წარმატებული ქართველი ამერიკაში - რა თვისება აერთიანებს ჩვენს ემიგრანტებს უცხოეთში

© courtesy of Mariam Abuladzeმარიამ აბულაძე
მარიამ აბულაძე - Sputnik საქართველო, 1920, 19.09.2023
გამოწერა
ამ მასალით შეგახსენებთ იმ საინტერესო შემეცნებით გზას, რაც მან უცხოეთში გაიარა.
ჩემი ცხოვრების ყველა მნიშვნელოვანი ეტაპი, რაც დამეხმარა ინტერესებისა და კარიერული გეგმების ფორმირებაში, საქართველოს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს უკავშირდება“ - გვითხრა მარიამ აბულაძემ. თბილისის წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის ოქროს მედალზე დამთავრების შემდეგ მან იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა წითელი დიპლომით. შემდეგ ისე მოხდა, რომ ამერიკულ და ბრიტანულ უნივერსიტეტებში ერთდროულად ჩაირიცხა. არჩევანი კალიფორნიის ქალაქ ლოს-ანჯელესის ყველაზე მსხვილ სახელმწიფო უნივერსიტეტზე UCLA (University of California Los Angeles) შეაჩერა. ეს სასწავლებელი მსოფლიოს მასშტაბით უნივერსიტეტების ტოპ-ათეულშია და ამერიკის N1 სახელმწიფო უნივერსიტეტად ითვლება. 2021 წელს ბიზნესისა და საგადასახადო სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე ამავე უნივერსიტეტის დაფინანსებით ჩაირიცხა. ამის გარდა კემბრიჯის უნივერსიტეტის ლიცენზირებული ინგლისური ენის პედაგოგიცაა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ წარმატებით ჩააბარა კალიფორნიის შტატის საადვოკატო გამოცდა. მარიამი სულ ახლახან გაბედნიერდა, ბედნიერ ცხოვრებას ვუსურვებთ მას და წარმატებებს საქმიანობაში.
- მარიამ, საინტერესოა, თავის დროზე რატომ გააკეთეთ არჩევანი ამერიკაში სწავლაზე?
- ეს იყო ერთ-ერთი რთული გადაწყვეტილება, რაც აქამდე მიმიღია. ამერიკულ და ბრიტანულ ტოპ-უნივერსიტეტებში ერთდროულად ჩავირიცხე. თუმცა ამერიკამ მიმიზიდა იმ უსაზღვრო შესაძლებლობებით, რასაც ის (არა მხოლოდ) ამერიკული განათლების მქონე ადამიანებს სთავაზობს. დაუღალავი შრომის გარეშე, ვფიქრობ, ვერც ერთი, მათ შორის, ამერიკული ოცნებაც ვერ ახდება. რაც უფრო დიდი შრომის ფასად გვიჯდება მიზნის მიღწევა, მით უფრო სასიამოვნოა შედეგიც. ამიტომ ვთვლი, რომ ამერიკამ ჩემ პროფესიულ განვითარებას ძალიან სწორი მიმართულება მისცა.
© courtesy of Mariam Abuladzeმარიამ აბულაძე
მარიამ აბულაძე - Sputnik საქართველო, 1920, 19.09.2023
მარიამ აბულაძე
- ის, რომ ასეთი შრომისმოყვარე, პრინციპული და თანამიმდევრული ხართ, ყველაფერი ბავშვობიდან მოდის?
- სკოლის პერიოდი გარდამტეხი აღმოჩნდა კარიერული არჩევანის გაკეთების დროს. ყველაფერი დაწყებითი განათლების საფეხურიდან ყალიბდება, ამიტომ ამ პერიოდში შეძენილი უნარ-ჩვევები, მაღალი პასუხისმგებლობის განცდა და საკუთარ თავზე მუშაობის დისციპლინა სწორედ ადრეული ასაკიდან გამომიმუშავდა. ჩემი ბავშვობა ყოველთვის საინტერესოდ იყო დატვირთული სხვადასხვა აქტივობით, რომელსაც უმეტესად აკადემიური ხასიათი ჰქონდა.
- დაწყებითი განათლება სად მიიღეთ?
- წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლა ოქროს მედლით დავამთავრე. გამიმართლა, რადგან იქ მასწავლიდნენ ისეთი პედაგოგები, რომელთაგან არა მხოლოდ თეორიული ცოდნა მივიღე, არამედ მათი დახმარებით ჩამომიყალიბდა მეცადინეობისადმი ჯანსაღი, ინტერესით სავსე დამოკიდებულება. ამერიკის შეერთებულ შტატებში უნივერსიტეტში სწავლის ერთ-ერთი თავისებურება ე.წ. Self-study, ანუ თვითსწავლაში გამოიხატება, რისთვისაც მე მზად აღმოვჩნდი სწორედ იმ უნარ-ჩვევების მეშვეობით, რაც საქართველოში სწავლისას მივიღე.
© courtesy of Mariam Abuladzeმარიამ აბულაძე
მარიამ აბულაძე - Sputnik საქართველო, 1920, 19.09.2023
მარიამ აბულაძე
- ამერიკაში რა მოგწონთ ყველაზე მეტად და სწავლის დროს რა პროექტების განხორციელება შეძელით?
- პირველ რიგში, ამერიკაში მომწონს განსხვავებული აზრის მიმღებლობა, რაც, ცხადია, აპრიორი არ გულისხმობს ყველა განსხვავებული აზრის გათვალისწინებას. თუმცა ფაქტია, აქ ყველას აქვს იმის გარანტია, რომ მის აზრს მოისმენენ. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია და ეს ამერიკული კულტურის ნაწილია. როგორც უცხოელისთვის, ჩემთვის დასაფასებელია ის, რომ აქ ჩამოსვლისთანავე თავს მათ ნაწილად ვგრძნობ. გარდა აკადემიური საქმიანობისა, UCLA-ში სწავლის დროს ამირჩიეს ამ უნივერსიტეტის იურისტ ქალთა ასოციაციის პრეზიდენტად. ამ ორგანიზაციის ფარგლებში ვთანამშრომლობდით პროფესორებთან და როგორც საერთაშორისო, ისე ამერიკელი სტუდენტებისთვის არაერთ პროექტს ვაფინანსებდით.
© courtesy of Mariam Abuladzeუცხოელ სტუდენტებთან ერთად
უცხოელ სტუდენტებთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 19.09.2023
უცხოელ სტუდენტებთან ერთად
- ამერიკულ სამართლებრივ სისტემაში რა მოგწონთ?
- ამერიკაში თითოეულ შტატს თავისი კონსტიტუცია და, შესაბამისად, თავისი იურისდიქცია გააჩნია. ამიტომ როდესაც იურისტს სურს ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება, მან უნდა ჩააბაროს კონკრეტული შტატის გამოცდა, სადაც სურს იყოს ლიცენზირებული. ეს კი თავისთავად განსხვავებულს და საინტერესოს ხდის ამ პროფესიის სპეციფიკას და განასხვავებს მას ქართული მოდელისგან. ამ განსხვავების უფრო მკვეთრად წარმოსაჩენად აშშ-ში ფედერალურ დონეზე ფუნქციონირებს ე.წ. მოძრავი საგადასახადო სასამართლო, რომელიც გადაადგილდება სარჩელის წარმდგენი პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და ასე განიხილავს საგადასახადო დავებთან დაკავშირებულ საქმეებს. აღნიშნულ სასამართლოში ყველა მოსამართლე აუცილებლად საგადასახადო სამართლის სპეციალისტი უნდა იყოს.
© courtesy of Mariam Abuladzeმარიამ აბულაძე ლექციაზე
მარიამ აბულაძე ლექციაზე - Sputnik საქართველო, 1920, 19.09.2023
მარიამ აბულაძე ლექციაზე
- რას უსურვებთ მათ, ვინც ამერიკაში აპირებს სწავლის გაგრძელებას?
- ჩემი სურვილია, რომ მათ ჰქონდეთ მაქსიმალური შესაძლებლობები იმისთვის, რომ საკუთარი ნიჭი გამოავლინონ და თვითგანვითარებაში ჩადებული ყოველი ძალისხმევა დაუფასდეთ. სხვათა შორის, საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ სტუდენტებს (მოსწავლეებს) აერთიანებს ერთი საერთო თვისება: ისინი ძალიან შრომისმოყვარე და მიზანმიმართულები არიან, იმდენად, რომ ეს მათ სხვებისგან გამოარჩევს.
ნინო მამულაშვილი
ყველა ახალი ამბავი
0