მალე რომ არ გასქელდეს: ფრჩხილების ლაქის შენახვის შვიდი წესი

© unsplash/maria-lupanფრჩხილების ლაქი
ფრჩხილების ლაქი - Sputnik საქართველო, 1920, 18.09.2023
გამოწერა
НовостиTelegram
თბილისი, 18 სექტემბერი − Sputnik. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ქალბატონები ფრჩხილების მოვლისას შელაკის (Shellac) ტექნიკას ანიჭებენ უპირატესობას, მაინც მრავლად არიან ისეთები, რომლებიც უბრალო ლაქის წასმას არჩევენ.
თუმცა აქ თავს იჩენს პრობლემა, რომელსაც, როგორც პრაქტიკა აჩვენებს, საკმაოდ ხშირად ვაწყდებით. საუბარია ლაქის მალე გასქელებაზე, რაც ერთხელ წასმის შემდეგ პრაქტიკულად გამოუყენებელს ხდის მთელ ფლაკონს.
ჩვენ შევეცადეთ მოგვეძებნა რჩევები, თუ როგორ და რა პირობებში უნდა შევინახოთ ჩვეულებრივი ლაქი, რათა ის ლამის გახსნისთანავე არ გასქელდეს.
ეს რჩევები ასე გამოიყურება:
1.
ფლაკონი აუცილებლად უნდა ინახებოდეს ვერტიკალურ და არავითარ შემთხვევაში ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. საქმე ისაა, რომ, როცა ლაქი „ფეხზე დგას“, მისი ინგრედიენტები თანაბარ ფენებად ნაწილდება და თითოეული თავის ადგილს იკავებს. თუ ფლაკონს დავაწვენთ, მერე კი ფრჩხილებზე წასმისას ჰორიზონტალურად დავაყენებთ, მისი ფენები ერთმანეთში აირევა და ფრჩხილს ცუდად დაედება.
2.
ლაქი უნდა შევინახოთ გრილ, მშრალ და მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილზე − პლუს 15-25 გრადუსზე. ფლაკონის მაცივარში, მიკროტალღური ღუმელის ან სითბოს წყაროს მახლობლად დადება არ შეიძლება. ეს ნეგატიურად აისახება მის კონსისტენციაზე.
3.
არ შეიძლება ფლაკონის დიდხანს თავახდილი დატოვება. წასმის პროცესშიც კი ჯობს თავი დაახუროთ ხოლმე, რათა ლაქი ჟანგბადის გავლენით არ გასქელდეს.
4.
როდესაც ლაქის წასმას დაასრულებთ, მაგრად მოუჭირეთ ფლაკონს ხუფი. თუ მის ყელზე შემხმარ ლაქს შენიშნავთ, აცეტონით მოაშორეთ, რათა ხუფი ბოლომდე და საფუძვლიანად დაეცოს ფლაკონს.
5.
ხუფის მოჭერის წინ მსუბუქად ჩაბერეთ ბოთლს, რათა იქიდან ჰაერი გამოდევნოთ.
6.
წასმის წინ ნუ შეანჯღრევთ ფლაკონს. უბრალოდ რამდენიმე წამით ფრთხილად გააგორეთ ხელისგულებს შორის.
7.
თუ ლაქი გასქელდა, არავითარ შემთხვევაში არ ჩაამატოთ აცეტონი. მისი გათხელება მიცერალური წყლით შეიძლება, რომელიც აფთიაქებში იყიდება. მთელი ფლაკონის გასაზავებლად ერთი ჩაის კოვზი მიცერალური წყალი დაგჭირდებათ, ნახავრად ცარიელისა კი − 5 წვეთი.
ყველა ახალი ამბავი
0