https://sputnik-georgia.com/20230920/aviakompania-rosia-saqartvelosi-frenebs-ganaxorcielebs-282468415.html
ავიაკომპანია „როსია“ საქართველოში ფრენებს დაიწყებს
ავიაკომპანია „როსია“ საქართველოში ფრენებს დაიწყებს
Sputnik საქართველო
ამჟამად რუსეთსა და საქართველოს შორის რეისებს სამი ავიაკომპანია ახორციელებს. 20.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-20T20:15+0400
2023-09-20T20:15+0400
2023-09-20T22:45+0400
ახალი ამბები
საქართველო
ავიამიმოსვლა საქართველოში
რუსეთი
ავიამიმოსვლა საქართველო-რუსეთს შორის
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/14/282466732_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_54131ab5d63d58819261287fb1d0d63d.jpg
თბილისი, 20 სექტემბერი – Sputnik. ავიაკომპანია „როსია“ მოსკოვის „შერემეტიევოს“ აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს 14 ოქტომბრიდან დაიწყებს, ნათქვამია აეროპორტის ვებ-გვერდზე.2023 წლის მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა გააუქმა 2019 წელს დაწესებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა საქართველოსთან. ფრენების აკრძალვის გაუქმების შემდეგ 19 მაისს რუსეთიდან საქართველოში პირველი რეისი შეასრულა რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის" თვითმფრინავმა, ხოლო 20 მაისს მოსკოვში Georgian Airways-ის თვითმფრინავი გაფრინდა. 10 ივლისიდან პირდაპირი რეისების შესრულება რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა დაიწყო.ფრენების ტაბლოს მიხედვით, „როსიას“ ფრენები ყოველდღიურად 0:45 და 9:35 საათზე (მოსკოვის დროით) შესრულდება.ასევე იგეგმება ფრენების გახსნა ბათუმში კვირაში სამჯერ 10:30 საათზე – ოთხშაბათს, შაბათს და კვირას. პირველი რეისი ასევე, სავარაუდოდ, 14 ოქტომბერს შესრულდება.მაგრამ ავიაკომპანია „როსიას“ ვებ-გვერდზე საქართველოს ქალაქები ხელმისაწვდომი მიმართულებების სიაში არ არის მითითებული.ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის მოსკოვმა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი იყო თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/14/282466732_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_086ab14faf5993eeffe1c1d8de2e3979.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, რუსეთი, ავიამიმოსვლა საქართველო-რუსეთს შორის
ახალი ამბები, საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, რუსეთი, ავიამიმოსვლა საქართველო-რუსეთს შორის
ავიაკომპანია „როსია“ საქართველოში ფრენებს დაიწყებს
20:15 20.09.2023 (განახლებულია: 22:45 20.09.2023) ამჟამად რუსეთსა და საქართველოს შორის რეისებს სამი ავიაკომპანია ახორციელებს.
თბილისი, 20 სექტემბერი – Sputnik. ავიაკომპანია „როსია“ მოსკოვის „შერემეტიევოს“ აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს 14 ოქტომბრიდან დაიწყებს, ნათქვამია აეროპორტის ვებ-გვერდზე.
2023 წლის მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა გააუქმა 2019 წელს დაწესებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა საქართველოსთან. ფრენების აკრძალვის გაუქმების შემდეგ 19 მაისს რუსეთიდან საქართველოში პირველი რეისი შეასრულა რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის" თვითმფრინავმა, ხოლო 20 მაისს მოსკოვში Georgian Airways-ის თვითმფრინავი გაფრინდა. 10 ივლისიდან პირდაპირი რეისების შესრულება რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა დაიწყო.
ფრენების ტაბლოს მიხედვით, „როსიას“ ფრენები ყოველდღიურად 0:45 და 9:35 საათზე (მოსკოვის დროით) შესრულდება.
ასევე იგეგმება ფრენების გახსნა ბათუმში კვირაში სამჯერ 10:30 საათზე – ოთხშაბათს, შაბათს და კვირას. პირველი რეისი ასევე, სავარაუდოდ, 14 ოქტომბერს შესრულდება.
მაგრამ ავიაკომპანია „როსიას“ ვებ-გვერდზე საქართველოს ქალაქები ხელმისაწვდომი მიმართულებების სიაში არ არის მითითებული.
ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის მოსკოვმა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი იყო თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ.