https://sputnik-georgia.com/20230919/----micam--mipel-milano---282427655.html
ქართველი მსჯავრდებულების ნამუშევრები Micam & Mipel Milano-ზე გამოიფინა
ქართველი მსჯავრდებულების ნამუშევრები Micam & Mipel Milano-ზე გამოიფინა
Sputnik საქართველო
თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. ქართველი მსჯავრდებულების ხელნაკეთი ნამუშევრები მილანის საერთაშორისო გამოფენა Micam & Mipel Milano 2023-ზე პირველად... 19.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-19T17:04+0400
2023-09-19T17:04+0400
2023-11-04T14:55+0400
საქართველო
იტალია
სპეციალური პენიტენციური სამსახური
ახალი ამბები
აწარმოე საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/12/282382983_0:213:2048:1365_1920x0_80_0_0_2c033be897151811f9e1e1d749ccfef6.jpg
თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. ქართველი მსჯავრდებულების ხელნაკეთი ნამუშევრები მილანის საერთაშორისო გამოფენა Micam & Mipel Milano 2023-ზე პირველად გამოიფინა. მილანის საერთაშორისო გამოფენა უდიდესი მოვლენაა ტყავის მწარმოებელი კომპანიებისთვის. მასში მსოფლიოს 130 ქვეყნის 1,5 ათასამდე კომპანია მონაწილეობს და მას 45 ათასამდე საერთაშორისო მყიდველი ესწრება. გამოფენა 17-20 სექტემბრის პერიოდში ტარდება. გამოფენაზე წარმოდგენილია მაღაზია „რე-მარკეტის" პროდუქცია – ტყავის საფულეები, ქამრები, ჩანთები და აქსესუარები. „რე-მარკეტი" იუსტიციის სამინისტროს რესოციალიზაციის მარკეტია, რომელიც მსჯავრდებულებს ხელნაკეთი ნივთების რეალიზაციისა და შემოსავლის მიღების შესაძლებლობას აძლევს. სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში მოწყობილ მცირე საწარმოებში, რომლებიც 3D-პრინტერითა და გრავირების აპარატებით არის აღჭურვილი, პატიმრები აქსესუარებს ამზადებენ. პროდუქციის რეალიზაცია აღნიშნულ მაღაზიაში ხდება.ქართველ მსჯავრდებულებს მილანის საერთაშორისო გამოფენაზე ხელნაკეთი ნივთების გამოფენის შესაძლებლობა მიეცათ მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრსა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში.
საქართველო
იტალია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/12/282382983_0:0:1820:1365_1920x0_80_0_0_5b61f8b1e7a23b9c67c3bbd2d360a65c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, იტალია , სპეციალური პენიტენციური სამსახური, ახალი ამბები, აწარმოე საქართველოში
საქართველო, იტალია , სპეციალური პენიტენციური სამსახური, ახალი ამბები, აწარმოე საქართველოში
ქართველი მსჯავრდებულების ნამუშევრები Micam & Mipel Milano-ზე გამოიფინა
17:04 19.09.2023 (განახლებულია: 14:55 04.11.2023) თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. ქართველი მსჯავრდებულების ხელნაკეთი ნამუშევრები მილანის საერთაშორისო გამოფენა Micam & Mipel Milano 2023-ზე პირველად გამოიფინა.
მილანის საერთაშორისო გამოფენა უდიდესი მოვლენაა ტყავის მწარმოებელი კომპანიებისთვის. მასში მსოფლიოს 130 ქვეყნის 1,5 ათასამდე კომპანია მონაწილეობს და მას 45 ათასამდე საერთაშორისო მყიდველი ესწრება. გამოფენა 17-20 სექტემბრის პერიოდში ტარდება.
გამოფენაზე წარმოდგენილია მაღაზია „რე-მარკეტის" პროდუქცია – ტყავის საფულეები, ქამრები, ჩანთები და აქსესუარები.
„რე-მარკეტი" იუსტიციის სამინისტროს რესოციალიზაციის მარკეტია, რომელიც მსჯავრდებულებს ხელნაკეთი ნივთების რეალიზაციისა და შემოსავლის მიღების შესაძლებლობას აძლევს. სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში მოწყობილ მცირე საწარმოებში, რომლებიც 3D-პრინტერითა და გრავირების აპარატებით არის აღჭურვილი, პატიმრები აქსესუარებს ამზადებენ. პროდუქციის რეალიზაცია აღნიშნულ მაღაზიაში ხდება.
ქართველ მსჯავრდებულებს მილანის საერთაშორისო გამოფენაზე ხელნაკეთი ნივთების გამოფენის შესაძლებლობა მიეცათ მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრსა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში.