https://sputnik-georgia.com/20230918/-----282340821.html
ბოტანიკური ბაღი „პურის ფესტივალს" უმასპინძლებს
ბოტანიკური ბაღი „პურის ფესტივალს" უმასპინძლებს
ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, სხვადასხვა სახეობის ქართული პურის ცხობის პროცესს გაეცნონ. 18.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-18T11:45+0400
2023-09-18T11:45+0400
2023-09-18T16:02+0400
საქართველო
თბილისი დღეს
კულტურა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/0a/271192384_0:66:1280:786_1920x0_80_0_0_c7b2ca4737cd5bcd7c15d29e1ac6f88b.jpg
თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. თბილისის ბოტანიკურ ბაღში 23-24 სექტემბერს „პურის ფესტივალი" გაიმართება, ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. წლევანდელი რიგით მეოთხე ფესტივალი მის ერთ-ერთ დამფუძნებელს გია გაბრიჩიძეს მიეძღვნება. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ბოტანიკური ბაღის ქართული მარცვლოვანი კულტურების კოლექცია და საქართველოში მოქმედი პურის მწარმოებელი კომპანიების სარეალიზაციო და სადემონსტრაციო პროდუქცია. „პურის ფესტივალზე" დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება გასინჯოს სხვადასხვა სახეობის ქართული პური, დაესწროს მესხური ქადების, ცომის ზელვისა და თონეში პურის ცხობის მასტერ-კლასს, ჩაერთოს თემატურ გათამაშებებში. გარდა ამისა, ღონისძიების სტუმრები ორი დღის განმავლობაში ხორბლის ქართული ენდემური სახეობების გავრცელების შესახებ შემეცნებით ილუსტრაციას იხილავენ. ასევე გამოიფინება ისტორიული ფოტოები, რომელზეც პურთან დაკავშირებული საინტერესო ფაქტებია ასახული. ფესტივალს გახსნის ფოლკლორული ანსამბლი, ხოლო მთლიანად მუსიკალურად გააფორმებს გიორგი ცხადაძის ბენდი. ფესტივალის ფარგლებში ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე მოეწყობა ღვინის კუთხე, რომელსაც წარადგენს ქართული ღვინოების გილდია. აქ მსურველები გაეცნობიან ქართული ღვინის ისტორიას და სხვადასხვა სახეობის ღვინოს გასინჯავენ. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ასევე ქართული ტრადიციული თემატური სამოსი. შშმ პირებისთვის, სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირებისა და სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის ღონისძიებაზე დასწრება უფასო იქნება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/0a/271192384_73:0:1208:851_1920x0_80_0_0_bc7488514f0ebfcd87b55e3e25b4f713.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, კულტურა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისი დღეს, კულტურა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
ბოტანიკური ბაღი „პურის ფესტივალს" უმასპინძლებს
11:45 18.09.2023 (განახლებულია: 16:02 18.09.2023) ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, სხვადასხვა სახეობის ქართული პურის ცხობის პროცესს გაეცნონ.
თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. თბილისის ბოტანიკურ ბაღში 23-24 სექტემბერს „პურის ფესტივალი" გაიმართება, ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
წლევანდელი რიგით მეოთხე ფესტივალი მის ერთ-ერთ დამფუძნებელს გია გაბრიჩიძეს მიეძღვნება. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ბოტანიკური ბაღის ქართული მარცვლოვანი კულტურების კოლექცია და საქართველოში მოქმედი პურის მწარმოებელი კომპანიების სარეალიზაციო და სადემონსტრაციო პროდუქცია.
„პურის ფესტივალზე" დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება გასინჯოს სხვადასხვა სახეობის ქართული პური, დაესწროს მესხური ქადების, ცომის ზელვისა და თონეში პურის ცხობის მასტერ-კლასს, ჩაერთოს თემატურ გათამაშებებში.
გარდა ამისა, ღონისძიების სტუმრები ორი დღის განმავლობაში ხორბლის ქართული ენდემური სახეობების გავრცელების შესახებ შემეცნებით ილუსტრაციას იხილავენ. ასევე გამოიფინება ისტორიული ფოტოები, რომელზეც პურთან დაკავშირებული საინტერესო ფაქტებია ასახული.
ფესტივალს გახსნის ფოლკლორული ანსამბლი, ხოლო მთლიანად მუსიკალურად გააფორმებს გიორგი ცხადაძის ბენდი.
ფესტივალის ფარგლებში ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე მოეწყობა ღვინის კუთხე, რომელსაც წარადგენს ქართული ღვინოების გილდია. აქ მსურველები გაეცნობიან ქართული ღვინის ისტორიას და სხვადასხვა სახეობის ღვინოს გასინჯავენ.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ასევე ქართული ტრადიციული თემატური სამოსი.
შშმ პირებისთვის, სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირებისა და სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის ღონისძიებაზე დასწრება უფასო იქნება.