როცა ხელოვნების მასწავლებელი თავად ქმნის მხატვრულ ნიმუშებს

© courtesy of Marina Royvaმარინა როყვა
მარინა როყვა - Sputnik საქართველო, 1920, 20.09.2023
გამოწერა
მარინა როყვა სკოლაში 32 წელზე მეტია მუშაობს.
მას შემდეგ, რაც გურიაში მდინარე სუფსა ადიდდა და ამით სოფელს დიდი ზარალი მიადგა, ადგილობრივი სკოლის მასწავლებელს ახალი სასწავლო წლის დაწყებას, პირველ რიგში, მშვიდობიანი დღეების სურვილით ულოცავდნენ. ლანჩხუთის რაიონის საჯარო სკოლის ხელოვნების მასწავლებელი მარინა როყვა: „ხელოვნება სილამაზისა და მშვენიერების სამყაროა და მინდა, რომ ეს ჩემმა თითოეულმა მოსწავლემ კარგად შეიგრძნოს, შეიმეცნოს და შეიყვაროს“. გარდა იმისა, რომ ბავშვებს ხელოვნებას აზიარებს, თავისუფალ დროს საკუთარი ფანტაზიით მხატვრულ ნიმუშებსაც ქმნის.
© courtesy of Marina Royvaმოსწავლეებთან ერთად
მოსწავლეებთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 20.09.2023
მოსწავლეებთან ერთად
- ქალბატონო მარინა, ხელოვნების გზა რატომ აირჩიეთ?
- დეიდაჩემი იყო ხატვის მასწავლებელი და მეც მისი გზა ავირჩიე. საერთოდ, დედის მხრიდან ყველა შემოქმედია და დღესაც ასე გრძელდება. მეც პატარაობიდან ვხატავ. საოცარი ფანტაზია მქონდა. ხატვით დედაჩემიც ხატავდა, უფრო კარგად კი კერავდა. ხელოვნების სხვადასხვა დარგებისადმი ჩემი სიყვარულიც ამ ყველაფერმა განაპირობა.
© courtesy of Marina Royvaმარინა როყვას ნამუშევარი თექაზე
მარინა როყვას ნამუშევარი თექაზე - Sputnik საქართველო, 1920, 20.09.2023
მარინა როყვას ნამუშევარი თექაზე
- თქვენმა მოსწავლეებმა პროფესიული არჩევანი თქვენი მიბაძვით გააკეთეს?
- ისე გამოვიდა, რომ ბევრმა ჩემმა მოსწავლემ ხელოვნების სხვადასხვა დარგზე ჩააბარა, მე მათ გრაფიკაში ვამზადებდი. მიხარია, რომ ძალიან კარგი მოსწავლეები მყავს, ისინი ძალიან კრეატიული ადამიანები არიან და სულ ვცდილობ მათი ფანტაზიის გაღვივებას.
© courtesy of Marina Royvaმარინა როყვას ნახელავი
მარინა როყვას ნახელავი - Sputnik საქართველო, 1920, 20.09.2023
მარინა როყვას ნახელავი
- თავისუფალ დროს ისევ ხელოვნებას უთმობთ?
- სულ რაღაცას ვქმნი. ვმუშაობ თექაზე, გობელენზე, ვქსოვ ხალიჩას, ვხატავ და სხვადასხვა დეკორაციებსა და კომპოზიციებს ვაკეთებ. შემიძლია ჩვეულებრივი პროდუქტებისგან კულინარიული კომპოზიციები მოვიფიქრო. ასეთი რამ სუფრას ყოველთვის ახალისებს და აფერადებს.
© courtesy of Marina Royvaმარინა როყვას ნახელავი
მარინა როყვას ნახელავი - Sputnik საქართველო, 1920, 20.09.2023
მარინა როყვას ნახელავი
- როგორი უნდა იყოს ხელოვნების გაკვეთილი, რომ მოსწავლეებს მისდამი ინტერესი გაუღვივდეთ?
- ბავშვებს ძალიან მოსწონთ ხოლმე ჩემი „პროექტ–გაკვეთილები“. მასში აქტიურად არიან ჩართული, ყველაფერი აინტერესებთ ხოლმე, ამიტომ ბევრ კითხვას მისვამენ. ვცდილობ თითოეულ მათგანთან ახლოს მივიდე, გავერკვიო რისი გაგება სურთ და მათი არცერთი კითხვა უპასუხოდ არ დავტოვო.
© courtesy of Marina Royvaმარინა როყვა
მარინა როყვა - Sputnik საქართველო, 1920, 20.09.2023
მარინა როყვა
- რომელიმე ასეთი გაკვეთილი ხომ არ დაგამახსოვრდათ?
- დიახ, ერთ ასეთ „პროექტ-გაკვეთილს“ რომ ვატარებდი, იმ დღეს ჩემი დაბადების დღე იყო. მახსოვს, დაფისკენ ზურგით ვიდექი და მოსწავლეებმა მთხოვეს, რომ უკან მიმეხედა. როცა დაფისკენ მივბრუნდი, წავიკითხე წარწერა: „გილოცავთ, ჩვენ თქვენ გვიყვარხართ!" შემდეგ ბავშვებისკენ შემოვბრუნდი და მათ ყვავილების თაიგული მომართვეს. იმ დღეს ძალიან ბედნიერი ვიყავი...
ნინო მამულაშვილი
ყველა ახალი ამბავი
0