ქართული კომპანიების ფასიანი ქაღალდები ლონდონის ბირჟაზე: ერთი კვირის ვაჭრობის შედეგები

© AFP 2024 / TOLGA AKMENლონდონის საფონდო ბირჟა
ლონდონის საფონდო ბირჟა - Sputnik საქართველო, 1920, 19.09.2023
გამოწერა
ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს მთავრობის ფასიანი ქაღალდების ღირებულება გასულ კვირაში გაიზარდა.
თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს სუვერენული ობლიგაციების ღირებულება ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასულ კვირაში 0,02%-ით გაიზარდა და 90,13 დოლარი შეადგინა, მოგება შეადგენს 6,98%-ს, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის ანგარიშში.
„საქართველოს რკინიგზის" ევროობლიგაციების ღირებულება ერთ კვირაში 0,43%-ით გაიზარდა, ვაჭრობა დაიხურა 7,2% მოგებით, 87,33 პუნქტის ფასით.
ვაჭრობა აქციებით
ლონდონის საფონდო ბირჟაზე „საქართველოს ბანკის" აქციებზე ფასი ერთ კვირაში 9,13%-ით გაიზარდა და ერთ აქციაზე 37,05 ფუნტი სტერლინგი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში ბანკის 458 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 33,2–37,05 ფუნტის დიაპაზონში.
კომპანია Georgia Capital-ის აქციების ფასი კვირის განმავლობაში შემცირდა 0,84%-ით და ერთ აქციაზე 9,42 ფუნტი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 112 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შესრულდა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 9,4–9,61 ფუნტის დიაპაზონში.
TBC Bank-ის აქციები ერთ კვირაში გაიზარდა 4,55%-ით და 28,7 ფუნტი შეადგინა ერთ აქციაზე. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 230 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 27,0–28,7 ფუნტის დიაპაზონში.
ყველა ახალი ამბავი
0