https://sputnik-georgia.com/20230920/------282462397.html
სად გაიმართება „თბილისობა": მერიამ ლოკაციები დაასახელა
სად გაიმართება „თბილისობა": მერიამ ლოკაციები დაასახელა
Sputnik საქართველო
პირველად „თბილისობის" დღესასწაული 1979 წლის ოქტომბერში აღნიშნეს. 20.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-20T18:37+0400
2023-09-20T18:37+0400
2023-09-20T22:29+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/01/270961018_0:66:1281:786_1920x0_80_0_0_eb3d4c5486385de447915f8d4837bc9e.jpg
თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. „თბილისობის" დღესასწაულთან დაკავშირებით კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებები რიყის პარკში, აბანოთუბანსა და ორბელიანის მოედანზე 30 სექტემბერსა და 1 ოქტომბერს გაიმართება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე. 2018 წლიდან „თბილისობა" ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას იმართებოდა და არა თვის ბოლოს, როგორც ეს ადრე იყო მიღებული. ბოლო დროს ქალაქის დღესასწაულის აღნიშვნა გადაიდო მხოლოდ ორჯერ – 2020 წელს კოვიდ-პანდემიის გამო და 2021 წელს – ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, როდესაც საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა. 2021 წელს მხოლოდ „საპატიო თბილისელების" დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. მერის თქმით, დაჯილდოების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ დაიწყება გალა-კონცერტი, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემა. რაც შეეხება დაგეგმილი ღონისძიებების პროგრამას, კალაძის თქმით, მას დედაქალაქის მერია მოგვიანებით გაავრცელებს. „რამდენიმე დღის შემდეგ თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს უფრო დეტალურ ორდღიან პროგრამას გავაცნობთ, თუ სად რა კონცერტი გაიმართება. ველოდებით ბევრ სტუმარს. ვიცი, რომ ბევრი თბილისელი, ისევე, როგორც რეგიონების მოსახლეობა ელოდება „თბილისობას". წელს გვექნება შესაძლებლობა, ერთად აღვნიშნოთ ჩვენი ქალაქის დღე", – განაცხადა კალაძემ. პირველად „თბილისობის" დღესასწაული 1979 წლის ოქტომბერში ჩატარდა. რთული სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გამო 1989 წლიდან 1994 წლამდე ეს დღესასწაული არ იმართებოდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/01/270961018_72:0:1207:851_1920x0_80_0_0_0948010e427c7d1ba26a7e0972d491e5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
სად გაიმართება „თბილისობა": მერიამ ლოკაციები დაასახელა
18:37 20.09.2023 (განახლებულია: 22:29 20.09.2023) პირველად „თბილისობის" დღესასწაული 1979 წლის ოქტომბერში აღნიშნეს.
თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. „თბილისობის" დღესასწაულთან დაკავშირებით კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებები რიყის პარკში, აბანოთუბანსა და ორბელიანის მოედანზე 30 სექტემბერსა და 1 ოქტომბერს გაიმართება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
2018 წლიდან „თბილისობა" ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას იმართებოდა და არა თვის ბოლოს, როგორც ეს ადრე იყო მიღებული. ბოლო დროს ქალაქის დღესასწაულის აღნიშვნა გადაიდო მხოლოდ ორჯერ – 2020 წელს კოვიდ-პანდემიის გამო და 2021 წელს – ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, როდესაც საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა. 2021 წელს მხოლოდ „საპატიო თბილისელების" დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
„30 სექტემბერს და 1 ოქტომბერს, 12:00-დან 22:00 საათამდე პერიოდში რიყის პარკში, აბანოთუბანსა და ორბელიანის მოედანზე სხვადასხვა კულტურული და გასართობი ღონისძიებები გაიმართება. თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია კი 30 სექტემბერს, 20:00 საათზე ცერემონიების სახელმწიფო სასახლეში გაიმართება", – განაცხადა კალაძემ.
მერის თქმით, დაჯილდოების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ დაიწყება გალა-კონცერტი, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემა.
რაც შეეხება დაგეგმილი ღონისძიებების პროგრამას, კალაძის თქმით, მას დედაქალაქის მერია მოგვიანებით გაავრცელებს.
„რამდენიმე დღის შემდეგ თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს უფრო დეტალურ ორდღიან პროგრამას გავაცნობთ, თუ სად რა კონცერტი გაიმართება. ველოდებით ბევრ სტუმარს. ვიცი, რომ ბევრი თბილისელი, ისევე, როგორც რეგიონების მოსახლეობა ელოდება „თბილისობას". წელს გვექნება შესაძლებლობა, ერთად აღვნიშნოთ ჩვენი ქალაქის დღე", – განაცხადა კალაძემ.
პირველად „თბილისობის" დღესასწაული 1979 წლის ოქტომბერში ჩატარდა. რთული სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გამო 1989 წლიდან 1994 წლამდე ეს დღესასწაული არ იმართებოდა.