https://sputnik-georgia.com/20230918/------282344821.html
სეტყვამ კახეთის რამდენიმე სოფელში მოსავალი გაანადგურა
სეტყვამ კახეთის რამდენიმე სოფელში მოსავალი გაანადგურა
Sputnik საქართველო
ჯერჯერობით უცნობია, რა მასშტაბის ზარალი მიადგა მოსახლეობას. 18.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-18T12:00+0400
2023-09-18T12:00+0400
2023-09-18T16:08+0400
საქართველო
სტიქიური მოვლენები
კახეთი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23588/53/235885319_0:183:2991:1865_1920x0_80_0_0_737be3da2390fa0762678539878d4999.jpg
თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. ყვარლის, თელავისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში გუშინ მოსულმა სეტყვამ მოსავლის ნაწილი დააზიანა, მოსახლეობას კი ამ დრომდე ელექტროენერგია არ მიეწოდება, იუწყება ტელეკომპანია "რუსთავი 2". კახეთში კვირას, 17 სექტემბერს ძლიერი წვიმა და სეტყვა დაახლოებით ნახევარი საათი გაგრძელდა. სტიქიამ ყვარელში, თელავსა და ლაგოდეხში ათამდე სოფელი დააზარალა. განსაკუთრებით ზიანი მიადგა სოფლებს შილდას, ენისელს, გრემს, საბუესა და ალმატს. სტიქიის შედეგად განადგურდა უკვე დასაკრეფად გამზადებული ვენახები, ხეხილის ბაღები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. გარდა ამისა, ძლიერმა სეტყვამ დააზიანა საცხოვრებელი სახლების სახურავები და ავტომობილები. ბარძიმაშვილის თქმით, მისმა ოჯახმა 20 ტონამდე მოსავალი იზარალა. როგორც ყვარლის მერმა გივი ზაუტაშვილმა აღნიშნა, ამ ეტაპზე გზების გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, სტიქიის ზონაში შესაბამისი სამსახურები გვიან ღამემდე მუშაობდნენ. ჯერჯერობით უცნობია, რა მასშტაბის ზარალი მიადგა მოსახლეობას. ზარალის ოდენობა დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.
საქართველო
კახეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23588/53/235885319_129:0:2860:2048_1920x0_80_0_0_b4ff863f258c73333b2b93d094635c0f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სტიქიური მოვლენები, კახეთი , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სტიქიური მოვლენები, კახეთი , საზოგადოება, ახალი ამბები
სეტყვამ კახეთის რამდენიმე სოფელში მოსავალი გაანადგურა
12:00 18.09.2023 (განახლებულია: 16:08 18.09.2023) ჯერჯერობით უცნობია, რა მასშტაბის ზარალი მიადგა მოსახლეობას.
თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. ყვარლის, თელავისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში გუშინ მოსულმა სეტყვამ მოსავლის ნაწილი დააზიანა, მოსახლეობას კი ამ დრომდე ელექტროენერგია არ მიეწოდება, იუწყება ტელეკომპანია "რუსთავი 2".
კახეთში კვირას, 17 სექტემბერს ძლიერი წვიმა და სეტყვა დაახლოებით ნახევარი საათი გაგრძელდა. სტიქიამ ყვარელში, თელავსა და ლაგოდეხში ათამდე სოფელი დააზარალა. განსაკუთრებით ზიანი მიადგა სოფლებს შილდას, ენისელს, გრემს, საბუესა და ალმატს.
სტიქიის შედეგად განადგურდა უკვე დასაკრეფად გამზადებული ვენახები, ხეხილის ბაღები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. გარდა ამისა, ძლიერმა სეტყვამ დააზიანა საცხოვრებელი სახლების სახურავები და ავტომობილები.
„სეტყვა ნახევარ საათზე მეტხანს გაგრძელდა, დაისეტყვა მოსავალი. ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და საკარმიდამო ნაკვეთები. გრემში ყურძნის მოსავლის მხოლოდ 10%-ია დაკრეფილი, ადგილობრივების ნაწილს მოსავლის აღება არც აქვს დაწყებული, ყველაფერი მიწასთან გასწორდა", – განაცხადა სოფელ გრემის მცხოვრებმა ლევან ბარძიმაშვილმა.
ბარძიმაშვილის თქმით, მისმა ოჯახმა 20 ტონამდე მოსავალი იზარალა.
როგორც ყვარლის მერმა გივი ზაუტაშვილმა აღნიშნა, ამ ეტაპზე გზების გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს.
„უხვმა ნალექმა და სეტყვამ ყვარლის რაიონის რამდენიმე სოფელი დააზარალა... შიდასასოფლო გზებს მაშველების დახმარებით, ჩვენი ძალებით ვწმენდთ, მიმდინარეობს ზარალის დათვლა", – განაცხადა ზაუტაშვილმა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, სტიქიის ზონაში შესაბამისი სამსახურები გვიან ღამემდე მუშაობდნენ.
ჯერჯერობით უცნობია, რა მასშტაბის ზარალი მიადგა მოსახლეობას. ზარალის ოდენობა დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.