https://sputnik-georgia.com/20230920/----------282453275.html
თაღლითური სქემით თანხების მითვისება: თბილისში ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი დააკავეს
თაღლითური სქემით თანხების მითვისება: თბილისში ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი დააკავეს
Sputnik საქართველო
პროკურატურის ცნობით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა 98 ათასი ლარი მიისაკუთრეს. 20.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-20T15:21+0400
2023-09-20T15:21+0400
2023-09-20T20:21+0400
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23582/73/235827337_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_53fce3dc600877f00ebe4ddd697f1bd3.jpg
თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე კომპანია „როიალ ტაბ გრუპის" წარმომადგენლობის დირექტორი დააკავა, ხოლო აღნიშნული კომპანიის იურისტის მიმართ კი ძებნა გამოაცხადა. პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წელს ნაძალადევის რაიონის გამგეობასა და „როიალ ტაბ გრუპის" წარმომადგენლობას შორის ელექტრონული ტენდერის შედეგის საფუძველზე საყრდენი კედლების მოწყობის სამუშაოების შესრულებაზე 523.500 ლარის ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულების შესრულების პროცესში აღნიშნული კომპანიის დირექტორმა და იურისტმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საავანსო თანხის დაუფლება გადაწყვიტეს. ამ მიზნით კომპანიის იურისტმა ნაძალადევის რაიონის გამგეობაში სადაზღვევო კომპანია „ნიუ ვიჟენ დაზღვევის" სახელით შედგენილი ყალბი განცხადება წარადგინა, რის საფუძველზეც კომპანიას სახელმწიფო ხაზინიდან ავანსის სახით 157 ათასი ლარი ჩაერიცხა. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა სამუშაოს მხოლოდ თანხის ნაწილი მოახმარეს, დარჩენილი 98 ათასი ლარი კი მიისაკუთრეს. ამასთან, ბრალდებულებმა დაამზადეს და გამგეობაში წარადგინეს 45 ათასი ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულების ყალბი მიღება-ჩაბარების აქტები და სხვა დოკუმენტაცია. კომპანიის დირექტორს ბრალი სსკ-ის 180-ე და 362-ე მუხლების ქვეპუნქტებით (ორჯერ ნასამართლევი პირის მიერ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე) წარედგინა, რაც შვიდიდან ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. რაც შეეხება კომპანიის იურისტს, მას დაუსწრებლად წარედგინა ბრალი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით, არაერთგზის ჩადენილი თაღლითობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე, რაც ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სასამართლომ ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა და მის მიმართ გამოცხადებულია ძებნა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23582/73/235827337_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_8b356a5463c58cad52e68e17c1fb9f16.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
თაღლითური სქემით თანხების მითვისება: თბილისში ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი დააკავეს
15:21 20.09.2023 (განახლებულია: 20:21 20.09.2023) პროკურატურის ცნობით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა 98 ათასი ლარი მიისაკუთრეს.
თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე კომპანია „როიალ ტაბ გრუპის" წარმომადგენლობის დირექტორი დააკავა, ხოლო აღნიშნული კომპანიის იურისტის მიმართ კი ძებნა გამოაცხადა.
პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წელს ნაძალადევის რაიონის გამგეობასა და „როიალ ტაბ გრუპის" წარმომადგენლობას შორის ელექტრონული ტენდერის შედეგის საფუძველზე საყრდენი კედლების მოწყობის სამუშაოების შესრულებაზე 523.500 ლარის ხელშეკრულება გაფორმდა.
ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულების შესრულების პროცესში აღნიშნული კომპანიის დირექტორმა და იურისტმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საავანსო თანხის დაუფლება გადაწყვიტეს. ამ მიზნით კომპანიის იურისტმა ნაძალადევის რაიონის გამგეობაში სადაზღვევო კომპანია „ნიუ ვიჟენ დაზღვევის" სახელით შედგენილი ყალბი განცხადება წარადგინა, რის საფუძველზეც კომპანიას სახელმწიფო ხაზინიდან ავანსის სახით 157 ათასი ლარი ჩაერიცხა.
დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა სამუშაოს მხოლოდ თანხის ნაწილი მოახმარეს, დარჩენილი 98 ათასი ლარი კი მიისაკუთრეს. ამასთან, ბრალდებულებმა დაამზადეს და გამგეობაში წარადგინეს 45 ათასი ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულების ყალბი მიღება-ჩაბარების აქტები და სხვა დოკუმენტაცია.
კომპანიის დირექტორს ბრალი სსკ-ის 180-ე და 362-ე მუხლების ქვეპუნქტებით (ორჯერ ნასამართლევი პირის მიერ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე) წარედგინა, რაც შვიდიდან ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
რაც შეეხება კომპანიის იურისტს, მას დაუსწრებლად წარედგინა ბრალი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით, არაერთგზის ჩადენილი თაღლითობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე, რაც ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სასამართლომ ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა და მის მიმართ გამოცხადებულია ძებნა.