გაირკვა ლიტერატურული პრემია „საბას" ლაურეატები
14:18 20.09.2023 (განახლებულია: 18:24 20.09.2023)
© courtesy of Publishing House SABAპრემია „საბა"

© courtesy of Publishing House SABA
გამოწერა
საუკეთესო რომანად ერთდროულად ორი ნაწარმოები დასახელდა.
თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში 2023 წლის საუკეთესო რომანებად ერთდროულად ორი ნაწარმოები დასახელდა – ზაზა ბურჭულაძის „ვარდის სურნელი" და ივა ფეზუაშვილის „მასკარაფონე". ყოველწლიური კონკურსის გამარჯვებულები თბილისში გუშინ გამოაცხადეს.
„საბას" დანარჩენი ცხრა ნომინაციის ლიდერები არიან:
მკითხველის „საბა" - გოდე გორგილაძის „რიო-დე-ჟანეიროს ხელმწიფე";
„წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი" - გოგა ქობალიას „ჩემი ყანა გადაიქცა მერცხლად";
„წლის საუკეთესო პიესა" - ვალერი ოთხოზორიას „წმინდა ნაწილები";
„წლის საუკეთესო კრიტიკა" - ნანა აბულაძის „ორივე სქესი";
„წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა" - თეიმურაზ დოიაშვილი და ნათია სიხარულიძე „გალაკტიონი უცენზუროდ";
„წლის საუკეთესო პროზაული კრებული" - ლუკა ბაქანიძის „რომელი ხარ სარდაფსა შინა";
„წლის საუკეთესო პოეტური კრებული" - ნინი ელიაშვილის „სხვა სახელი მოუხდებოდა".
„წლის საუკეთესო პოეტური კრებული" - დათო ქარდავას „მეორადი ჰომეროსი";
„წლის საუკეთესო ქართული თარგმანი" - დოდო ყვავილაშვილი ხორხე ლუის ბორხესის „ფიქციების" თარგმანისთვის;
„წლის საუკეთესო ქართული თარგმანი" - გიორგი ხულორდავა აბდ ორ-რაჰმან ჯამის „ბაჰარესთანის" თარგმანისთვის;
„საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსია ქართულ ლიტერატურაში" - ელზა გურგენიძის „ზაოდი"
თანამედროვე ქართული ლიტერატურული პროცესების ხელშეწყობისა და განვითარებისთვის ლიტერატურული პრემია „საბა" 2023 გადაეცა ნატა ლომოურს.
ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ლიტერატურული პრემია „საბა" 2023 გადაეცა ელზა ახვლედიანს.
ყოველწლიური ლიტერატურული კონკურსი „საბა" „თიბისი ბანკმა", პოეტმა რატი ამაღლობელმა და მწერალმა დათო ტურაშვილმა 2002 წელს დააფუძნეს.
დაარსების დღიდან „საბამ" არაერთი მწერლის ნაწარმოები შეაფასა, კერძოდ 4500-მდე წიგნი განიხილა, 196 პრემია გასცა და150-ზე მეტი ავტორი დააჯილდოვა (მათგან არაერთი ავტორი დაჯილდოვდა მინიმუმ ორჯერ და მეტჯერ). ჟიურიში კი 90-მდე მწერალმა და ლიტერატორმა იმუშავა.