მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ყარაბაღში ანტიტერორისტული ოპერაცია შეაფასა

© photo: Sputnik / Alexey Kudenko / გადასვლა მედიაბანკშისამხედრო აღლუმი ბაქოში
სამხედრო აღლუმი ბაქოში - Sputnik საქართველო, 1920, 20.09.2023
გამოწერა
თბილისი, 20 სექტემბერი − Sputnik. ყარაბაღში დაწყებული ანტიტერორისტული ღონისძიებები წარმატებით მიმდინარეობს, აცხადებს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო.

„აზერბაიჯანის ყარაბაღის ეკონომიკურ რეგიონში აზერბაიჯანის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ლოკალური ანტიტერორისტული ღონისძიებები წარმატებით გრძელდება. განეიტრალებულია საბრძოლო პოზიციები, სამხედრო დანიშნულების ავტომობილები, საარტილერიო და საზენიტო-სარაკეტო დანადგარები, რადიოელექტრონული ბრძოლის სადგურები და სხვა სამხედრო დანიშნულების საშუალებები, რომლებიც სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებებს ეკუთვნის“, − ნათქვამია სამხედრო უწყების განცხადებაში.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ სამშაბათს განაცხადა, რომ ბაქომ ყარაბაღში ლოკალური ხასიათის „ანტიტერორისტული ღონისძიებები" დაიწყო კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენად. ყარაბაღში სამიზნედ სომხეთის შეიარაღებული ძალები დასახელდა, რისთვისაც ბაქო მაღალი სიზუსტის იარაღს იყენებს.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რეგიონში მშვიდობის პირობად ყარაბაღიდან სომხეთის ჯარების სრულად გაყვანა და სტეპანაკერტში არაღიარებული ხელისუფლების დაშლა დაასახელა. მიმდინარე მოვლენებს ერევანში ბაქოს მხრიდან აგრესიული ქმედებები უწოდეს და განაცხადეს, რომ ყარაბაღში სომხური დანაყოფები არ დგას.
ყველა ახალი ამბავი
0