https://sputnik-georgia.com/20230920/--------282447135.html
ბრინჯაოს მედალი! გივი მაჭარაშვილმა პარიზის ოლიმპიადის საგზური მოიპოვა
ბრინჯაოს მედალი! გივი მაჭარაშვილმა პარიზის ოლიმპიადის საგზური მოიპოვა
Sputnik საქართველო
21 სექტემბერს მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები დაიწყებენ. 20.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-20T12:53+0400
2023-09-20T12:53+0400
2023-09-20T17:44+0400
საქართველო
სპორტი
სერბეთი
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23538/95/235389525_0:0:1200:676_1920x0_80_0_0_b969ce63b57b9b4b9eef3b64d0cdeed6.jpg
თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარაშვილმა (97 კგ) ბელგრადში მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი აიღო და 2024 წლის ოლიმპიადის საგზურიც მოიპოვა. სერბეთის დედაქალაქში მსოფლიო ჩემპიონატი 16-24 სექტემბრის პერიოდში ტარდება. შეჯიბრებები იმართება ბერძნულ-რომაულ, ქალთა და თავისუფალ ჭიდაობაში. ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში თურქი მეტოქე დაამარცხა. ბელგრადში საქართველოს ნაკრებმა თავისუფალ ჭიდაობაში ოთხი მედლის მოპოვება შეძლო. მაჭარაშვილის გარდა, ბრინჯაოს მედალს შოთა ფარტენაძეც (61 კგ) დაეუფლა. ტურნირზე ვერცხლის მედლები მოიპოვეს ვლადიმერ გამყრელიძემ (79 კგ) და გენო პეტრიაშვილმა (125 კგ). პეტრიაშვილმა მედალთან ერთად ოლიმპიადის საგზურიც გაინაღდა. საქართველოს ნაკრები საერთო გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილზე გავიდა, აშშ-ისა და ირანის შემდეგ. 21 სექტემბერს მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები დაიწყებენ. მსოფლიოს ჩემპიონატზე, მედლების გარდა, პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიებიც თამაშდება. ექვს ოლიმპიურ წონით კატეგორიაში – 57, 65, 74, 86, 97 და 125 კგ პარიზის ოლიმპიადის საგზურს ხუთ-ხუთი უძლიერესი მოჭიდავე მოიპოვებს. ტურნირზე მედლების გათამაშების შემდეგ ოთხივე მედალოსანი სალიცენზიო ნორმატივს შეასრულებს, რეპეშაჟის ფინალში წაგებული ორი სპორტსმენი კი ერთმანეთს დაუპირისპირდება და მათ შორის წარმატებული ოლიმპიადის მეხუთე ლიცენზიის მფლობელი გახდება.
საქართველო
სერბეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23538/95/235389525_2:0:1069:800_1920x0_80_0_0_6343418e9b140f12b638ad9e7eeb0446.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, სერბეთი, ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველო, სპორტი, სერბეთი, ახალი ამბები, საზოგადოება
ბრინჯაოს მედალი! გივი მაჭარაშვილმა პარიზის ოლიმპიადის საგზური მოიპოვა
12:53 20.09.2023 (განახლებულია: 17:44 20.09.2023) 21 სექტემბერს მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები დაიწყებენ.
თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარაშვილმა (97 კგ) ბელგრადში მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი აიღო და 2024 წლის ოლიმპიადის საგზურიც მოიპოვა.
სერბეთის დედაქალაქში მსოფლიო ჩემპიონატი 16-24 სექტემბრის პერიოდში ტარდება. შეჯიბრებები იმართება ბერძნულ-რომაულ, ქალთა და თავისუფალ ჭიდაობაში. ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში თურქი მეტოქე დაამარცხა.
ბელგრადში საქართველოს ნაკრებმა თავისუფალ ჭიდაობაში ოთხი მედლის მოპოვება შეძლო. მაჭარაშვილის გარდა, ბრინჯაოს მედალს შოთა ფარტენაძეც (61 კგ) დაეუფლა. ტურნირზე ვერცხლის მედლები მოიპოვეს ვლადიმერ გამყრელიძემ (79 კგ) და გენო პეტრიაშვილმა (125 კგ). პეტრიაშვილმა მედალთან ერთად ოლიმპიადის საგზურიც გაინაღდა.
საქართველოს ნაკრები საერთო გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილზე გავიდა, აშშ-ისა და ირანის შემდეგ. 21 სექტემბერს მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები დაიწყებენ.
მსოფლიოს ჩემპიონატზე, მედლების გარდა, პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიებიც თამაშდება. ექვს ოლიმპიურ წონით კატეგორიაში – 57, 65, 74, 86, 97 და 125 კგ პარიზის ოლიმპიადის საგზურს ხუთ-ხუთი უძლიერესი მოჭიდავე მოიპოვებს.
ტურნირზე მედლების გათამაშების შემდეგ ოთხივე მედალოსანი სალიცენზიო ნორმატივს შეასრულებს, რეპეშაჟის ფინალში წაგებული ორი სპორტსმენი კი ერთმანეთს დაუპირისპირდება და მათ შორის წარმატებული ოლიმპიადის მეხუთე ლიცენზიის მფლობელი გახდება.