https://sputnik-georgia.com/20230918/---------282382534.html
ფარცხალაძის სანქცირებასთან დაკავშირებით კალაძე აშშ-სგან მეტ ინფორმაციას ელოდება
ფარცხალაძის სანქცირებასთან დაკავშირებით კალაძე აშშ-სგან მეტ ინფორმაციას ელოდება
Sputnik საქართველო
ფარცხალაძე მიიჩნევს, რომ შეერთებული შტატების მიერ მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. 18.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-18T16:42+0400
2023-09-18T16:42+0400
2023-09-18T20:24+0400
საქართველო
აშშ
პოლიტიკა
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
ახალი ამბები
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/19/278016514_0:101:2048:1254_1920x0_80_0_0_8bb7c61f12c24922d57dc24a4d0f089d.jpg
თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. აშშ-ის ხელისუფლებამ საქართველოს ყოფილი გენპროკურორის ოთარ ფარცხალაძის სანქცირების საქმეზე ქართულ მხარეს უფრო მეტი კონკრეტიკა უნდა წარმოუდგინოს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ. 2023 წლის 14 სექტემბერს შეერთებულმა შტატებმა გააფართოვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია, რომელშიც მოხვდა 150-ზე მეტი კომპანია და კერძო პირი, მათ შორის – ფარცხალაძე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ფარცხალაძე ქართველი-რუსი ოლიგარქია, რომელიც საქმიანობდა ან საქმიანობს რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უკვე განაცხადა, რომ სწავლობს ექს-პროკურორ ფარცხალაძესთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას. კალაძემ გაიხსენა ქართველი მოსამართლეების ისტორია, რომელთა წინააღმდეგაც ვაშინგტონმა შეზღუდვები დააწესა, თუმცა მიზეზები ბოლომდე არ განუმარტავთ. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 2023 წლის 5 აპრილს სავიზო შეზღუდვები დაუწესა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხ წევრს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს. ქართველ მოსამართლეებს ბრალი დასდეს „მნიშვნელოვან კორუფციაში". აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სანქციები დაწესებულია ფარცხალაძისა და რუსეთის ФСБ-ს (რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური) ოფიცრის ალექსანდრ ონიშჩენკოს წინააღმდეგ, რომელთანაც იგი თანამშრომლობდა საქართველოზე რუსეთის „მავნე გავლენის" გავრცელებისთვის. ფარცხალაძე: დავამტკიცებ, რომ აშშ-ის სანქციები უსაფუძვლოა>>>გარდა ამისა, ნათქვამია, რომ ონიშჩენკო „სავარაუდოდ, დაეხმარა თავის თანამოაზრე პარტნიორ ფარცხალაძეს რუსული პასპორტის და, შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მოპოვებაში". აღნიშნულია, რომ ФСБ-მ ფარცხალაძე გამოიყენა „საქართველოს საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ" და მან „პირადი სარგებელი მოიპოვა ФСБ-ში მისი კავშირებიდან". ფარცხალაძე აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ისინი უსაფუძვლოა, და აპირებს გამოიყენოს ყველა სამართლებრივი საშუალება, რათა დაამტკიცოს, რომ აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები უსაფუძვლოა. ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მთავარი პროკურორი 2013 წლის 7 ნოემბერს გახდა და ამ თანამდებობას რეკორდულად მოკლე დროის განმავლობაში იკავებდა. მან თანამდებობა დატოვა იმავე წლის 30 დეკემბერს – მისი ბიოგრაფიის ახალი დეტალების გარშემო აგორებული სკანდალის ფონზე. აღმოჩნდა, რომ ფარცხალაძე ახალგაზრდობის პერიოდში გერმანიაში ნასამართლევია. ფარცხალაძე ბოლო პერიოდში რუსეთში ცხოვრობს, სადაც ბიზნესით არის დაკავებული.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/19/278016514_231:82:1939:1363_1920x0_80_0_0_0499f2335c39d0ee347443e8d9ee18e5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აშშ , პოლიტიკა, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში
საქართველო, აშშ , პოლიტიკა, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში
ფარცხალაძის სანქცირებასთან დაკავშირებით კალაძე აშშ-სგან მეტ ინფორმაციას ელოდება
16:42 18.09.2023 (განახლებულია: 20:24 18.09.2023) ფარცხალაძე მიიჩნევს, რომ შეერთებული შტატების მიერ მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია.
თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. აშშ-ის ხელისუფლებამ საქართველოს ყოფილი გენპროკურორის ოთარ ფარცხალაძის სანქცირების საქმეზე ქართულ მხარეს უფრო მეტი კონკრეტიკა უნდა წარმოუდგინოს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.
2023 წლის 14 სექტემბერს შეერთებულმა შტატებმა გააფართოვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია, რომელშიც მოხვდა 150-ზე მეტი კომპანია და კერძო პირი, მათ შორის – ფარცხალაძე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ფარცხალაძე ქართველი-რუსი ოლიგარქია, რომელიც საქმიანობდა ან საქმიანობს რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში.
„პირველ რიგში, საჭიროა უფრო მეტი ინფორმაციის გასაჯაროება, უფრო მეტი კონკრეტიკის წარმოდგენა. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა იმსახურებს იმას, რომ ჰქონდეს უფრო მეტი ინფორმაცია საქართველოს მოქალაქის შესახებ, რომელზეც ამბობენ, რომ სანქციების ქვეშ მოხვდა", – განაცხადა კალაძემ.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უკვე განაცხადა, რომ სწავლობს ექს-პროკურორ ფარცხალაძესთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას.
„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ საქმის შესწავლა დაიწყო, ალბათ, შესაბამისი უწყება მიმართავს თავის კოლეგებს იმასთან დაკავშირებით, რომ უფრო მეტი ინფორმაცია იყოს წარმოდგენილი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით", – განაცხადა კალაძემ.
კალაძემ გაიხსენა ქართველი მოსამართლეების ისტორია, რომელთა წინააღმდეგაც ვაშინგტონმა შეზღუდვები დააწესა, თუმცა მიზეზები ბოლომდე არ განუმარტავთ.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 2023 წლის 5 აპრილს სავიზო შეზღუდვები დაუწესა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხ წევრს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს. ქართველ მოსამართლეებს ბრალი დასდეს „მნიშვნელოვან კორუფციაში".
„გახსოვთ მოსამართლეების შემთხვევა, როდესაც ვიზების შეზღუდვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება იქნა მიღებული, თუმცა ახსნა-განმარტებაში ვერავინ ვერაფერი გაიგო – რატომ იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული, რას უკავშირდებოდა. ვფიქრობ, სულ მცირე, როდესაც სტრატეგიულ პარტნიორზეა საუბარი და ასეთი გადაწყვეტილებების მიღება ხდება, საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს, რა არის მიზეზები და უფრო მეტი კონკრეტიკა უნდა იყოს გაჟღერებული", – განაცხადა კალაძემ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სანქციები დაწესებულია ფარცხალაძისა და რუსეთის ФСБ-ს (რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური) ოფიცრის ალექსანდრ ონიშჩენკოს წინააღმდეგ, რომელთანაც იგი თანამშრომლობდა საქართველოზე რუსეთის „მავნე გავლენის" გავრცელებისთვის.
გარდა ამისა, ნათქვამია, რომ ონიშჩენკო „სავარაუდოდ, დაეხმარა თავის თანამოაზრე პარტნიორ ფარცხალაძეს რუსული პასპორტის და, შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მოპოვებაში". აღნიშნულია, რომ ФСБ-მ ფარცხალაძე გამოიყენა „საქართველოს საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ" და მან „პირადი სარგებელი მოიპოვა ФСБ-ში მისი კავშირებიდან".
ფარცხალაძე აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ისინი უსაფუძვლოა, და აპირებს გამოიყენოს ყველა სამართლებრივი საშუალება, რათა დაამტკიცოს, რომ აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები უსაფუძვლოა.
ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მთავარი პროკურორი 2013 წლის 7 ნოემბერს გახდა და ამ თანამდებობას რეკორდულად მოკლე დროის განმავლობაში იკავებდა. მან თანამდებობა დატოვა იმავე წლის 30 დეკემბერს – მისი ბიოგრაფიის ახალი დეტალების გარშემო აგორებული სკანდალის ფონზე. აღმოჩნდა, რომ ფარცხალაძე ახალგაზრდობის პერიოდში გერმანიაში ნასამართლევია.
ფარცხალაძე ბოლო პერიოდში რუსეთში ცხოვრობს, სადაც ბიზნესით არის დაკავებული.