https://sputnik-georgia.com/20230919/---------282402310.html
რამდენ ფულს რიცხავენ მიგრანტები საქართველოში - ახალი სტატისტიკა
რამდენ ფულს რიცხავენ მიგრანტები საქართველოში - ახალი სტატისტიკა
Sputnik საქართველო
საქართველოში ფულადი გზავნილებით 2023 წლის პირველ რვა თვეში რუსეთი ლიდერობს. 19.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-19T10:49+0400
2023-09-19T10:49+0400
2023-09-19T15:49+0400
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
სტატისტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23408/45/234084550_0:134:2000:1259_1920x0_80_0_0_b306d9ab28682653cfd05140dbcec2a5.jpg
თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 2023 წლის იანვარი–აგვისტოში, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 23,4%-ით გაიზარდა და 2.995,1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, იუწყება საქართველოს ეროვნული ბანკი.ფულადი გზავნილების მოცულობით 2023 წლის პირველ რვა თვეში რუსეთი ლიდერობს.ეროვნული ბანკის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ 1.256,2 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 41,9%-ია.აგვისტოში გზავნილების მოცულობით რუსეთი ლიდერობსქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადმორიცხვები 2023 წლის აგვისტოში 14,1%-ით შემცირდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 287 მლნ დოლარი შეადგინა.აგვისტოში რუსეთიდან 60,3 მლნ დოლარი გადმოირიცხა – გზავნილების მთლიანი მოცულობის 21%, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 45,6%-ით ნაკლებია.რამდენი გაიგზავნა საქართველოდან უცხოეთშიაგვისტოში საქართველოდან საზღვარგარეთ 29,2 მლნ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2022 წლის აგვისტოსთან შედარებით 1%-ით ნაკლებია.2023 წლის პირველ რვა თვეში საქართველოდან უცხოეთში 230,2 მლნ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7%-ით მეტია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23408/45/234084550_72:0:1929:1393_1920x0_80_0_0_3f3f2f6fe1975351a9c30b19fc01bc3b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , სტატისტიკა
საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , სტატისტიკა
რამდენ ფულს რიცხავენ მიგრანტები საქართველოში - ახალი სტატისტიკა
10:49 19.09.2023 (განახლებულია: 15:49 19.09.2023) საქართველოში ფულადი გზავნილებით 2023 წლის პირველ რვა თვეში რუსეთი ლიდერობს.
თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 2023 წლის იანვარი–აგვისტოში, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 23,4%-ით გაიზარდა და 2.995,1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, იუწყება საქართველოს ეროვნული ბანკი.
ფულადი გზავნილების მოცულობით 2023 წლის პირველ რვა თვეში რუსეთი ლიდერობს.
ფულადი გადმორიცხვების სტატისტიკა: 2023 წლის იანვარი–აგვისტო
ქვეყანა | მოცულობა, მლნ დოლარი | ზრდა/ვარდნა % |
რუსეთი | 1.256,2 | 13,1 |
იტალია | 340,2 | 21,2 |
აშშ | 277,0 | 34,9 |
საბერძნეთი | 148,3 | 0,7 |
გერმანია | 145,4 | 44,5 |
ეროვნული ბანკის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ 1.256,2 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 41,9%-ია.
აგვისტოში გზავნილების მოცულობით რუსეთი ლიდერობს
ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადმორიცხვები 2023 წლის აგვისტოში 14,1%-ით შემცირდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 287 მლნ დოლარი შეადგინა.
ფულადი გადმორიცხვების სტატისტიკა საქართველოში – 2023 წლის აგვისტო
ქვეყანა | მოცულობა, მლნ დოლარი | ზრდა/ვარდნა % |
რუსეთი | 60,3 | -45,6 |
იტალია | 45,0 | 23,0 |
აშშ | 40,2 | 37,6 |
გერმანია | 20,4 | 33,5 |
საბერძნეთი | 19,9 | 6,0 |
აგვისტოში რუსეთიდან 60,3 მლნ დოლარი გადმოირიცხა – გზავნილების მთლიანი მოცულობის 21%, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 45,6%-ით ნაკლებია.
რამდენი გაიგზავნა საქართველოდან უცხოეთში
აგვისტოში საქართველოდან საზღვარგარეთ 29,2 მლნ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2022 წლის აგვისტოსთან შედარებით 1%-ით ნაკლებია.
2023 წლის პირველ რვა თვეში საქართველოდან უცხოეთში 230,2 მლნ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7%-ით მეტია.