https://sputnik-georgia.com/20230918/nirabi-cxvir-tucis-rrma-naowebis-gasasworeblad-282384324.html
ეფექტური ნიღაბი ცხვირ-ტუჩის ღრმა ნაოჭის გასასწორებლად: მარტივი რეცეპტი
ეფექტური ნიღაბი ცხვირ-ტუჩის ღრმა ნაოჭის გასასწორებლად: მარტივი რეცეპტი
Sputnik საქართველო
თბილისი, 18 სექტემბერი − Sputnik. ყველასთვის ცნობილია, რომ სახის კანის სიმკვრივესა და ელასტიკურობას კოლაგენი განაპირობებს, რომელსაც ადამიანის ორგანიზმის... 18.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-18T17:42+0400
2023-09-18T17:42+0400
2023-09-19T10:08+0400
სასარგებლო რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/12/282383854_38:168:1162:800_1920x0_80_0_0_03884d113f98f16aaf400782d9090745.jpg
თბილისი, 18 სექტემბერი − Sputnik. ყველასთვის ცნობილია, რომ სახის კანის სიმკვრივესა და ელასტიკურობას კოლაგენი განაპირობებს, რომელსაც ადამიანის ორგანიზმის უჯრედები შეიცავს, მაგრამ დროთა განმავლობაში მისი გამომუშავება მცირდება, რის შედეგადაც კანი ტონუსს კარგავს და ჩნდება ნაოჭები, აცხადებენ სპეციალისტები.ქვემოთ გთავაზობთ, როგორც ამბობენ, უნიკალურ ნიღაბს, რომლის ერთ-ერთი ინგრედიენტი „აიძულებს“ თქვენს ორგანიზმს, მეტი რაოდენობით გამოიმუშავოს კოლაგენი და ცხვირ-ტუჩის ღრმა ნაოჭებიც კი გაასწოროს.ეს ინგრედიენტი სპირულინაა — მტკნარი წყლის მწვანე წყალმცენარე, რომელიც ნატურალურ პიგმენტ ქლოროფილსა და ძალიან დიდი რაოდენობით მცენარეულ ცილას შეიცავს. ის 3,5 მილიარდი წლის წინ გაჩნდა პლანეტაზე და მის სამკურნალო თვისებებს კარგად იცნობდნენ აცტეკები, მაიას ტომები, ასევე აფრიკისა და აზიის ხალხები.ნიღბის დასამზადებლად დაგჭირდებათ:მომზადების წესი:დაასხით ჟელატინს ¼ ჭიქა გადადუღებული თბილი წყალი და დატოვეთ ნახევარი საათი, შემდეგ კი ჭურჭლიანად ოდნავ შეათბეთ ორთქლზე;სპირულინას აბებს დაასხით 2 სუფრის კოვზი წყალი და კარგად დასრისეთ;ამის შემდეგ დაამატეთ მას ლიმონის წვენი და ვიტამინი А – თხევადი;მერე ეს ყველაფერი შეურიეთ ჟელატინს, კარგად აურიეთ და წაისვით ცხვირ-ტუჩის ნაოჭზე.გაიჩერეთ 15 წუთი და ჩამოიბანეთ წყლით.ეს ნიღაბი მთელ სახეზე შეგიძლიათ წაისვათ, თუმცა აუცილებლად უნდა მოარიდოთ თვალის გარშემო არეს.ამბობენ, რომ ეფექტი ძალიან სწრაფია და არაჩვეულებრივი: კანი იჭიმება, ხდება საოცრად გლუვი და უბრუნდება ელასტიკურობა.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/12/282383854_50:205:779:752_1920x0_80_0_0_f5acd4b0e0d2674c4c1d20904009efd1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები
თბილისი, 18 სექტემბერი − Sputnik. ყველასთვის ცნობილია, რომ სახის კანის სიმკვრივესა და ელასტიკურობას კოლაგენი განაპირობებს, რომელსაც ადამიანის ორგანიზმის უჯრედები შეიცავს, მაგრამ დროთა განმავლობაში მისი გამომუშავება მცირდება, რის შედეგადაც კანი ტონუსს კარგავს და ჩნდება ნაოჭები, აცხადებენ სპეციალისტები.
ქვემოთ გთავაზობთ, როგორც ამბობენ, უნიკალურ ნიღაბს, რომლის ერთ-ერთი ინგრედიენტი „აიძულებს“ თქვენს ორგანიზმს, მეტი რაოდენობით გამოიმუშავოს კოლაგენი და ცხვირ-ტუჩის ღრმა ნაოჭებიც კი გაასწოროს.
ეს ინგრედიენტი სპირულინაა — მტკნარი წყლის მწვანე წყალმცენარე, რომელიც ნატურალურ პიგმენტ ქლოროფილსა და ძალიან დიდი რაოდენობით მცენარეულ ცილას შეიცავს. ის 3,5 მილიარდი წლის წინ გაჩნდა პლანეტაზე და მის სამკურნალო თვისებებს კარგად იცნობდნენ აცტეკები, მაიას ტომები, ასევე აფრიკისა და აზიის ხალხები.
ნიღბის დასამზადებლად დაგჭირდებათ:
სპირულინა — 4 აბი (იყიდება აფთიაქებში);
ლიმონის წვენი — 0,5 ჩაის კოვზი;
დაასხით ჟელატინს ¼ ჭიქა გადადუღებული თბილი წყალი და დატოვეთ ნახევარი საათი, შემდეგ კი ჭურჭლიანად ოდნავ შეათბეთ ორთქლზე;
სპირულინას აბებს დაასხით 2 სუფრის კოვზი წყალი და კარგად დასრისეთ;
ამის შემდეგ დაამატეთ მას ლიმონის წვენი და ვიტამინი А – თხევადი;
მერე ეს ყველაფერი შეურიეთ ჟელატინს, კარგად აურიეთ და წაისვით ცხვირ-ტუჩის ნაოჭზე.
გაიჩერეთ 15 წუთი და ჩამოიბანეთ წყლით.
ეს ნიღაბი მთელ სახეზე შეგიძლიათ წაისვათ, თუმცა აუცილებლად უნდა მოარიდოთ თვალის გარშემო არეს.
ამბობენ, რომ ეფექტი ძალიან სწრაფია და არაჩვეულებრივი: კანი იჭიმება, ხდება საოცრად გლუვი და უბრუნდება ელასტიკურობა.