მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ვაჭრობის შედეგები: ნავთობის ფასმა რეკორდი მოხსნა

© photo: Sputnik / Maksim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 19.09.2023
გამოწერა
თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. ლონდონის ბირჟა ICE-ზე გამართულ ვაჭრობაზე Brent-ის მარკის ნავთობზე ნოემბრის ფიუჩერსების ღირებულებამ რეკორდულ დონეს მიაღწია და გასული წლის 15 ნოემბრის შემდეგ პირველად გადააჭარბა ერთ ბარელზე 95 დოლარს.
როგორც ვაჭრობის მონაცემებიდან ირკვევა, დღეს, დილის 07:52 საათისთვის (თბილისის დროით) Brent-ის ფასმა 0,49%-ით მოიმატა და ბარელზე 95,03 დოლარი შეადგინა.
ოდნავ მოგვიანებით, 08:12 საათისთვის Brent უკვე 95,08 დოლარად იყიდებოდა.
რაც შეეხება WTI-ს მარკის ნავთობს, მისი ნოემბრის ფიუჩერსების ფასი 0,25%-ით გაიზარდა და ერთ ბარელზე 91,34 დოლარს მიაღწია.
დასავლელი ექსპერტების პროგნოზით, რუსეთისა და საუდის არაბეთის მიერ ნავთობის მოპოვებისა და გაყიდვის შეზღუდვების შემოღება საწვავის ბაზარზე ფასების ზრდას, ასევე ნედლეულის სერიოზულ დეფიციტსა და პროგრესირებად ინფლაციას გამოიწვევს.
OPEC-ის წევრმა საუდის არაბეთმა 5 სექტემბერს ნავთობის მოპოვებაზე ლიმიტი (დღეში 1 მილიონი ბარელი) წლის ბოლომდე გაახანგრძლივა. რუსეთმა ასევე გამოაცხადა, რომ 2023 წლის ბოლომდე 300 ათასი ბარელით შეამცირებს მოპოვებას. როგორც Bank of America-ში ვარაუდობენ, ორ ქვეყანას შორის შეთანხმების შედეგად ნავთობის ფასმა ერთ ბარელზე შესაძლოა 100 დოლარს გადააჭარბოს.
ყველა ახალი ამბავი
0