უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა

© photo: Sputnik / Nina Zotina / გადასვლა მედიაბანკშიანთებული სანთელი
ანთებული სანთელი - Sputnik საქართველო, 1920, 18.09.2023
გამოწერა
2022 წლის 24 თებერვლიდან უკრაინაში 48 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
თბილისი, 18 სექტემბერი – Sputnik. უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“.
ტელეარხის ინფორმაციით, ზაქრო შუბითიძე დასახლება ნესკუჩნოესთან საარტილერიო დაბომბვას ემსხვერპლა. ის მძიმედ დაიჭრა და თანამებრძოლებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
2022 წლის 24 თებერვლიდან უკრაინაში 48 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
საქართველოს ხელისუფლებამ თავიდანვე განაცხადა, რომ მოხალისეების უკრაინაში გამგზავრებას ორგანიზებას ვერ გაუკეთებდა. ამასთან აღინიშნა, რომ სახელმწიფო ვერ აუკრძალავს ვერცერთ მოქალაქეს, ინდივიდუალურად თუ აქვს ვინმეს სურვილი, მიიღოს მონაწილეობა უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში.
ყველა ახალი ამბავი
0