როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში

© photo: Sputnik / Stringerთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 18.09.2023
გამოწერა
თბილისი, 18 სექტემბერი – Sputnik. სინოპტიკოსები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უახლოეს დღეებში თბილ ამინდს პროგნოზირებენ, ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში 18-19 სექტემბერს ხანმოკლე წვიმა, 20 სექტემბერს კი თბილი და უნალექო ამინდია ნავარაუდევი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 23-25 გრადუსია მოსალოდნელი.
შავი ზღვის სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ფოთი) 18 სექტემბერს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 19-20 სექტემბერს კი უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 26-28 გრადუსია ნავარაუდევი.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 28-30 გრადუსია ნავარაუდევი.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო) 18 სექტემბერს მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა, 19-20 სექტემბერს კი თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 24-26 გრადუსია ნავარაუდევი.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) 18-19 სექტემბერს შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა, ხოლო 20 სექტემბერს უმეტესად თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 23-25 გრადუსი დაფიქსირდება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) 18-19 სექტემბერს წვიმა და ზოგან სეტყვაა მოსალოდნელი, 20 სექტემბერს კი თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 22-24 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური) 18-19 სექტემბერს ნავარაუდევია ხანმოკლე წვიმა, 20 სექტემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 23-25 გრადუსს მიაღწევს.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) 18-19 სექტემბერს ნავარაუდევია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა, 20 სექტემბერს კი თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 20-22 გრადუსი დაფიქსირდება.
ყველა ახალი ამბავი
0