https://sputnik-georgia.com/20230917/ozurgetsi-stiqiit-dazaralevul-soflebsi-ardgeniti-samusaoebi-mimdinareobs-282332264.html
ოზურგეთში სტიქიით დაზარალებულ სოფლებში აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს
ოზურგეთში სტიქიით დაზარალებულ სოფლებში აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს
Sputnik საქართველო
გურიაში სტიქიურ უბედურებას სამი ადამიანი შეეწირა, მათგან ორი არასრულწლოვანი. 17.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-17T18:20+0400
2023-09-17T18:20+0400
2023-10-18T17:51+0400
ახალი ამბები
საქართველო
გურია
საქართველოს რეგიონები
სტიქიური მოვლენები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/0e/282282371_375:254:1933:1130_1920x0_80_0_0_fa9f7483caa9132b6e1fad677fa4b81b.jpg
თბილისი, 17 სექტემბერი - Sputnik. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სტიქიით დაზარალებულ სოფლებში აღდგენითი სამუშაოები გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.მიმდინარე სამუშაოებს ოზურგეთის მერი, ავთანდილ თალაკვაძე გაეცნო. მისი განცხადებით, აქტიურად გრძელდება დაზარალებული მოსახლეობისთვის საკვები პროდუქტების, მედიკამენტებისა და პირველადი მოხმარების ნივთების მიწოდებაც.ძლიერი ნალექის შედეგად 7-8 სექტემბრის ღამეს გურიაში მდინარეები ადიდდა, ჩამოწვა მეწყერი, დაზიანდა სახლები, ხიდები, სოფლებთან მისასვლელი გზები. სტიქიურ უბედურებას სამი ადამიანი შეეწირა, მათგან ორი არასრულწლოვანი. სტიქიის კერები დაფიქსირდა ლანჩხუთის რაიონის 15 და ოზურგეთის რაიონის 22 დასახლებულ პუნქტში.მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხელისუფლება გურიის რეგიონში სტიქიით დაზარალებული 200-ზე მეტი ოჯახის საცხოვრებელი სახლების მდგომარეობას სწავლობს და კომპენსაციის თაობაზე გადაწყვეტილებას ამ პროცესის დასრულების შემდეგ მიიღებს.უკვე ცნობილია, რომ საქართველოს ხელისუფლება რაჭისა და გურიის რეგიონებში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 20 მლნ ლარს გამოყოფს.
საქართველო
გურია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/0e/282282371_548:149:1857:1130_1920x0_80_0_0_13de170e80663dd624ca59d4c710151a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, გურია , საქართველოს რეგიონები, სტიქიური მოვლენები
ახალი ამბები, საქართველო, გურია , საქართველოს რეგიონები, სტიქიური მოვლენები
ოზურგეთში სტიქიით დაზარალებულ სოფლებში აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს
18:20 17.09.2023 (განახლებულია: 17:51 18.10.2023) გურიაში სტიქიურ უბედურებას სამი ადამიანი შეეწირა, მათგან ორი არასრულწლოვანი.
თბილისი, 17 სექტემბერი - Sputnik. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სტიქიით დაზარალებულ სოფლებში აღდგენითი სამუშაოები გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მიმდინარე სამუშაოებს ოზურგეთის მერი, ავთანდილ თალაკვაძე გაეცნო. მისი განცხადებით, აქტიურად გრძელდება დაზარალებული მოსახლეობისთვის საკვები პროდუქტების, მედიკამენტებისა და პირველადი მოხმარების ნივთების მიწოდებაც.
„სოფელ შრომაში, ზედუბანში მიმდინარე სამუშაოები მოვინახულე. გზა უკვე გავხსენით ოხოჯურის უბანშიც და ჩვენს თანამოქალაქეებს გადაადგილების მხრივ არანაირი პრობლემა არ ექნებათ“, - განაცხადა ოზურგეთის მერმა.
ძლიერი ნალექის შედეგად 7-8 სექტემბრის ღამეს გურიაში მდინარეები ადიდდა, ჩამოწვა მეწყერი, დაზიანდა სახლები, ხიდები, სოფლებთან მისასვლელი გზები. სტიქიურ უბედურებას სამი ადამიანი შეეწირა, მათგან ორი არასრულწლოვანი. სტიქიის კერები დაფიქსირდა ლანჩხუთის რაიონის 15 და ოზურგეთის რაიონის 22 დასახლებულ პუნქტში.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხელისუფლება გურიის რეგიონში სტიქიით დაზარალებული 200-ზე მეტი ოჯახის საცხოვრებელი სახლების მდგომარეობას სწავლობს და კომპენსაციის თაობაზე გადაწყვეტილებას ამ პროცესის დასრულების შემდეგ მიიღებს.
უკვე ცნობილია, რომ საქართველოს ხელისუფლება რაჭისა და გურიის რეგიონებში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 20 მლნ ლარს გამოყოფს.