https://sputnik-georgia.com/20230919/--------282415447.html
საქართველოში სომხეთის საზღვრისკენ მიმავალი გზის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს
საქართველოში სომხეთის საზღვრისკენ მიმავალი გზის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს
Sputnik საქართველო
პროექტი, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, მიმდინარე წლის ბოლოსთვის დასრულდება. 19.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-19T15:21+0400
2023-09-19T15:21+0400
2023-09-19T18:44+0400
საქართველო
სომხეთი
საავტომობილო გზების დეპარტამენტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/05/264986383_0:13:3001:1701_1920x0_80_0_0_0ed492cd5bf45ffb3128b2b51b151945.jpg
თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სადახლო–წოფი–ახქერფის საავტომობილო გზის სარემონტო სამუშაოებისთვის საქართველოს ბიუჯეტიდან 6,6 მლნ ლარი გამოიყოფა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.უწყების ცნობით, სარეაბილიტაციო მონაკვეთი მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს და სომხეთის რესპუბლიკის საზღვრამდე მიდის.პროექტი ითვალისწინებს 8,6 კმ-იანი გზის სრულ რეაბილიტაციას, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს გზის სავალი ნაწილისა და ერთი ხიდის რეაბილიტაცია, არსებული ხელოვნური ნაგებობების აღდგენა და ახალი ნაგებობების მოწყობა.გარდა ამისა, გათვალისიწინებულია მიერთებების, წყალგამტარი მილების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების, ავტოსადგომის, ავტოპავილიონების, საგზაო ნიშნების მოწყობა და გზის სავალი ნაწილის მონიშვნა.სამუშაოების დასრულება 2023 წლის ბოლოსთვის იგეგმება.
საქართველო
სომხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/05/264986383_0:0:2661:1996_1920x0_80_0_0_e2fc2928dce141a646b36c2a7aa40384.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სომხეთი, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სომხეთი, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოში სომხეთის საზღვრისკენ მიმავალი გზის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს
15:21 19.09.2023 (განახლებულია: 18:44 19.09.2023) პროექტი, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, მიმდინარე წლის ბოლოსთვის დასრულდება.
თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სადახლო–წოფი–ახქერფის საავტომობილო გზის სარემონტო სამუშაოებისთვის საქართველოს ბიუჯეტიდან 6,6 მლნ ლარი გამოიყოფა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, სარეაბილიტაციო მონაკვეთი მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს და სომხეთის რესპუბლიკის საზღვრამდე მიდის.
პროექტი ითვალისწინებს 8,6 კმ-იანი გზის სრულ რეაბილიტაციას, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს გზის სავალი ნაწილისა და ერთი ხიდის რეაბილიტაცია, არსებული ხელოვნური ნაგებობების აღდგენა და ახალი ნაგებობების მოწყობა.
გარდა ამისა, გათვალისიწინებულია მიერთებების, წყალგამტარი მილების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების, ავტოსადგომის, ავტოპავილიონების, საგზაო ნიშნების მოწყობა და გზის სავალი ნაწილის მონიშვნა.
სამუშაოების დასრულება 2023 წლის ბოლოსთვის იგეგმება.