https://sputnik-georgia.com/20230917/saqartvelos-dedaqalaqsi-saertasoriso-musikaluri-festivali-gaimarteba-282327184.html
„შემოდგომის თბილისი": საქართველოს დედაქალაქში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი გაიმართება
„შემოდგომის თბილისი": საქართველოს დედაქალაქში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი გაიმართება
Sputnik საქართველო
ფესტივალზე შესრულდება ცნობილი უცხოელი და ქართველი კომპოზიტორების უკვდავი ნაწარმოებები. 17.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-17T15:02+0400
2023-09-17T15:02+0400
2023-09-17T15:02+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
თბილისის მერია
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23323/97/233239764_0:79:1501:923_1920x0_80_0_0_a1725fa7938cf63637122b90167a624c.jpg
თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. რიგით 31-ე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი" საქართველოს დედაქალაქში 17 სექტემბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები.ფესტივალის სცენაზე ტრადიციულად წარდგებიან ცნობილი შემსრულებლები, მუსიკოსები, ვოკალური ჯგუფები და ანსამბლები საქართველოდან და სხვა ქვეყნებიდან. შესრულდება ცნობილი უცხოელი და ქართველი კომპოზიტორების უკვდავი ნაწარმოებები.ყველა კონცერტი ტრადიციულად ვახტანგ კახიძის სახელობის თბილისის კულტურულ-მუსიკალური ცენტრის სცენაზე გაიმართება. ბილეთები უკვე იყიდება ცენტრის სალაროებში და ონლაინ.პროგრამა:17 სექტემბერისიმფონიური მუსიკის კონცერტიმონაწილეობენ: თბილისის სიმფონიური ორკესტრი, სოლისტი – ვადიმ რეპინი. დირიჟორი- ვახტანგ კახიძეპროგრამა: დმიტრი შოსტაკოვიჩი – „საზეიმო უვერტურა“, დმიტრი შოსტაკოვიჩი – „სავიოლინო კონცერტი N1“, ვახტანგ კახიძე – სიმფონიური სუიტა ბალეტიდან „ამორძალები“.23 სექტემბერისიმფონიური მუსიკის კონცერტიმონაწილეობენ: თბილისის სიმფონიური ორკესტრი, სოლისტი – დომენიკო ნორდიო, დირიჟორი - ვახტანგ კახიძე.პროგრამა: ბერლიოზის „რაკოცი მარში“, სენ-სანსის „სავიოლინო კონცერტი N3“, ბერლიოზის „ფანტასტიკური სიმფონია“.27 სექტემბერისაგუნდო მუსიკის კონცერტიმონაწილეობენ: სახელმწიფო გუნდი „ლატვია“, ქორმაისტერი – იანის სირმაისიპროგრამა: ლატვიური საგუნდო მუსიკა28 სექტემბერისიმფონიური მუსიკის კონცერტიმონაწილეობენ: თბილისის სიმფონიური ორკესტრი, სახელმწიფო გუნდი „ლატვია“, საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა, სოლისტები სოფიო გორდელაძე, ნანა ძიძიგური, შალვა მუქერია, გიორგი ჭელიძე. დირიჟორი – ვახტანგ კახიძე.პროგრამა: ბეთჰოვენი – „სიმფონია N9“7 ოქტომბერისაოპერო მუსიკის კონცერტიმონაწილეობენ: თბილისის სიმფონიური ორკესტრი, საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა, სოლისტები – იანო ალიბეგაშვილი, ქეთევან ქემოკლიძე, გიორგი ონიანი, ლევან ტაბატაძე, რამაზ ჩიკვილაძე, გიორგი ჭელიძე, ალექსანდრე თიბელიშვილი. რეჟისორი – დავით საყვარელიძე, დირიჟორი – ვახტანგ კახიძე.პროგრამა: ჯუზეპე ვერდი – ოპერა „აიდა“ (საკონცერტო შესრულება)12 ოქტომბერისიმფონიური მუსიკის კონცერტიმონაწილეობენ: თბილისის სიმფონიური ორკესტრი, სოლისტი – ნელსონ გოერნერი, დირიჟორი- ვახტანგ კახიძე.პროგრამა: სერგეი რახმანინოვი – „საფორტეპიანო კონცერტი N3“, „სიმფონია N2“.21 ოქტომბერისაგუნდო-სიმფონიური მუსიკის კონცერტიმონაწილეობენ: თბილისის სიმფონიური ორკესტრი, საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა, სოლისტები: გაბრიელ ჩომახაშვილი, სალომე კვალიაშვილი, ქეთევან ქართველიშვილი, ანა უსტიაშვილი, სალომე მაკარიძე, გედევან ჯინჭარაძე, მიხეილ ჯავახიშვილი, ბადრი ჩიხიაშვილი, ლუკა წიკლაური, გიორგი ნატროშვილი, მერაბ სამყურაშვილი. დირიჟორი – ვახტანგ კახიძეპროგრამა: ვახტანგ კახიძე – „რეკვიემი“საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ საქართველოს დედაქალაქში 1993 წლიდან იმართება. ფესტივალის დამფუძნებელი და უცვლელი პარტნიორია თბილისის მერია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23323/97/233239764_82:0:1417:1001_1920x0_80_0_0_869374201dfeac1471ba610de7752861.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში, თბილისის მერია, თბილისი დღეს
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში, თბილისის მერია, თბილისი დღეს
„შემოდგომის თბილისი": საქართველოს დედაქალაქში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი გაიმართება
ფესტივალზე შესრულდება ცნობილი უცხოელი და ქართველი კომპოზიტორების უკვდავი ნაწარმოებები.
თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. რიგით 31-ე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი" საქართველოს დედაქალაქში 17 სექტემბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები.
ფესტივალის სცენაზე ტრადიციულად წარდგებიან ცნობილი შემსრულებლები, მუსიკოსები, ვოკალური ჯგუფები და ანსამბლები საქართველოდან და სხვა ქვეყნებიდან. შესრულდება ცნობილი უცხოელი და ქართველი კომპოზიტორების უკვდავი ნაწარმოებები.
ყველა კონცერტი ტრადიციულად ვახტანგ კახიძის სახელობის თბილისის კულტურულ-მუსიკალური ცენტრის სცენაზე გაიმართება. ბილეთები უკვე იყიდება ცენტრის სალაროებში და ონლაინ.
სიმფონიური მუსიკის კონცერტი
მონაწილეობენ: თბილისის სიმფონიური ორკესტრი, სოლისტი – ვადიმ რეპინი. დირიჟორი- ვახტანგ კახიძე
პროგრამა: დმიტრი შოსტაკოვიჩი – „საზეიმო უვერტურა“, დმიტრი შოსტაკოვიჩი – „სავიოლინო კონცერტი N1“, ვახტანგ კახიძე – სიმფონიური სუიტა ბალეტიდან „ამორძალები“.
სიმფონიური მუსიკის კონცერტი
მონაწილეობენ: თბილისის სიმფონიური ორკესტრი, სოლისტი – დომენიკო ნორდიო, დირიჟორი - ვახტანგ კახიძე.
პროგრამა: ბერლიოზის „რაკოცი მარში“, სენ-სანსის „სავიოლინო კონცერტი N3“, ბერლიოზის „ფანტასტიკური სიმფონია“.
მონაწილეობენ: სახელმწიფო გუნდი „ლატვია“, ქორმაისტერი – იანის სირმაისი
პროგრამა: ლატვიური საგუნდო მუსიკა
სიმფონიური მუსიკის კონცერტი
მონაწილეობენ: თბილისის სიმფონიური ორკესტრი, სახელმწიფო გუნდი „ლატვია“, საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა, სოლისტები სოფიო გორდელაძე, ნანა ძიძიგური, შალვა მუქერია, გიორგი ჭელიძე. დირიჟორი – ვახტანგ კახიძე.
პროგრამა: ბეთჰოვენი – „სიმფონია N9“
მონაწილეობენ: თბილისის სიმფონიური ორკესტრი, საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა, სოლისტები – იანო ალიბეგაშვილი, ქეთევან ქემოკლიძე, გიორგი ონიანი, ლევან ტაბატაძე, რამაზ ჩიკვილაძე, გიორგი ჭელიძე, ალექსანდრე თიბელიშვილი. რეჟისორი – დავით საყვარელიძე, დირიჟორი – ვახტანგ კახიძე.
პროგრამა: ჯუზეპე ვერდი – ოპერა „აიდა“ (საკონცერტო შესრულება)
სიმფონიური მუსიკის კონცერტი
მონაწილეობენ: თბილისის სიმფონიური ორკესტრი, სოლისტი – ნელსონ გოერნერი, დირიჟორი- ვახტანგ კახიძე.
პროგრამა: სერგეი რახმანინოვი – „საფორტეპიანო კონცერტი N3“, „სიმფონია N2“.
საგუნდო-სიმფონიური მუსიკის კონცერტი
მონაწილეობენ: თბილისის სიმფონიური ორკესტრი, საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა, სოლისტები: გაბრიელ ჩომახაშვილი, სალომე კვალიაშვილი, ქეთევან ქართველიშვილი, ანა უსტიაშვილი, სალომე მაკარიძე, გედევან ჯინჭარაძე, მიხეილ ჯავახიშვილი, ბადრი ჩიხიაშვილი, ლუკა წიკლაური, გიორგი ნატროშვილი, მერაბ სამყურაშვილი. დირიჟორი – ვახტანგ კახიძე
პროგრამა: ვახტანგ კახიძე – „რეკვიემი“
საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ საქართველოს დედაქალაქში 1993 წლიდან იმართება. ფესტივალის დამფუძნებელი და უცვლელი პარტნიორია თბილისის მერია.