https://sputnik-georgia.com/20230918/ukrainis-sarceli-rusetis-winaarmdeg-282346474.html
დღეს ჰააგაში რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სარჩელის მოსმენა იწყება
დღეს ჰააგაში რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სარჩელის მოსმენა იწყება
თბილისი, 18 სექტემბერი − Sputnik. გაეროს საერთაშორისო სასამართლო (ჰააგა) დღეს რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სარჩელის მოსმენას იწყებს, რომელიც კიევმა 2022 წლის... 18.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-18T12:16+0400
2023-09-18T12:16+0400
2023-09-18T16:20+0400
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/17/281578978_598:654:3077:2048_1920x0_80_0_0_3cc935f370f5dfd4397fb504ffb98fa8.jpg
თბილისი, 18 სექტემბერი − Sputnik. გაეროს საერთაშორისო სასამართლო (ჰააგა) დღეს რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სარჩელის მოსმენას იწყებს, რომელიც კიევმა 2022 წლის თებერვალში წარადგინა და რუსეთს გენოციდის შესახებ კონვენციის დარღვევაში დასდო ბრალი.სასამართლო მოსმენა ჰააგაში 18-27 სექტემბერსაა დაგეგმილი. სხდომების ეს ბლოკი რუსეთის ფედერაციის მიერ გაცხადებული წინასწარი პროტესტების მოსმენას დაეთმობა.გავრცელებული ინფორმაციით, ორშაბათს სიტყვა რუსულ მხარეს დაეთმობა. უკრაინული მხარე სამშაბათს გამოვა, ხოლო ოთხშაბათს სხვა სახელმწიფოებს მოუსმენენ, რომლებიც სასამართლომ სარჩელში მესამე მხარედ დაუშვა. ესენია: გერმანია, ავსტრალია, ავსტრია, სლოვაკეთი, ჩეხეთი, ბელგია, ხორვატია, დანია, ესტონეთი, ფინეთი, ირლანდია, ლუქსემბურგი, შვედეთი, ბულგარეთი, კანადა და ნიდერლანდი.უკრაინამ გაეროს საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სარჩელი 2022 წლის 26 თებერვალს შეიტანა. სარჩელში კიევი მოსკოვს გენოციდის დანაშაულის შესახებ 1948 წლის დეკემბრის კონვენციის დარღვევაში სდებს ბრალს და ამასთან უარყოფს, რომ დონბასში მოხდა გენოციდი, რომელიც რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარებისა და სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩატარების ერთ-ერთ მიზეზად იქცა. ამასთან დაკავშირებით უკრაინული მხარე სასამართლოსგან მოითხოვს აღიაროს, რომ რუსეთს არ აქვს კანონიერი საფუძველი უკრაინაში და მის წინააღმდეგ მოქმედებებისთვის.
https://sputnik-georgia.com/20230905/genocidi-ukrainasi-erik-mioses-gancxadeba-281945184.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/17/281578978_174:0:2905:2048_1920x0_80_0_0_813fee16c3e381dce8e956d209c9b902.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
თბილისი, 18 სექტემბერი − Sputnik. გაეროს საერთაშორისო სასამართლო (ჰააგა) დღეს რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სარჩელის მოსმენას იწყებს, რომელიც კიევმა 2022 წლის თებერვალში წარადგინა და რუსეთს გენოციდის შესახებ კონვენციის დარღვევაში დასდო ბრალი.
სასამართლო მოსმენა ჰააგაში 18-27 სექტემბერსაა დაგეგმილი. სხდომების ეს ბლოკი რუსეთის ფედერაციის მიერ გაცხადებული წინასწარი პროტესტების მოსმენას დაეთმობა.
გავრცელებული ინფორმაციით, ორშაბათს სიტყვა რუსულ მხარეს დაეთმობა. უკრაინული მხარე სამშაბათს გამოვა, ხოლო ოთხშაბათს სხვა სახელმწიფოებს მოუსმენენ, რომლებიც სასამართლომ სარჩელში მესამე მხარედ დაუშვა. ესენია: გერმანია, ავსტრალია, ავსტრია, სლოვაკეთი, ჩეხეთი, ბელგია, ხორვატია, დანია, ესტონეთი, ფინეთი, ირლანდია, ლუქსემბურგი, შვედეთი, ბულგარეთი, კანადა და ნიდერლანდი.
უკრაინამ გაეროს საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სარჩელი 2022 წლის 26 თებერვალს შეიტანა. სარჩელში კიევი მოსკოვს გენოციდის დანაშაულის შესახებ 1948 წლის დეკემბრის კონვენციის დარღვევაში სდებს ბრალს და ამასთან უარყოფს, რომ დონბასში მოხდა გენოციდი, რომელიც რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარებისა და სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩატარების ერთ-ერთ მიზეზად იქცა. ამასთან დაკავშირებით უკრაინული მხარე სასამართლოსგან მოითხოვს აღიაროს, რომ რუსეთს არ აქვს კანონიერი საფუძველი უკრაინაში და მის წინააღმდეგ მოქმედებებისთვის.