https://sputnik-georgia.com/20230920/oecd--globaluri-ekonomikis-prognozi-gauaresda-282445645.html
ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციამ მსოფლიო ეკონომიკის პროგნოზი გააუარესა
ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციამ მსოფლიო ეკონომიკის პროგნოზი გააუარესა
Sputnik საქართველო
თბილისი, 20 სექტემბერი − Sputnik. მსოფლიოს წამყვანი ცენტრალური ბანკების მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებისა და ჩინეთის ეკონომიკის სტრესის ფონზე 2024 წელს... 20.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-20T11:52+0400
2023-09-20T11:52+0400
2023-09-20T17:20+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/14/282445468_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_b1611f3434421ad525245ec0d4053ddc.jpg
თბილისი, 20 სექტემბერი − Sputnik. მსოფლიოს წამყვანი ცენტრალური ბანკების მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებისა და ჩინეთის ეკონომიკის სტრესის ფონზე 2024 წელს მსოფლიო ეკონომიკის ზრდა უფრო სუსტი იქნება, ვიდრე მიმდინარე წელსაა, აცხადებს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD).OECD-ში ვარაუდობენ, რომ 2023-2024 წლებში გლობალური მშპ-ის ზრდის არაპროპორციულად დიდი წილი აზიაზე მოვა, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის ეკონომიკის აღდგენა მოსალოდნელზე სუსტად მიმდინარეობს.ამასთან, OECD-ის უახლესი პროგნოზის თანახმად, მომავალ წელს ინფლაცია შემცირდება, თუმცა მაინც სამიზნე მაჩვენებელზე მაღალი დარჩება.ორგანიზაციის ექსპერტების განმარტებით, 2023 წლის პირველ ნახევარში ინფლაციის ტემპები ბევრ ქვეყანაში შემცირდა, რაც სურსათსა და ენერგომატარებლებზე ფასების კლებით იყო განპირობებული. თუმცა, მათი თქმით, საბაზო ინფლაცია, ანუ ინფლაცია, რომელიც ყველაზე ცვალებად კომპონენტებს – სურსათსა და ენერგომატარებლებს არ ითვალისწინებს, მნიშვნელოვნად არ შენელებულა.მოხსენების ავტორების თქმით, მთავარი რისკი ისაა, რომ ინფლაცია შეიძლება უფრო მდგრადი აღმოჩნდეს, ვიდრე მოსალოდნელი იყო. მათი აზრით, ეს საპროცენტო განაკვეთების შემდგომ გამკაცრებას გამოიწვევს, ან განაკვეთის ზრდის პერიოდს გაახანგრძლივებს.წყარო: OECD
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/14/282445468_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_a685987752013939e44eb9c31a2ca6f0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, ეკონომიკა
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, ეკონომიკა
თბილისი, 20 სექტემბერი − Sputnik. მსოფლიოს წამყვანი ცენტრალური ბანკების მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებისა და ჩინეთის ეკონომიკის სტრესის ფონზე 2024 წელს მსოფლიო ეკონომიკის ზრდა უფრო სუსტი იქნება, ვიდრე მიმდინარე წელსაა, აცხადებს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD).
„2023 წელს მსოფლიო ეკონომიკის ზრდა, სავარაუდოდ, 3%-ს შეადგენს, ხოლო 2024 წელს 2,7%-მდე შემცირდება", − ნათქვამია დოკუმენტში.
OECD-ში ვარაუდობენ, რომ 2023-2024 წლებში გლობალური მშპ-ის ზრდის არაპროპორციულად დიდი წილი აზიაზე მოვა, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის ეკონომიკის აღდგენა მოსალოდნელზე სუსტად მიმდინარეობს.
ამასთან, OECD-ის უახლესი პროგნოზის თანახმად, მომავალ წელს ინფლაცია შემცირდება, თუმცა მაინც სამიზნე მაჩვენებელზე მაღალი დარჩება.
ორგანიზაციის ექსპერტების განმარტებით, 2023 წლის პირველ ნახევარში ინფლაციის ტემპები ბევრ ქვეყანაში შემცირდა, რაც სურსათსა და ენერგომატარებლებზე ფასების კლებით იყო განპირობებული. თუმცა, მათი თქმით, საბაზო ინფლაცია, ანუ ინფლაცია, რომელიც ყველაზე ცვალებად კომპონენტებს – სურსათსა და ენერგომატარებლებს არ ითვალისწინებს, მნიშვნელოვნად არ შენელებულა.
„ის კვლავაც მნიშვნელოვნად აღემატება ცენტრალური ბანკების მიზნობრივ მაჩვენებლებს“, – ნათქვამია ანგარიშში.
მოხსენების ავტორების თქმით, მთავარი რისკი ისაა, რომ ინფლაცია შეიძლება უფრო მდგრადი აღმოჩნდეს, ვიდრე მოსალოდნელი იყო. მათი აზრით, ეს საპროცენტო განაკვეთების შემდგომ გამკაცრებას გამოიწვევს, ან განაკვეთის ზრდის პერიოდს გაახანგრძლივებს.