან ერთ თვეში საპარლამენტო არჩევნებია დანიშნული.ელექტორალური ფაქტორი მნიშვნელოვანია ოკეანის მიღმაც. უკრაინის საკითხი იყო ერთადერთი, რაზეც ამერიკის მთავარი პარტიები თანხმდებოდნენ, მაგრამ ახლა რესპუბლიკელების მხრიდან უფრო ხშირად ისმის ბაიდენის მიმართ საყვედურები და მოთხოვნა, შეამცირონ კიევის დახმარება. თუ დემოკრატ პრეზიდენტს თეთრ სახლში მეორე ვადით დაყოვნებაც სურს, მას ოპონენტებისთვის ყურის დაგდება მოუწევს.ჩინეთი და ინდოეთი, რომლებიც პოდოლიაკმა შეურაცხყო, რუსეთთან მინიმუმ BRICS-ის ფარგლებში არიან დაკავშირებული და ამიტომ აპრიორი ვერ გაუწევენ უკრაინას მოსალოდნელ მხარდაჭერას. პეკინის შუამავლობა კიევისთვის, როგორც ჩანს, საკმარისი არ არის. და არც დასავლეთის დახმარება. მაგრამ ვაშინგტონისა და ევროპის დედაქალაქების სიგნალების მიხედვით, 2022 წლის ჩვეულ სქემას, როდესაც ზელენსკი ყველაფერს იღებდა, რასაც მოითხოვდა, უკვე აღარ უნდა ველოდოთ.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/0c/276662492_174:0:2905:2048_1920x0_80_0_0_e0aea1103499acbac2328b4f53207fbd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ანალიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ანალიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
დაპირისპირება კიევსა და მის დასავლელ მოკავშირეებს შორის იზრდება. ევროკომისიის გადაწყვეტილებამ, მოეხსნა უკრაინის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტზე ემბარგო, ევროკავშირის ზოგი წევრის წინააღმდეგობა გამოიწვია. უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დემარშს პასუხს გასცემს. მაგრამ ეს კიევის ერთადერთი საგარეო პოლიტიკური პრობლემა არ არის,
წერს „რია ნოვოსტის" მიმომხილველი.
2023 წლის მაისში ევროკომისიამ უკრაინიდან ოთხი კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტი აკრძალა ბულგარეთში, უნგრეთში, პოლონეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში. ეს ფერმერთა პროტესტთან იყო დაკავშირებული. იაფი უკრაინული მარცვლეული საფრთხეს უქმნიდა ადგილობრივ წარმოებას.
ემბარგო არაერთხელ გახანგრძლივდა, ახლა კი მოიხსნა. ევროკომისია ირწმუნება, რომ „კოორდინაციული პლატფორმისა და დროებითი ზომების წყალობით უკრაინის მეზობელ ხუთ სახელმწიფოში ბაზრის დეფორმაცია გაქრა". ამას ყველა არ დაეთანხმა.
ბულგარეთი ერთადერთი იყო, რომელმაც გადაწყვიტა, რომ იმპორტის განახლება უკვე აღარ დააზარალებს ფერმერებს. პოლონეთმა, როგორც ამბობდა კიდეც, ემბარგო ცალმხრივად შეინარჩუნა, მიუხედავად ევროკომისიის დადგენილებისა. იგივე გააკეთეს უნგრეთმა და სლოვაკეთმა. რუმინეთმა შუალედური პოზიცია დაიკავა: პრემიერ-მინისტრმა მარჩელ ჩოლაკუმ 18 სექტემბერს განაცხადა, რომ მზად არის, აკრძალვა 30 დღით გაახანგრძლივოს. მაგრამ, მისი თქმით, უკრაინიდან იმპორტის მოთხოვნა ჯერ არ შესულა.
„ჩვენ არ ვაპირებთ ბერლინის ან ბრიუსელის მოსმენას" − ასე გამოეხმაურა პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი ევროკომისიის განკარგულებას.
ზელენსკი მიესალმა კომისიის გადაწყვეტილებას და მადლობა გადაუხადა მის თავმჯდომარეს ურსულა ფონ დერ ლაიენს „სიტყვის ერთგულებისა და თავისუფალი ბაზრის წესების დაცვისათვის".
„ეს არის ევროკავშირთან უკრაინის ნამდვილი ერთიანობის მაგალითი. ევროპა ყოველთვის იმარჯვებს, როდესაც წესები მუშაობს და ხელშეკრულებები სრულდება", − განაცხადა მან.
მაგრამ იქვე დასძინა, რომ ასევე მნიშვნელოვანია მეზობელი ქვეყნების პირდაპირი მხარდაჭერა. და გააფრთხილა ისინი, რომ „თუ ევროკავშირის კანონს დაარღვევენ, უკრაინა ცივილიზებულად უპასუხებს".
უკრაინის სავაჭრო წარმომადგენელმა ტარას კაჩკამ Politico-სთან ინტერვიუში განმარტა, თუ რა იგულისხმება „ცივილიზებულ პასუხში". კიევი აპირებს უჩივლოს პოლონეთს, უნგრეთსა და სლოვაკეთს. „მნიშვნელოვანია დავამტკიცოთ, რომ მათი ქმედებები იურიდიულად არამართლზომიერია", − განაცხადა კაჩკამ.
კიევი ურთიერთობის გარკვევას ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (WTO) მეშვეობით აპირებს და არა ევროკავშირთან სავაჭრო შეთანხმების ფარგლებში. სიტუაციას ამძიმებს ის ფაქტი, რომ სლოვაკეთმა, მაგალითად, უბრალოდ გაახანგრძლივა ევროკომისიის მიერ ოთხი სახეობის მარცვლეულის აკრძალვა, ხოლო პოლონეთმა სიაში ფქვილი და პირუტყვის საკვები დაამატა. უნგრეთი, სავაჭრო წარმომადგენლის თქმით, კიდევ ორ ათეულ პროდუქტს კრძალავს, კერძოდ, ხორცს.
ეს შეზღუდვები ძირითადად სიმბოლური ხასიათისაა − უკრაინას არ გააქვს იქ ექსპორტზე ძროხისა და ღორის ხორცი. მაგრამ ვარშავის დემარში ძლიერ დარტყმას აყენებს უკრაინას. თუ ისინი არ გადაიფიქრებენ, „საპასუხო ზომები იქნება მიღებული" − სავარაუდოდ, „პოლონეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტის აკრძალვა".
ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციისადმი მიმართვის პერსპექტივა ჯერჯერობით ბუნდოვანია. რეგლამენტის თანახმად, სასამართლო პროცესი რამდენიმე ეტაპად იყოფა: კონსულტაციები, ექსპერტების შეფასებები, მოსმენები და ა.შ. ზუსტი ვადები მითითებული არ არის. გარდა ამისა, გათვალისწინებულია ვერდიქტის გასაჩივრების შესაძლებლობა ნებისმიერი მხარისათვის. ანუ, ეს ძალიან ხანგრძლივი ისტორიაა.
ლივერის ძეხვიდან სუსტ ინტელექტამდე
კიევის რეჟიმი მხოლოდ ევროპელ მოკავშირეებს არ უპირისპირდება. ცოტა ხნის წინ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა მოახერხა და ინდოეთსა და ჩინეთს ეუხეშა. კერძოდ, მან განაცხადა, რომ ამ ქვეყნებს „სუსტი ინტელექტუალური პოტენციალი" აქვთ, რადგან „საკუთარი ნაბიჯების შედეგებს არ აანალიზებენ".
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მაო ნინმა აღნიშნა, რომ პეკინი ყოველთვის პასუხისმგებლიან პოზიციას იკავებდა უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით და პოდოლიაკისგან ახსნა-განმარტება მოითხოვა.
პასუხი უკიდურესად ბუნდოვანი გამოდგა:
„ერთი სიტყვა ვთქვი არასწორად − „ინტელექტი". მის ნაცვლად „სუსტი ანალიტიკური პოტენციალი უნდა მეთქვა".
სხვათა შორის, მისგან სხვა ავტორიტეტულ საერთაშორისო სტრუქტურებსაც მოხვდათ. პოდოლიაკმა გაეროს „ფულის გამომუშავების ოფისი" უწოდა, „წითელ ჯვარსა“ და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს − „ფიქტიური ორგანიზაციები, რომლებიც გონებას გადასაყრელი შეფასებებით ანაგვიანებენ".
ამ თავისებურ დიპლომატიურ სტილისტიკას თავად ზელენსკიმ ჩაუყარა საფუძველი. ზაფხულში ის ზუსტად ასე ეკამათა ბენ უოლესს (ბრიტანეთის მაშინდელი თავდაცვის მინისტრი), რომელმაც კიევი „უმადურობაში“ დაადანაშაულა.
ამერიკული წყაროები ამბობდნენ, რომ უკრაინის მხრიდან დახმარების მუდმივი მოთხოვნები და არასკმარისი მადლიერება აღიზიანებდა ჯო ბაიდენს.
აქ უნდა გავიხსენოთ, როგორ უწოდა შარშან გერმანიაში უკრაინის ყოფილმა ელჩმა ანდრეი მელნიკმა კანცლერ ოლაფ შოლცს „განაწყენებული ლივერის ძეხვი“.
უკრაინის პრობლემატიკა სულ უფრო ტოქსიკური ხდება უცხოელი მოთამაშეებისთვის. მაგალითად, ვარშავა და ბუდაპეშტი დიდი ხანია, რაც ბრიუსელთან ვერ რიგდებიან და ცდილობენ მათთვის განკუთვნილი სახსრების განბლოკვას მიაღწიონ. კიევი ამ შემთხვევაში ზეწოლის ინსტრუმენტის როლში გამოდის.
ამას ემატება სხვა ფაქტორებიც. უნგრელებს კიევთან პრეტენზიები კარპატებში ეთნიკური უმცირესობის უფლებების შელახვის გამო დაუგროვდათ, პოლონელებს კი უკრაინელი ლტოლვილების მიმართ გაუჩნდათ კითხვები. ამასთან, პოლონეთის მმართველი პარტია ცდილობს სწრაფად აღკვეთოს უსიამოვნებები, მათ შორის, ადგილობრივ ფერმერებთან, რადგან ერთ თვეში საპარლამენტო არჩევნებია დანიშნული.
ელექტორალური ფაქტორი მნიშვნელოვანია ოკეანის მიღმაც. უკრაინის საკითხი იყო ერთადერთი, რაზეც ამერიკის მთავარი პარტიები თანხმდებოდნენ, მაგრამ ახლა რესპუბლიკელების მხრიდან უფრო ხშირად ისმის ბაიდენის მიმართ საყვედურები და მოთხოვნა, შეამცირონ კიევის დახმარება. თუ დემოკრატ პრეზიდენტს თეთრ სახლში მეორე ვადით დაყოვნებაც სურს, მას ოპონენტებისთვის ყურის დაგდება მოუწევს.
ჩინეთი და ინდოეთი, რომლებიც პოდოლიაკმა შეურაცხყო, რუსეთთან მინიმუმ BRICS-ის ფარგლებში არიან დაკავშირებული და ამიტომ აპრიორი ვერ გაუწევენ უკრაინას მოსალოდნელ მხარდაჭერას. პეკინის შუამავლობა კიევისთვის, როგორც ჩანს, საკმარისი არ არის. და არც დასავლეთის დახმარება. მაგრამ ვაშინგტონისა და ევროპის დედაქალაქების სიგნალების მიხედვით, 2022 წლის ჩვეულ სქემას, როდესაც ზელენსკი ყველაფერს იღებდა, რასაც მოითხოვდა, უკვე აღარ უნდა ველოდოთ.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე