https://sputnik-georgia.com/20230919/somxet-azernbaijanis-konfliqti-282423053.html
სომხეთის თავდაცვის სამინისტრო: სომხეთს მთიან ყარაბაღში არმია არ ჰყავს
სომხეთის თავდაცვის სამინისტრო: სომხეთს მთიან ყარაბაღში არმია არ ჰყავს
Sputnik საქართველო
თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. აზერბაიჯანმა დღეს, 19 სექტემბრის 13:00 საათზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვია და ყარაბაღში სარაკეტო-საარტილერიო დარტყმები... 19.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-19T15:03+0400
2023-09-19T15:03+0400
2023-09-19T18:42+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
ვითარება ყარაბაღში
სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი
პოლიტიკა
კავკასია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/11/250066731_0:178:3009:1871_1920x0_80_0_0_daca6bbaf1b0c57cf21baccec46362bb.jpg
თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. აზერბაიჯანმა დღეს, 19 სექტემბრის 13:00 საათზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვია და ყარაბაღში სარაკეტო-საარტილერიო დარტყმები დაიწყო, იუწყება „Sputnik-სომხეთი“ არაღიარებული ყარაბაღის თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით.როგორც სომხეთში მთიანი ყარაბაღის წარმომადგენლობაში აცხადებენ, აზერბაიჯანის არმიას ამ დროისათვის იერიში მიაქვს სტეპანაკერტზე და ყარაბაღის სხვა ქალაქებსა და სოფლებზე.ამასთან სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მთიან ყარაბაღში სომხეთის სამხედრო ძალები არ იმყოფებიან.მანამდე აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაქომ „რესპუბლიკის კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის მიზნით“ რეგიონში ლოკალური ხასიათის ანტიტერორისტული ღონისძიებები დაიწყო.ამასთან აზერბაიჯანულ უწყებაში აკონკრეტებენ, რომ მათ შეტევა მიაქვთ „მხოლოდ ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნეებზე“ და არა სამოქალაქო მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/11/250066731_140:0:2871:2048_1920x0_80_0_0_81d91cb49b8d3218ce87819f5ba1c696.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, ვითარება ყარაბაღში , სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი, პოლიტიკა, კავკასია
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, ვითარება ყარაბაღში , სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი, პოლიტიკა, კავკასია
თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. აზერბაიჯანმა დღეს, 19 სექტემბრის 13:00 საათზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვია და ყარაბაღში სარაკეტო-საარტილერიო დარტყმები დაიწყო,
იუწყება „Sputnik-სომხეთი“ არაღიარებული ყარაბაღის თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით.
როგორც სომხეთში მთიანი ყარაბაღის წარმომადგენლობაში აცხადებენ, აზერბაიჯანის არმიას ამ დროისათვის იერიში მიაქვს სტეპანაკერტზე და ყარაბაღის სხვა ქალაქებსა და სოფლებზე.
ამასთან სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მთიან ყარაბაღში სომხეთის სამხედრო ძალები არ იმყოფებიან.
„როგორც მანამდე, ისე ახლა, აზერბაიჯანის ოფიციალურ ცნობებში კვლავ გვხვდება ცრუ განცხადება იმის შესახებ, რომ მთიან ყარაბაღში სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები, ტექნიკა და პირადი შემადგენლობა იმყოფება. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ არაერთხელ განაცხადა და ახლაც აცხადებს, რომ მთიან ყარაბაღში არმია არ ჰყავს“, — ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაქომ „რესპუბლიკის კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის მიზნით“ რეგიონში ლოკალური ხასიათის ანტიტერორისტული ღონისძიებები დაიწყო.
ამასთან აზერბაიჯანულ უწყებაში აკონკრეტებენ, რომ მათ შეტევა მიაქვთ „მხოლოდ ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნეებზე“ და არა სამოქალაქო მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე.